[MOD] გრძელვადიანი სტრატეგია

Day 2,435, 15:03 Published in Georgia Georgia by paskunji







მოგესალმებით!
არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს აქამდე რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა. მე მსურს ეხლა მოგახსენოთ იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს ახლო მომავალში.
მოგეხსენებათ 2,491 დღეს თბილისს მოეხსნება თავდაცვა და შეიძლება ჩვენს ქვეყანას რუკიდან გაქრობის საფრთხე დაემუქროს.
დამეთანხმებით ძაან ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენი ქვეყნის შექმნიდან დღემდე, მაგრამ ვიბრძოდით უმეტეს შემთხვევაში ქაოსურად და ძალიან დიდი დანახარჯებით.
დრო დადგა შევიმუშავოთ გრძელვადიანი სტრატეგია რომელიც საფუძველს ჩაუყრის ჩვენი ქვეყნის დაცვის გრძელვადიან და ეფექტურ თავდაცვას.




როგორც იცით უმეტესი ჩვენი თანამოქალაქე მათ შორის მეც მივეკუთვნებით ჯერჯერობით პირველ დივიზიას, მაგრამ ახლოს ვართ მეორე დივიზიაში გადასასვლელად.
მე მინდა რომ დავხვეწოთ პირველ დივიზიონში ბრძოლა და ეფექტურად მივმართოთ ჩვენი მებრძოლთა რესურსები ბრძოლებში. მე მინდა აქ კომენტარებში დაწეროთ ან პირადში მომწეროთ მათ ვისაც შეგიძლიათ მინიმუმ 1 მილიონი დარტყმა მიაყენოთ პირველ დივიზიაში Q7-ებით (და ცოტა ბაზუკების და ბომბების დახმარებითაც რათქმაუნდა). მიზანია რომ შევქმნათ დაჯგუფებები 5 კაციანი ან 10 კაციანი, რომლებიც სტაბილურად დადებენ 1 მილიონს ბრძოლებში. ეს ნიშნავს რომ 10 კაცი უკვე 10 მილიონს დარტყმას მიაყენებს მოწინააღმდეგეს თავიდან, ხოლო შემდეგ ბრძოლის წარმართვის მიხედვით ეს 10 კაცი დაარეგულირებს დარტყმებს ანუ თუ მოწინააღმდეგემ გადმოსწია წითელი ხაზი, ესენი დადებენ 1 მილიონზე მეტს სანამ არ გადაიწევა ლურჯი ხაზი. ასე ცოტა დანახარჯით მივიღებთ მეტ შედეგს, ანუ იმის თქმა მინდა რომ მირჩევნია თქვენ მიიღოთ მონაწილეობა 5 ბრძოლაში და თითოში დადოთ 1 მილიონი დარტყმა ვიდრე მიიღოთ მონაწილეობა ერთ ბრძოლაში, დადოთ 5 მილიონი დარტყმა და მერე მთელი დღე აღარაფრის თავი გქონდეთ! მეორე ტიპის დაჯგუფება მინდა იყოს დაკომპლექტებული ხალხით რომლებსაც შეუძლიათ მინიმუმ ნახევარი მილიონის დარტყმა დადონ. ეს ხალხი შეეშველება იმ დაჯგუფებებს რომლებსაც 1 მილიონზე მეტის დადება შეუძლიათ. გთხოვთ ამ ხალხმაც მომწერეთ აქ ან პირადში.
მიზანი ამის არის რომ შევქმნათ ბაზა მებრძოლთა რომელთაც შეუძლიათ კოორდინირებულად ბრძოლა, ხოლო ეს დაჯგუფება პროგრესიულად გადავა მეორე დივიზიონში და იქ გააგრძელებს იგივე ორგანიზებით ბრძოლას, ხოლო პირველში ახალ დანაყოფებს შევქმნით და ასე შემდეგ, ნელნელა ავიწევთ ზევით. ამიტომ არის ეს გრძელვადიანი გეგმა.





