[MOJ] ესაქართველოს იუსტიციის სამინისტრო

Day 2,761, 07:13 Published in Georgia Georgia by chorgo

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო.

მე გახლავართ პირველი იუსტიციის მინისტრი ესაქართველოში. მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ჩემი იდეა იყო ამ სამინისტროს შექმნა, თუმცა მეც ერთ-ერთი მომხრე ვიყავი ამ სამინისტროს შექმნისა.
როგორც უკვე ბატონმა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, ამ სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება კონგრესის მიერ შემუშავებული კანონების სრულყოფა და მომზადება კენჭისყრაზე გასატანად.

ახლა კი მინდა გაგაცნოთ ჩემი სამომავლო გეგმები:
პირველ რიგში, რა თქმა უნდა შევეცდები თუ კი რამე რეალური კანონი გამოჩნდება კონგრესში, ხელი შევუწყო მის დახვეწას და გაშალაშინებას. თუმცა დიქტატურის გამო ფაქტიურად კონგრესს დაკარგული აქვს თავისი ფუნქცია და დღესდღეისობით კონგრესმენები არც იწუხებენ თავს რაიმეს კეთებით.

მინდა დავიწყო ასევე კონსტიტუციის შექმნაზე ზრუნვა. ალბათ დადგა ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციის შექმნის დროც და მოხარული ვიქნები თუ მის შექმნაში მივიღებ მონაწილეობას. უკვე საკმაო ხანია ვართ ემსოფლიოში და ალბათ რაღაცის შექმნის დროც არის. ჩემი აზრით, ამ ინიციატივით დაინტერესდებიან კონგრესმენები და თვითონ კონგრესსაც დაუბრუნდება ფუნქცია.

დღეს ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს რაიმე კონკრეტული კანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციის დაცვას. ჩემთვის, როგორც რიგითი ემოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ემოქალაქე იყოს თანაბარ მგდგომარეობაში. მინდა შევქმნათ კანონმდებლობა და ვაპირებ კონგრესთან თანამშრომლობით გავაკეთო ეს. კონგრესის ფუნქციაც სწორედ ეს არის, განიხილოს და მიიღოს კანონმდებლობა. რაც შეეხება კონსტიტუციის და კანონმდებლობის დამტკიცებას, თუ დავუსაბუთებთ დიქტატორს ამა თუ იმ კანონის სისწორეს, არამგონია წინააღმდეგი იყოს.

ჩემი აზრით, იუსტიციის სამინისტროს ასევე უნდა ჰქონდეს მოსახლეობის აღწერის ფუნქცია. მოსახლეობის აღწერის ის კულტურა, რაც ჩვენთან ჩამოყალიბდა (რაღაც ფაილებს რომ ვავსებთ), ჩემი აზრით არაეფექტურია და რეალურ სურათს ალბათ ვერ იძლევა. ჩემი აზრით, აღწერა უნდა ხორციელდებოდეს ყოველკვირეულად, რაც უფრო მოგვცემს ჩვენი რეალური ძალის დანახვის საშუალებას. შეიქმნას ბაზა, ეს შეიძლება იყოს ექსელის ფაილი და განახლება როგორც ავღნიშნე მოხდება ყოველკვირეულად. ამ ეტაპზე, მე თვითონ ვაპირებ ყოველ კვირას გადავამოწმო სამხედრო დანაყოფებში არსებული მოსახლეობა და ჩემი ძალებით ავღწერო ვინ არის აქტიური, ვის რამდენი ძალა აქვს და რამდენით მოიმატა კვირის განმავლობაში. თუმცაღა, მინდა ავღნიშნო, რომ ამ აღწერას ბატალიონის კაპიტნები უნდა ანხორციელებდნენ თავიანთ დანაყოფებში და კარგი იქნება შემდეგში, თუ კაპიტნები გააკეთებენ აღწერას და ინფორმაცია მოიყრის თავს იუსტიციის მინისტრთან. ამ ეტაპზე, კაპიტნებს არ დავავალებ ამ საქმეს, თუმცა თუ დამეხმარებით და გამოჩნდებიან მსურველები აწარმოონ ეს აღწერა, მადლობელი ვიქნები.

მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია ასევე, რომ იუსტიციის მინისტრის ფუნქცია უნდა იყოს მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილება. შემოსულ განცხადებებს მოქალაქეობაზე გავივლი პირადად და განხილვის შემდეგ წარვუდგენ პრეზიდენტს დასამტკიცებლად.


მოკლედ ამ ეტაპზე ეს არის და თუ რაიმე კითხვები გექნებათ, ან შემოთავაზებები იუსტიციის მინისტრის ფუნქციებზე, ღია ვართ მივიღოთ და განვიხილოთ.