ახალი პარტია Georgian Democrats

Day 3,000, 06:35 Published in Georgia Venezuela by deviko99


მოგესალმებით,

Georgian Democrats. ეს იყო სახელი იმ პარტიის რომელსაც შემდეგ გადაარქვეს სახელი Georgian Reformers და ახლა ყველა სწორედ ამ სახელით იცნობთ. მე ვიყავი წევრი ამ პარტიის სულ დასაწყისიდან, როდესაც ეს პარტია პირველად შეიქნა ჯერ კიდევ 2014 წელს და სანამ საბოლოოდ დაეცა. ადრე ეს პარტია წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალას. მე კი მსურს რომ ამ პარტიას დავუბრუნო ძველი დიდება და გავხადო ყველაზე სამართლიანი დემოკრატიულ პრიცნიპებზე აგებული პარტია.

2 კვირის წინ დავწერე სტატია სადაც ვთხოვდი საქართველოს პარტიებს რომ შეეკავებინათ თავი და რამენაირად ამ არჩევნებს ჩაევლო მშვიდ პირობებში, მაგრამ იმის ნაცვალად, რომ ასე მოქცეულიყვნენ, არც ვიცი რა ვთქვა...

ზოგი თქვენგანი კარგად , ზოგიც საერთოდ არ მიცნობს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საკმაოდ დამიგროვდა გამოცდილება ამ თამაში და ახლა ამ მძიმე ვითარებაში, როდესაც ქვეყნის საგარეო პრობლემებს, ზედ დაედო შიდა პრობლემები, ოპოზიციის და მთავრობის არაჯანსაღი დაპირისპირების გამო. ვთვლი, რომ მოვიდა დრო მეც ვთქვა ჩემი სათქმელი და ჩამოვაყალიბო ახალი ძლიერი პარტია.

პარტიის მთავარი პრინციპი იქნება, რომ უაზროდ არ გავაკრიტიკებთ არავის. თუ ვინმეს გონია, რომ დაბოლილებისავით გადმოვალთ და მთავრობას დავუპირისპირდებით და ყველაფერს დავუწუნებთ ეს ასე არ იქნება და არც არავის ეგონოს, რომ მთავრობას ყველა ნაბიჯზე დითირამბებს ვუმღერებთ.

ამ პარტიაში შეგიძლიათ შემოხვიდეთ რა იდეოლოგიაც არ უნდა გქონდეთ და ვისაც არ უნდა ეთანხმებოდეთ. მინდა ამ პარტიაში დავანხოთ ქართველ ხალხს, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი ჯანსაღი ოპოზიცია. რომელიც იქნება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული და არა იმაზე თუ ვინ უფრო ორიგინალურად მიაყენებს შეურაწყოფას მეორეს.

ასევე ჩვენი პარტია აქტიურად დაეხმარება ახალ მოთამაშეებს საკვებითაც და იზრუნებს მათ განვითარებაზეც.

მე ვიყრი კენჭს არჩევენბში, რომელიც გაიმართება 15 თებერვალს და იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებიან ამ საქმეში ნამდვილი საღად მოაზროვნე ქართველები, რომლებსაც ამოუვიდათ ყელში ის სიტუაცია, რომელიც არის ახლა საქართველოში. ამოუვიდათ მუდმივად ერთი და იგივე პოლიტიკური გიგანტების დაპირისპირება, რომლებიც ფარდის უკნიდან მართავენ სიტუაციას.

ერთად, უფრო სამართლიანი და ერთიანი საქართველოსთვის!!!

ასევე, მინდა წარმატება ვუსურვო ახალ მთავრობას, ვიქონიებ იმედს, რომ ეს წელიწადი წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ო7