[MOE] ''სწავლება და კონკურსი''

Day 2,744, 13:12 Published in Georgia Georgia by Mr. Nickname

პირველ რიგში მოგესალმებით ყველას 🙂 ეს არის ჩემი პირველი სტატია განათლების მინისტრის მოადგილის ამპლუაში. 🙂 ხოდა მაქსიმალურად ვეცდები მაღალ დონეზე შევასრულო დაკისრებული მოვალეობა.
მადლობა მინდა გადავუხადო პატონ პრეზიდენტს Luka Koberidze-ს დაპირებული და წარმატებული BB-სთვის. მე პირადად ძალიან მიხარია ამდენ ახალბედას,რომ ვხედავ. 🙂
ახალბედებს ალბათ ბევრმა გირჩიათ აგეღოთ FF(Freedom Fighter)-ის მედალი და დაახლოებით გასწავლათ კიდეც თუ როგორ. მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ვერცერთი ახალბედას აღებული მედალი ვერ ვნახე. ამიტომ ახლა შევეცდები დაწვრილებით აგიხსნათ,რათა იშოვოთ ფული და თქვენი სამყოფი საკვები და იარაღი გქონდეთ.

ამ მედლისთვის უნდა იბრძოლოთ '' Resistance War''-ებში.
ანუ იმ ბრძოლაში რომლიდანაც ერთ-ერთ ქვეყანას ექნება დროშაზე შემდეგი ლოგო:
ოღონდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ,რომ ის ქვეყანა რომელსაც ეს ლოგო ექნება ქულებით უნდა იგებდეს.
აი ამ ქუელებზეა საუბარი.
მაგალითად ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ბრძოლაში მედალს ვერ აიღებთ,რადგან თურქეთს უფრო მეტი ქულა აქვს.
იდეალური ვარიანტია მაგალითად:

ესტონეთის მხარეს ბრძოლა.

პირველად მედლის ასაღებად 3-ჯერ უნდა იბრძოლოდ ანუ 3 ქვეყანაში უნდა მოკლათ 25 კაცი. მეორეზე 50. მესამეზე 75 და შემდეგ ისევ 25 ოღონდ ერთი ქვეყნით მეტში და ა.შ.
ვფიქრობ გასაგებად ავხსენი,მაგრამ თუ კიდევ გაიჩნდათ შეკითხვა მზად ვარ გიპასუხოთ.
კონკურსი
რაც შეეხება კონკურსს. როგორც ხედავთ გასწავლეთ ''FF''-ს აღება ამიტომ მოდი ეხლა შევეჯიბროთ. 😉

კვირის ბოლოს ახალბედებიდან(150 ძალის ქვემოთ) ვისაც ყველაზე მეტი მედალი ექნება პირადად დავაჯილდოვებ. 😉
ჯილდო:
500-ლარი (თამაშის ფული რა თქმა უნდა :დ)
500-ქ3 საკვები
10-ქ5 ბილეთი.
ასევე 500-Q6 იარაღს გადასცემს გამარჯვებულს ბატონი Thomas Crown Jr
1000 ლარს გადასცემს განათლების მინისტრი Bingo o

ვფიქრობ სოლიდური პრიზებია. ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ. აბა თქვენ იცით 😉
პატივისცემით Mr.Nickname