ლეგენდა სახელად N7!

Day 2,526, 06:01 Published in Georgia Georgia by J.Volandi

off post:ნ7-ის წევრებს დაურიგდებათ ქ7-ები.
კომენტარებში დაწერეთ ნ7..


=======================


შესავალი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
იყო ერთი უფულო და წვერებიანი ბომჟი პლატო, რომელიც ღამღამობით კატებთან ერთად კარბიდის არაყს სვამდა და მთვარეს შეკნაოდა.
ერთხელაც პლატოს კატებმა უთხრეს, შე ჩემის გადაღრეცილო, ამოვიდა ყელში ეს კარბიდის არაყი, ადექი, მიდექი, მოდექი და საქმე გააკეთეო.
პლატომაც არ დააყოვნა, ზლაზვნით წამოიწია, ზურგზე ხურჯინი მოიგდო და გაუდგა გზასა.
ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ირეფაბლიქი დაარსა თუ მისი ადმინი გახდა. 5 წლის შემდეგ ირეფაბლიქს პატარა საქართველო დაემატა. პატარა საქართველოს კი N7.
http://www.erepublik.com/en/main/group-show/4265?page=1

ნაწყვეტები სტატიის ავტორის ტვინის თაროებიდან

ამ თაროებზე ისეთი ინფორმაციაა შენახული, რომ სულის შებერვაც კი არ არის საწირო მტვერის გადასაწმენდად, ყველაფერი გუშინდელი დღესავით მახსოვს :კურცხალი:
მაშინ ყველანი ყმაწვილ კაცები ვიყავით და არსებობდა 2-3 ირეფაბლიქელი, რომელიც ჩვენთან შედარებით დიიიიდ დევებად მიგვაჩდნენ. ერთ-ერთი დევი თუნგოზავრი იყო. მან გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა მილიტარი იუნიტი, რომელშიც იქნებოდა 20 კაცამდე, რომლებსაც თავად დააფინანსებდა და რომლებიც გაიწვრთნებოდნენ.
მახსოვს სიაც შედგა, მაგრამ ნ7 არ გაკეთდა.
შემდეგ ფასკუნჯი ყიდულობს რომელიღაც უცხოელისგან მუ-ს.
შემდეგ ისევ განახლდა ეს იდეა, ფასკუნჯი მუ-ს თუნგს აბარებს და 20-მდე კაცი თავს ვიყრით მილიტარი იუნიტში.
თუნგი ყოველ დღე რესურსებს გვირიგებს, ჩვენც ვცდილობთ ვიბრძოლოთ.
მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ფარი გვქონდა, იმდენი რამ გადავიტანეთ, იმდენი მტერი გვიბრაგუნებდა, რომ თუნგოზავრი სწრაფად გაღატაკდა და საბოლოოდ მიგვყარა ობლები. მილიტარი იუნიტში ვიყავით, მაგრამ საკვებს და იარაღს ჩვენით ვშოულობდით.
ჰო, ამ პერიოდში მე ტრანსფორმაცია განვიცადე და უცებ ,,გავიზარდე", ძალა მომემატა რა 😁)
კარგი დრო იყო. მესამეში მე და თუნგოზავრი შიშის ზარს ვცემდით მტერს, ხანდახან ზოგიერთი პრეზიდენტად ვერ ქცეული ,,გამოცდილი პოლიტიკოსიც" გვეხმარებოდა. :დ
არ მიყვარს როდესაც ამ მილიტარი იუნიტს ელიტარულს ეძახიან, თუმცა არც ის მიყვარს, როცა ვერ ხედავენ რომ საქართველოში საუკეთესო იუნიტია. (ამვლადები და პოხუისტები არ ითვლება, მე საქმეზე ვსაუბრობ და არა ზიმბამბვესთვის გასროლილ 9 მილიარდ დემიჯზე)
ასე მოვედით დღემდე, ჩვენ არ ვეკუთვნით არც ერთ პარტიას, არც ერთ პიროვნებას, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს.
პ.ს. მალე ნ7-ში ახალი ნაკადის მიღება დაიწყება და ველით მსურველებს.

