დაეხმარე ესაქართველოს ეკონომიკას - დასაქმდი საქართველოში ! (განახლება და ცვლილებები) UGP-EDP

Day 2,495, 18:13 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
ეროვნულ დემოკრატიული პარტია აგრძელებს დასაქმების პროექტს ცვლილებებით. ახალი არავისთვისაა ის ფაქტი რო ესაქართველოში ხელფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე ერეფაბლიკის ძლიერ სახელმწიფოებში. შესაბამისად, ბევრი ჩვენი მოქალაქე სამუშაოდ მიდის უცხოეთში.

რას ნიშნავს ეს ეკონომიკის ენაზე ? ეს ნიშნავს, რომ :
1) მათი ხელფასებიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადი მიდის სხვა ქვეყნების და არა საქართველოს ბიუჯეტში.
2) ქართული საწარმოები არ მუშაობენ სრული დატვირთვით და ქართული პროდუქციის წილი ბაზარზე არის ძალიან მცირე.
3) ძალიან ცოტა თანხა/პროდუქცია ბრუნავს ქართულ ბაზარზე და შესაბამისად, ბიუჯეტს დღგ-ს სახით მცირე შემოსავალი აქვს.

ამ პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული წარმოება და შეაჩეროს ქართველი მუშახელის გადინება.

პროექტში დასაქმებულები მიიღებენ ხელფას 10 ლარის ოდენობით + 40 ლარის ღირებულების პროდუქტს.

ჩვენ უკვე გვყავს 10 მოთამაშე და ვგეგმავთ კიდევ 20-ის დასაქმებას ასე რომ ადგილები საკმარისია.

რაც შეეხება ცვლილებებს

ა) ეს წესი უცვლელი რჩება, მოთამაშე უნდა იყოს 27 ლეველამდე და მისი ძალა არ უნდა აღემატებოდეს 1500-ს და

ბ) აქამდე აუცილებელი იყო მოთამაშე ყოფილიყო ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში ან არ ყოფილი ყო არცერთი პარტიის წევრი მაგრამ ახლა პროექტში მონაწილეობა United Georgian Party-ის წევრებსაც შეეძლებათ.

ასე რომ მეგობრებო ნებისმიერ მსურველს გელოდებით

ვისაც გსურთ პროექტში მონაწილეობის მიღება, კომენტარებში დაწერეთ ''ძლიერი ესაქართველოსთვის''