რაც შეეხება დანარჩენ დივიზიებს, აქ არ არსებობს ჯადოსნური გამოსავალი, არ ვართ ბევრნი, მაგრამ გვყავს ძლიერი მებრძოლებიც რომელთაც არ დავასახელებ აქ. მაგრამ რა შეგვიძლია ვქნათ ამ დივიზიებში როცა ვიცით რომ ყველაზე მეტი ქულები ზემოთა დივიზიებში იღება?! ჯერ იმით დავიწყოთ რომ მიმაჩნია რომ ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა წინა აჯანყებების დროს. კი მოვიგეთ მაგრა რის ფასად? თითქმის 100 000 ლარამდე დაიხარჯა ალბათ( სხვა ქვეყნებში აჯანყებების დაფინანსება + MU ების დაფინანსება + მებრძოლების დაქირავება და ა.შ) ხოლო დაბრუნებული რეგიონები მეორე დღესვე დავკარგეთ. ეს არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი სტრატეგია. ასე რომ მე არ ვთხოვ პრეზიდენტს და კონგრეს ამ ეტაპზე რომ ფული გამოგვიყოს აჯანყებებისთვის, MU-ების დაფინანსებისთვის და ა.შ. ჯობია ეს ფული ეკონომიური პროექტების განვითარებას მოხმარდეს რომელიც მოგვიანებით ერთი ათასად დაგვიბრუნდება. რადგან წარმატებული ეკონომიკა და წარმატებული მოთამაშეეები ფინანსურად დაგვეხმარება ეფექტურად ვაწარმოოთ ბრძოლები. ამ ეტაპზე მე მსურს მივიღოთ მაქსიმალური მოგება რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯით.
ასე რომ ყველას ვთხოვ ვისაც აქ შესაძლებლობა, გადარიცხოს კვირაში ერთხელ თავის MU-ში რამე თანხა 50 ლარი 100 ან მეტი, ნუ რამდენიც შეუძლია. დაგროვილი თანხა გამოყენებული იქნება უცხოელი მებრძოლების მოსაზიდად ომის დროს რომლებიც შეეშველებიან ჩვენს მებრძოლებს ამ დივიზიებში! მეორე თხოვნაა რომ ვისაც აქ შესაძლებლობა მიგზავნოს მე Q7 იარაღი რომელსაც დავარიგებ მნიშვნელოვანი ომების დროს იმ შექმნილ დანაყოფებში რომელზეც ზემოთ გელაპარაკეთ. პურის გამოგზავნას ჯერ არ გთხოვთ იმიტომ რომ არ ვიცი როგორ ვაკონტროლო და არ დავხარჯო ანუ იმისთქმა მინდა რომ Q7 იარაღს არ გამოვიყენებ მე და არ დაიხარჯება მარა ჭამის დროს მე არ გავნსაზღვრავ თუ რას ვჭამ თვითონ ჭამს და არ მინდა შემომეჭამოს.

ამიტომ მჭირდება 2 მოადგილე რომლებიც დამეხმარებიან ამ ყველაფერში. 1 მოადგილე აუცილებლად უნდა იყოს კადეტების დანაყობიდან რადგან მჭირდება გამოცდილი ხალხი რესურსების დარიგებაში ომის დროს, მეორე კი დამეხმარება დაჯგუფებების ჩამოყალიბებაში, მათთან კომუნიკაციაში და მათ მართვაში. ვაკანსიას არ გამოვაცხადებ რადგან არ მინდა ვინმეს ეწყინოს თუ არ ავირჩიე, ამიტომ მეთვითონ ავირჩევ, მაგრამ თუ ვინმე ძალიან მოტივირებულია და თვლის რომ შეუძლია ეფექტურად მომეხმაროს მომწეროს პირადში.
ეს ორი მოადგილე მომეხმარება შიდა საქმეებში.
საგარეო საქმეებს მე მივხედავ. საგარეოში ვგულისხმობ უცხო ქვეყნის MU--ის უფროსებთან დალაპარაკებას რომელთანაც MPP გვაქ დადებული რომ დეილი ორდერად ჩვენი ბრძოლა დადოს და აგრეთვე მათ თავდაცვის მიმინსტრებთან მოლაპარაკებას რომ ჩვენი ბრძოლა ჩააყენონ თავიანთ ბრძანებებში და ასე შემდეგ. ამიტომ საჭიროა რომ ხანდახან ჩვენც ვიბრძოლოთ მათ ომებში რომ მოვიპოვოთ მათი კეთილგანწყობა და არ გამოვჩნდეთ პარაზიტების როლში.
ვიღებ ყველანაირი კრიტიკას და შეწორებას თუკი გააუმჯობესებს ეს ჩვენს თავდაცვას.




რაც შეეხება კადეტებს, ვფიქრობ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ რადგან არ მომწონს ამ დაწესებულების ნელნელა მიძინება. ძალიან სამწუხაროდ ვთვლი ზოგის ბუტიაობას ძალიან! ალბათ გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ ამ დანაყოფის დაფინანსებაზე ბიუჯეტიდან. ამაზე თვითონ იქ მომუშავეთა და გამოცდილ ხალხთა აზრი მჭირდება თუ რა შეიძლება გაკეთდეს რადგან მე არ მქონია შეხება მათთან და არ ვიცნობ მათ სისტემას შიგნიდან. ასე რომ ამ საკითხზე დიდი სიამოვნებით მივიღებ შემოთავაზებებს და რჩევებს.

რაც შეეხება არმის, მსურს ის გავაუქმო და ჩვეულებრივ MU-ად ვაქცია რადგან მისი არსებობა გამართლებული იქნება თუ გვექნებოდა შესაძლებლობა გვერიგებინა იარაღი და საკვები ისე როგორც ამას კადეტებში შვრებოდნენ ოღონდ აქ უკვე მაღალ ძალიან ხალხზე, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ეს არ შეგვიძლია, ხოლო არ მსურს მას უბრალოდ დეკორაციულად ერქვას არმია და ეფექტურად არაფერს წარმოადგენდეს, მირჩევნია ჩვეულებრივი MU-ი იყოს და ისე ვმართოთ. ამაზე პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს დაველაპარაკები.

მხედრული სალამით! o7
Minister of Defence