Tungozavri

საქართველო სულ რამდენიმე დღის შექმნილი იყო. ისეთი ახალბედები ვიყავით, იუნიტების და პარტიების შესაქმნელი ფულიც არ გვქონდა. მე და ჯიმი ვიყავით ვისაც ორი-სამი თუმანი ეგდო ჯიბეში. რისთვის გვემყოფინებინა ეს თუმნები არ ვიცოდით. ამიტომ უცხოელი პტო მოსურნეების პარტიებს და მუ-ებს შევესიეთ. პარტიები ხმებით ავიღეთ. შეხედეს უცხოელებმა და მიხვდნენ, რომ ვერ მოიკიდებდნენ ფეხს აქ, მიატოვეს პარტიებიც და იუნიტებიც. ერთ-ერთი ასეთი იუნიტი ფასკუნჯიმ ჩაიგდო ხელთ.
ამ დროს იდეა გვქონდა ჩემი ქარხნის ბაზაზე მცირედი იუნიტი ჩამოგვეყალიბებინა. ფასკუნჯიმ იუნიტი გადმომცა, ხალხის შერჩევა დავიწყეთ და მეორე დღეს გახსნა დავაანონსეთ, თუმცა სახელი ვერ მოვიფიქრეთ. ამ დროს მას ეფექტის საუნდტრეკს ვუსმენდი. შევხედე ვიდეოს ფონზე შეფარდის ფორმაზე ნ7-ის ლოგოს და გადავწყვიტე ამ სახელის დარქმევა.
ეს იუნიტიც, ისევე როგორც ME3-შია უმაღლესი დონის უნდა ყოფილიყო საქართველოს დანაყოფებს შორის. ასეც იყო და ასეც არის. ნ7 ყოველთვის მოწინავე პოზიციას იკავებს ქართულ დანაყოფებს შორის. უამრავი ჯილდო გვაქვს მიღებული ტურნირებში. ომებში კი ხშირად მინახავს მოწინავე ხუთეულებში 2-3 ენშვიდელის ლოგო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, დანარჩენი ქართული იუნიტებიც საკმაოდ მოძლიერდნენ და ეს კარგია, მაგრამ ესაქართველოს დასაცავად გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლებში ნ7 პირველობას არავის დაუთმობს და რაც უფრო გაგვიჭირდება ამ პირველობის მოპოვება, მით უფრო მოხარულები ვიქნებით.

Besman

http://www.erepublik.com/en/article/-1-2403836/1/20 აქ ვიწყებდით
http://www.erepublik.com/en/article/n7-2404092/1/20 აქ დავიწყეთ
http://www.erepublik.com/en/article/-1-2405118/1/20 აქ დავიშალეთ
http://www.erepublik.com/en/article/-1-2409285/1/20 აქ შევიმოსეთ
მადლობა თუნგოზავრს
საძირკველი ერთად ჩაგვისხამს როგორც მოგეხსენება, შემდგომ იყო მცდელობები ჩვენი დაშლის და გადანაწილების, მერე პრივატიზების და სახელმწიფოს იარაღად ქცევის, შეერთების და შემოერთების... ავად თუ კარგად მოგვიღწევია აქამდე და ჩემი აზრით მთელს ჩვენს ექვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული, სტაბილური და ნაყოფიერი ერთეული ვართ.


CharlieArg

მაშინ როცა ყველა ახლები ვიყავით და საქართველო ახალი დამატებული იყო ერთ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ თუნგოზავრმა წამოაყენა იდეა შექმნილიყო პატარა 20 კაციანი სპეც დანაყოფი. ის მოამარაგებდა იარაღით და საჭმელით ქვედანაყოფის წევრებს, ოღონდ ერთად ბრძოლა უნდა გვესწავლა დავმორჩილებოდით ბრძანებებს და გვებრძოლა საქართველოსთვის. მე ერთი უცხოელისგან ვიყიდე MU და მივეცი ტუნგოზავრს ეს დანაყოფი თავიდან დაიწყო დარიგება საჭმლის და იარაღის მარა ეს მალე გაჩერდა, და ასე ვთქვათ კერძო MU-დ იქცა სადაც მხოლოდ მოწვევითაა შესაძლებელი მოხვედრა და სადაც ასე თუ ისე ძლიერ მოთამაშეებს ვიღებთ. დღეს 30 კაცი ვართ მაგრამ უნდა დავძინო რომ ცოტა პასიური MU-ა ასე ვთქვათ როგორც ერთი სხეული ისე არ ვიბრძვით როგორც მაგალითად გამა. ანუ ხალხი ერტთად ვართ მარა თითქოს არ ვართ ერთად. არანაირი ღონისძიებები არ ტარდება MU-ს მხრიდან. ან რამე წამახალისებელი კომპეტიციები ან რამე. ჩემი სურვილი იქნებოდა იყოს უფრო აქტიური MU და ცოცხალი. ბევრი ინიციატივით.

