[UGP] რატომ ერთიანი ქართული პარტია?

Day 2,461, 08:58 Published in Georgia Ukraine by xSteviex

გამარჯობა ქალბატონებო და ბატონები.

და აი მორჩა მეოთხე არჩევნები პარტიის პრეზიდენტის პოსტზე, 16.08.2014-ში.
მე ისევ ამირჩიეს ამ პოსტზე. მოკლედ ჩემზე: მე დავიწყე ჩემი პოლიტიკური კარიერა უკრაინაში სპამერობით მეორე საუკეთესო პარტიაში, რომელსაც ერქვა «National Party of Ukraine». გამოვიჩინე აქტივობა და ამ აქტივობით გადამყავდა პარტია ტოპ 1-ში, მანდ უკვე ბევრად უფრო რთული იყო, რადგანაც კონკურენცია იყო ყველა ტოპ 5 პარტიას შორის. ხალხში ცნობადობის მიხედვით 3-ჯერ ამირჩიეს კონგრესმენად, იმ დროს თამაშის მექანიკის მიხედვით ყველა კონგრესმენს ცალკე აძლევდნენ ხმას, ახლა ხმას პარტიას აძლევენ სიების მიხედვით. ჩემი წარმატებების გამო სათავეში ჩავუდექი სპამისა და აგიტაციის დეპარტამენს, დროთა განმავლობაი გავხდი ქვეყნის პრეზიდენტი და მერე უკვე პარტიის პრეზიდენტიც. უკრაინაში მეკავა ისეთი პოსტები, როგორიცაა: ინფორმაციის მინისტრი და ვიყავი საუკეთესო უკრაინის ისტორიაში, როგორც ამბობენ კომენტარებში და ასევე საგარეო საქმეთა მინისტრი. ასევე მყივარდა მოგზაურობა, ვიყავი პრეზიდენტი პარტიისა «Czech Boobs Party» ჩეხეთში და ასევე ვიყავი პრეზიდენტი პარტიისა «Hardcore» კვიპროსში. ყველა პარტია გადიოდა ტოპ 5-ში, კვიპროსში ასევე ვიყავი კონგრესმენი 4-ჯერ, თამაშის ახალი მექანიკით.

მე არ ვფიქრობ, რომ სამუდამოდ ვიყო პარტიის პრეზიდენტი. მე უფრო იმას ვუჭერ მხარს, რომ ქართული პარტიის პრეზიდენტი იყოს ქართველი, საქართველოს ნამდვილი მაცხოვრებელი. და როცა გავუზიარებ მთელ ჩემს გამოცდილებას, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დავაგროვე, ჩემს ადგილს დაიკავებს ახალი ადამიანი, რომელიც გახსნის ახალ გვერდს ჩვენს პარტიაში.

ახლა გადავიდეთ საქმეზე.

ხშირად, როცა ახლებს ვესაუბრები, ხშირად მესმის, რომ პრინციპში, მათთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს იდეოლოგიას ან პარტიის პოლიტიკურ მიმართულებას, მითუმეტეს როცა პარტიის სახელი და დეკლალირებული მიმართულება იშვიათად შეესაბამება მათ პოლიტიკურ მუშაობას. გამოდის ისე, რომ ახლები შემთხვევით ირჩევენ თავიანთი პარტიებს, ან ვინმეს თხოვნის მიხედვით და შემდეგ რჩებიან იქ რადგანაც არ უნდათ უკვე არჩეულის შეცვლა. ასევე დიდ როლს თამაშობს თითოეული გაერთიანების სოციალური მხარე და მოთამაშის შენარჩუნების მეტი შანსი აქვთ იმათ, ვისაც ეეს მხარე უფრო განვითარებული აქვთ.

მიტომ მინდა, რომ გავაკეთო ჩვენი პარტიის პატარა პრეზენტაცია და მოგიყვეთ თუ რითი ვცოხვრობთ და რას ღებულობენ ჩვენთან ახალბედები (და არა მარტო), რომლებსაც უნდათ მთლიანად გამოიყენონ თამაშის სოციალური და პოლიტიკური მოდული.

