[MOE] თამაშის სასწავლებელი ახლებისათვის

Day 3,004, 06:43 Published in Georgia Georgia by Vendetta X


მინდა ჩემი პირველი პროექტი გაგაცნოთ, რომელსაც წინა სტატიაში შევეხე...
ახლა კი მინდა უფრო ვრცლად მიმოვიხილო ეს თემა...


როდესაც თამაში დავიწყე მე მყავდა მეგობარი რომელმაც ამიხსნა თამაშის დეტალების შესახებ ბევრ რამეში დამეხმარა თორემ შეიძლებ არ დავრჩენილიყავი...
მოგეხსენებათ ჩვენმა პრეზიდენტმა მოაწყო ბბ რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას
ქვეყანაში ახლების რიცხვმა იმატა რამაც განაპირობა ის, რომ საქართველო ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ემსოფლიოში Top 5 ქვეყანას შორის 5 ადგილს იკავებს


ქვეყანაში უკვე არის ხალხის დიდი რაოდენობა მათ უმრავლესობას შეადგენენ ახლები რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი დახმარება...

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა თამაშის სასწავლებელი ანუ სკოლა...

სკოლა იქნება იგივე სკაიპ ჩათი სადაც იქნებიან რამოდენიმე გამოცდილი მოთამაშე
და ახლები ვინც სურვილს გამოთქვამს და შემოვა ჩვენთან...
სკოლის წესები რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თითოეული მოსწავლე

1)სკოლის მოსწავლის ძალა არ უნდა აღემატებოდეს 1500 (ვგულისხმობ მოსწავლეებს)
2)ყველა მოთამაშე ვინც სურვილს გამოთქვამს იქნება სკაიპში როცა მასწავლებელი ჩაატარებს გაკვეთილს...
3)მოსწავლეს შეუძლია გააცდინოს გაკვეთილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ამის შესახებ გააგებინებს მასწავლებელს :დდ
რას შევასწავლით სკოლაში?

სკოლაში თქვენ შეისწავლით თამაშის მექანიზმს
სკოლაში თქვენ გაერკვევით გეოპოლიტიკურ სიტუაციაში
სკოლაში მიიღებთ საკვებს და იარაღს
სკოლაში მოგცემთ რჩევებს როგორ იყიდოთ აცც ან როგორ განავითაროთ თქვენი აქაუნთი


იქნება წამახალისებელი გათამაშებები რაც სტიმულს მისცემს მოსწავლეებს...
ყოველი კვირის ბოლოს მოსწავლეებს დაურიგდებათ საკვები და იარაღი...
წარმატებულ მოსწავლეებს ყოველ კვირა გადავცემთ ფულად საჩუქრებს...

ასევე გამოცდილი მოთამაშეები ვისაც სურვილი ექნება აუხსნიან ახლებს თამაშის შესახებ ანუ ლექციის სახით ისინი დაელაპარაკებიან თამაშის შესახებ და უპასუხებენ მოსწავლეების კითხვებს
მინდა გამოცდილ მოთამაშეებს გთხოვოთ დახმარება...
მჭირდება ადამიანები ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ გვერდში დამიდგეს ანუ მჭირდება მასწავლებლები ვინც დამეხმარება ავუხსნათ ჩათში ახლებს თამაშის შესახებ მხოლოდ მე ამას ვერ შევძლებ...
როგორ მოვხვდეთ სკოლაში?

სკოლაში მოსახვედრად საჭიროა დამიმატოთ სკაიპში: dato_nizharadze და მომწერეთ რომ გსურთ სკოლაში სწავლა ან დაწერეთ თქვენი სკაიპ მისამართი კომენტარებში....

ჯერ კიდევ ბევრი რამეა დასახვეწი... მინდა რომ გამოცდილმა მოთამაშეებმა მომცენ შენიშვნები და რჩევები თუ რამე გამომრჩა ავცილებლად გავითვალისწინებ...
VOTE & Subscribe არ დაგავიწყდეთ .... მადლობა თუ ვინმემ წაიკითხეთ