GeorgianSolder
მოკლედ გეტყვი. როცა დაემატა საქართველო ჩვენ ძმა და მეგობარ თუნგოზავრს გაუჩნდა იდეა რომ შეექმნა N7 ეს იქნებოდა ყველაზე ძლიერი იუნიტი საქართველოში რომელიც უკლებლივ ყველა ომში მიიღებდა მონაწილეობას ანუ საქართველოს მუდვივი ჯარი იქნეოდა ასე ვთქვათ სადაც თავიდან ყველაფერს დააფინანსებდა თუნგო თავისი ხარჯებით, თუმცა მერე არ ვიცი რაღაცაზე გაბრაზდა და თქვა აღარ ვაკეთებო მაგრამ მე იმდენად მომხიბლა მისმა იდეამ რომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით (გაცხარებული მიმოწერა გვქონდა პმ-ში) დავითანხმე და მაინც შექმნა ნ7 ანუ სადაც თავიდან სულ რაღაც 10 კაცამდე არც კი ვიყავით (ანუ შექმნაში რაღაცა წვლილი მეც მიმიძღვნის) ამის მერე უკვე შენც იცი რა და როგორ ხდებოდა თავიდან იარაღს და საკვებს თუნგო გვაძლევდა სანამ წიწილებივი ვიყავით მერე ვარიებად რო გადავიქეცით უკვე შენც შემოგვიერთდი.

belimbor

ჰოდა, მოგიყვე ახლა მე და ჩემი ძმაკაცი მიშკა(http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8451985) ახალდაბადებული ექართველები ვართ, კადეტების აკადემიიდან მაშინ 1000-ზე მეტი ძალის ხალხს უშვებდნენ და ამ დროს შეიქმნა N7, შეხედავ, სულ ნარჩევი ხალხია, მოგვინდა შესვლა, მაგრამ 3 000 ძალაო. ჰოდა ერთ დღესაც მწერს მიშკა, მივწერე და მიმიღესო. გადავირიე კაცო, როგორ მიიღეს-მეთქი. მივწერე მეც, 3 000 ძალა გჭირდებაო თუნგომ. გამიტყდა, მიშკა მიიღეს და მე პირობის შესრულებას მთხოვენ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხანში გამომიგზავნეს მოწვევა და ასე აღმოვჩნდი საქართველოს ყველაზე ძლიერ დანაყოფში. კარგი ხალხი არის გაწევრებული აქ და მსიამოვნებს მათთან საუბარი ჩვენი პატარა ქვეყნის მომავალზე

mihska

ჯერ კიდე კადეტებში ვიყავი ნ7-ზე რო გავიგე და მაშინ ვფიქრობდი, ნეტა მანდ როდის მოვხვდები მეთქი. მერე ვოლფი ამერიკაში წავიდა და კადეტებს დედა აღარ ყავდა. არავინ არ გვაქცევდა ყურადღებას, არც საკვები და არც იარაღი არ მქონდა,სრული განუკითხაობა იყო. ხოდა, ერთ დღეს თოკოს (ბელიმბორს) ველაპარაკებოდი, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა,ისიც ჩემს დღეში იყო. ვუთხარი, ნ7-ში გადავიდეთ მეთქი და მახსოვს დამცინა, მანდ ვინ მიგასუნინებსო. ძლიერები არიან და ჩვენისთანა ხალხი არ აყავთ მუ-შიო. მე ვუთხარი ვცდი,რას ვკარგავ მეთქი. თვალი მქონდა მოკრული რო აიკევიჩი იყო ნ7-დან და მაგას მივწერე,მანდ მინდა გადმოსვლა და რა უნდა გავაკეთო მეთქი. აიკევიჩმა თუნგოსთან გადამამისამართა,მაგისია მუ და მაგას დაელაპარაკეო. თუნგოსაც იგივე მივწერე, კადეტებში განუკითხაობაა და მანდ მინდა გადმოსვლა მეთქი. მახსოვს საღამო იყო ეს რო მივწერე. დილით რომ შემოვედი ალერტში ერთიანი ციმციმებდა,ვნახე და თუნგოს დამატებული ვყავდი მუ-ში. გაგეცინება და იმ მომენტში ძაან ბედნიერი ვიყავი თოკოს შევახარბე კიდეც, მომილოცე მეთქი. მახსოვს პირველი დახმარება შენგან მივიღე, იარაღი მაჩუქე პირველი ტურნირიც ნ7-ის შემადგენლობაში მოვიგე. აქ გავიცანი ჩვენი ბიჭები, ზოგი მართალია ხმას არ იღებს,მარა მაინც კაი ხალხია.