პარტიელის განვითარების პროგრამა
პროგრამა, რომელიც საუკეთესოდ აღიარეს სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა ეუკრაინაში, რომელიც გამოიყენეს ბევრმა და თავის თავზე მოირგეს. პროგრამა გაძლევთ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აიღოთ სწორი სტარტი და მიაქციოთ ყურადგება თამაშში საჭირო რამეებს, როგორიცაა სოციალიზაცია, სწორი ექაუნთის განვითარება. განსაზღვრული მიღწევების გამო მოთამაშების შესაძლებლობა აქვს მიიღოს საკვები, იარაღი და ოქრო. ეს არც ისე ცუდი დახმარებაა განვითარების საწყის ეტაპზე. ანუ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ საუკეთესო კურსი და ამავდროულად მიიღოთ ამისთვის კარგი ანაზღაურება.

ამ პროგრამის შესახებ მალე იქნება ახალი სტატია.

პარტიის ჩატი
ახლა არსებობს პარტიის ცათი ყველა ლაპარაკის მსურველისთვის სხვადასხვა თემაზე - ფეხბურთი, ქალები, მანქანები, სხვადასხვა პოლიტიკური თემები, როგორიცაა პუტინხუილო და კიდევ ბევრი სხვა. მოთამაშეების რიცხვის გაზრდით იზრდება კითხვები თამაშის მექანიკაზეც. ჩვენი გამოცდილი მოთამაშეები სიხარულით ეხმარებიან ყველას, აძლევენ რჩევებს და უხსნიან თამაშის სპეციფიკას. ამიტომ ჩვენს პოტენციურ პარტიელებს ვურჩევ გამოიყენონ სკაიპი, მოგვწერონ თავიანთი სკაიპის სახელი და შემოგვიერთდნენ მეგობრულ გუნდს.

იმისთვის, რომ მოხვდეთ პარტიის ცატში, დაამატეთ ამათგან რომელიმე.
Vice President — Rosmedian — Skype: shaaadyyy
Spokesman — Giorgi Dangadze — Skype: guniesi3

პურის და იარაღის დარიგება ახალგაზრდებისთის
დღევანდელი დღიდან ჩვენ ვაწარმოებთ პურის და იარაღის დარიგებას ახლებისთვის. ჩვენი პარტიელებისთის იქნება დიდი ლუკმა. ამისთვის საჭიროა უბრალოდ დატოვოთ კომენტარი და მიიღებთ ბულკებს და ტანკებს.

საპარტიო აქტივობა და საპარტიო სამსახურები
მათთვის, ვისაც არ უნდა პასიურობა და უნდა მუშაობდეს პარტიის განვითარებაზე და ამისთვის მიიღოს ჯილდოები, არსებობს საპარტიო სამსახურები, რომლებშიც შეიძლება თავის წარმოჩენა. აქტიური პარტიელები შედიან "პარტიის აქტივის" შემადგენლობაში, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ პრეტენზია გქონდეთ კონგრესში ადგილზე, მიიღოთ მონაწილეობა პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, სადაც პარტიის მთელი ელიტაა.

ამ მომენტში ჩვენი პარტია იყოფა 3 ნაწილად:
1. პოლიტიკური საბჭო, სადაც ბინადრობს პარტიის ელიტა და განიხილება პარტიის საიდუმლო გეგმები. იქ არიან პარტიის აქტიური წევრები, რომლებმაც განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანეს.
2. სპამისა და აგიტაციის დეპარტამენტი, სადაც უკვე მუშაობენ ახალი წევრები. რამდენი მათგანი უკვე შესაძლო კანდიდატია პარტიის პოლიტ-საბჭოში მოხვედრის.
3. პარტიის ჩატი, სადაც ბინადრობენ პარტიის ყველა აქტიური წევრები.

კარიერული პოსტი
პარტიის აქტიურ და შრომისმოყვარე წევრებს შესაძებლობას ვაძლევთ თავი წარმოაჩინონ ყველაზე მაღალ დონეებში, როგორც კანონშემოქმედ, ასევე აღმსრულებელ ნაწილებში. სულ რაღაც რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კონგრესმენი, იმუშავოთ სახელმწიფოს მთავრობაში და ასევე გახდეთ ესაქართველოს პრეზიდენტი. სურვილი და შრომა ყოველთვის დაჯილდოვებული იქნება.

ურთიერთდახმარება
ჩვენი პარტიელები ლოიალურად უყურებენ ნებისმიერ დონაციას ჩვენს პარტიის ფონდში. ყველას ესმის, რომ მხოლოდ საერთო შრომით შევძლებთ საჭირო რეზულტატის მიღებას. ამიტომ, თვეში ერთხელ, ჩვენ ვაგროვებთ შემოწირულობებს ყველასგან, ვისაც ეს სურს, რათა დავაფინანსოთ პარტია, მისი პროგრამები და ინიციატივები. ძლიერებს შეუძლიათ და ეხმარებიან სუსტებს. ამაშია გაერთიანების ძალა

შეხედულებები, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით
ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რომელი იდეოლოგიის მატარებელია ჩვენი პარტია. კი, ამ თამაშში მცირე როლს თამაშობს ეს, რაც არ უნდა ჩაწერონ ხალხმა თავიანთი პარტიის პროფილში, თამაშის მექანიკის მიხედვით, შეუძლებელია რეალიზებ გაუკეთო ნებისმიერ იდეოლოგიას. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ზრდასრულად იქცევა ქართული საზოგადოება, რომელიც, როგორც გვანახა ზოგიერთმა ადამიანმა, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. United Georgian Party იყო პირველი და ერთადერთი ქართული პარტია, რომელშიც შედიოდა ყველა ქართველი და ზოგიერთი უცხოელი, რომელიც ჩვენი ერთგული იყო. და იქმნებოდა იგი, რომ წინააღმდეგობა გაგვეწია უცხოელების მიმართ, რომლებსაც უნდოდათ ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება ჩვენი ახალგაზრდა და იმ დროს სუსტი ქვეყნისა. მას შემდეგ შეიცვალა მხოლოდ პარტიის სიმბოლიკა, უფრო სწორად ის არც გვქონდა, ის იქმნებოდა და იცვლებოდა რამდენჯერმე და ჩვენ უბრალოდ შევჩერდით იმ ვარიანტზე, რომელსაც ახლა თქვენ ხედავთ. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი პარტია ბევრმა ადამიანმა დატოვა, რომლებიც ახლა თავიანთ პარტიებს უდგანან სათავეში. ჩვენი გვიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკა ევოლუციას განიცდის და ჩვენს თვალწინ იზრდება. ჩვენს პარტიაშ ბევრი ადამიანია, სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობით, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვეწყობით, ვატარებთ დროს ერთი ჭერის ქვეშ და მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი კოზირია. მოცემულ მომენტში, მე შემიძლია გითხრათ, რომ მხარს ვუჭერთ ქართულ ეროვნულ იდეას, რომელიც ნიშნავს იმას, რომ გვინდა შევინარჩუნოთ ტრადიციური ღირებულებები ქართული საზოგადოების, მისი სიმბოლიკები, ისტორია და კულტურა.. ჩვენი კარები ღიაა ყველა ადეკვატური პიროვნების მიმართ. ჩვენი წინააღმდეგი ვართ ეკონომიკაში პოპულიზმის, ყველაფერი უნდა მიდიოდეს თანდათანობით და საღი აზრით. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მაგრამ თუ ხალხის განვითარებისთვის საჭირო იქნება მოცდა და ძალების მოკრება ან მხვერპლის გაღება, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები ამის მისაღწევად. ჩვენ იმას ვუჭერთ მხარს, რომ ახლები შევინარჩუნოთ ამ თამაშში და ვაჩუქოთ მათ მხიარულება. ჩვენ მოხარული ვიქნებით თუ მოხდება ბეიბი-ბუმის სტიმულაცია და ყველანაირად დავეხმარებით ამას.

ხოდა, თუ თქვენ ხართ აქტიური, მიზანმიმართული პატრიოტი თქვენი ქვეყნისა, გინდათ მიიღოთ ამ თამაშისგან მეტი ვიდრე უბრალოდ შესვლა, ვარჯიში, დარტყმა და თამაშის დატოვება - გიწვევთ ჩვენს მეგობრულ საზოგადოებაში. ერთად ჩვენ შევძლებთ განვავითაროთ ქვეყანა. მგონი, გიპასუხე შენს კითხვაზე, თუ რატომ უნდა იყოთ ჩვენთან ერთად! მოუთმენლად გელით!

პარტიაში შემოსასვლელად, დააჭირეთ ქვედა ნახატს.