Barkly

ბევრს ვერაფერს დავწერ გარდა იმისა რომ ამ თამაშის შესახებ გავიგე ფორუმიდან ონლაინ გეიმებში იყო 1 ადგილას პოსტების აქტიურობით, მერე დავრეგისტრირდი შეცდომით ამერიკის მოქალაქედ. იქედან საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დამეხმარა კადეტების ლიდერი გეორგოიან ვულფი რომელსაც ამისთვის მადლობა ვუხდი. ნუ ქრონოლოგიურად - ობიექტური მიზეზების გამო გავწევრიანდი კადეტებში მერე გადავედი სხვა მუში ჯიმი ლევისთან იქ შევყოვნდი 1 თვე მერე კი ჩემპიონატი რომ დაიწყო დემაგების მიხედვით დავასკვენი რომ N7 არის ესაქართველოში ყველაზე ძლიერი მუ და შესაბამისად გადავწყვიტე ამ მუს ლიდერისთვის მიმიწერა ჩემი სურვილი იმან დააკმაყოფილა და მეც აქ მოვხვდი.
იასნია ცოტა წავიდონატორე და ამ ეტაპზე 4 ივე თრენინგ გრაუნდი 4 დონეზე ავიყვანე ვიყიდე 90 % იანი ფასდაკლება და ასეთ ტემპში მინდა გავაგრძელო თამაში.
ჩემზე კი შემიძლია გითხრა რომ ვარ: male38, millitary officer in real life and with real combat experiance

UserNameUnderConstruction


მოგესალმებით "N7" უნიტის და ზოგადად Eსაქართველოს ყველა პატრიოტს , აღნიშნულ სამხედრო გაერთიანების წევრი ვარ უკვე 1 თვეა , ამ თამაშს ვთამაშობ ესაქართველოს შექმნის დღიდან და ერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ "N7" უნიტი იყო/არის ერთადერთი "ელიტური" სამხედრო გაერთიანება სადაც მოხვედრა პატივია ამ თამაშის ნებისმიერი ემოქალაქისთვის, მე გამიმართლა და მოვხვდი ამ გაერთიანებაში და ჩემი მოლოდინიც გამართლდა , საქმე გვაქვს საკმაოდ სერიოზულ და დახვეწილ უნიტთან (საქართველოს პირობებში). თან უმეტესობა ჩემზე ძლიერი მოთამაშეა და გამოცდილიც , ბევრი რამის სწავლა შეიძლება და თავისუფალი დროის უკეთ გამოყენება. დიდი მადლობა o7

WestGeorgia

N7 ყოველთვის გამორჩეული იყო სხვა დანაყოფებისგან სიძლიერით და აქტიურობით. მაშინაც კი, როცა სულ რამდენიმე კაცისგან შედგებოდა.
სხვა მილიტარი უნიტის წევრიც ვყოფილვარ, მაგრამ არ მომწონდა, ან პოლიტიკური გავლენის, ან უმოქმედობის და არაორგანიზებულობის გამო.
N7–ის წევრობა და შესაბამისი ნიშნის ტარება ავატარზე საამაყოც არის და საპასუხისმგებლოც:
1. ხარ ესაქართველოს ყველაზე ძლიერი სამხედრო დანაყოფის მებრძოლი;
2. სწორედ ამის გამო მოგეთხოვება უფრო მეტი მონდომება და ეპატრიოტიზმი )


პ.ს. მინდოდა აქ სხვა წევრების აზრებიც ყოფილიყო, მაგრამ დამიკიდეს და არ მიპასუხეს 😁))

ეპილოგი

ერთ დროს ბომჟი პლატო გამდიდრდა და ახლა ყოველთვის თაფლის არაყს სვამდა, მაგრამ კატებს არასდროს ზედაც კი არ უყურებდა.