პრეზიდენტის დღიური დღე 2622-2624

Day 2,624, 02:09 Published in Georgia Georgia by J.Volandi

პრეზიდენტის იმპიჩმენტის გატანას აპირებენ.
ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა, მე ავტეხე წიოკი პრეზიდენტი გვჭირდება და სად არის მეთქი, არადა დიდად არ მეხალისება პრეზიდენტობა, ბევრს ალბათ ჰგონია რომ ,,ვა რა მაგარია პრეზიდენტი ვარ" არადა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

იმპიჩმენტი გაიტანეს, იმპიჩმენტი შედგა.

მშვიდობით ჯიმი.

შენს პრობლემებზე (რომელზეც ამბობ, რომ გაქვს) ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ გისურვებთ მალე მოგეგვარებინოს. ესაქართველოში კი კვლავ უსაქმურ ჯიმიდ დარჩი. (მინიმუმ ჩემთვის)

როდესაც უკვე ნათელი გახდა რომ იმპიჩმენტი შედგებოდა ჯერ ბელორუსიის პრემიერთან მქონდა საუბარი, მპპ- შემოგვთავაზა. რა თქმა უნდა დავთანხმდი.

სტივმაც მომწერა თურქეთს სავარჯიშო ომი უნდა და შენ რას იზამო. რა თქმა უნდა აქაც დავთანხმდი.

პრეზიდენტი გავხდი. ისევ. ვითომც არაფერიო, შევედი და პრეზიდენტი ვარ. ემოცია ნული იყო. გადავხედე მინისტრთა კაბინეტს. გონზე არ ვარ უმეტესობა რატომ არის მინისტრი, ან რას აკეთებს, მაგრამ გადავწყვიტე არავის შევეხო. პმ-ში მინისტრთა კაბინეტის ჩატი გავაკეთე, მივეცი დავალება რომ ანგარიში წარმოადგინონ კვირის ბოლოს, რასაც სტატიაში ავსახავ.

კიდე სტივს ვეპიემები, თურქეთს სურს რომ რეგიონი გავცვალოთ, ჯერ თბილისი, მერე სამცხე-ჯავახეთი, აფხაზეთის ნაცვლად.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ველაპარაკები და პირდაპირ ვუხსნი, რომ საქართველოსთვის იდეალურია გაქირავებული ჰქონდეს აფხაზეთი და არა სხვა რეგიონი, იმიტომ რომ აფხაზეთი რუმინეთს ესაზღვრება და დიდი შანსია დაგვარტყას,მიუხედავად იმისა რომ დიდად მტრული დამოკიდებულება არ გვაქვს, რომ თურქეთი ერთგვარი ფარია ჩვენს შორის და პირდაპირ თურქეთზე თავდასხმას რუმინეთი ვერ გაბედავს. ვთავაზობ რომ დავაყენებ ნებისმიერ რესურს აფხაზეთში რაც უნდათ.

მთანხმდება.

მპპ-ზე ვესაუბრე ხორვატიის და კვიპროსის პრეზიდენტებს. არცერთი არაა წინააღმდეგი. ხორვატიამ როდესაც თურქეთთან ომი დამთავრდება კი ბატონოო. კვიპროსმა ახლა ფულში გვიჭირს, თან რეალური ომები არც ერთს გვაქვს, მაგრამ თუ რეალური ომები იქნება ჩემი თავი შემოგევლოთო.

ჰო, როგორც კი შემოვედი რესურსები დავალაგე.

ჩვენ ბევრი ახალბედა გვყავს, ამიტომ პრიორიტეტი საჭმელია. თუმცა არ სეიძლება 5-ივე რეგიონი საჭმლის იყო. კაცმა არ იცის კიდე როდის შეგვეზლება რესურსების არჩევა, შესაბამისად მომავალზეც უნდა ვიფიქროთ.

ამიტომ რესურსები ასე გავანაწილე: 3 რეგიონი - პრიორიტეტულია საკვები. 1 რეგიონი - პრიორიტეტია იარაღი. და 1 რეგიონი, ანუ აფხაზეთი - რაც თურქეთს უნდა. აღმოჩნდა რომ საკვები უნდათ (cattle) შესაბამისად ისაა პრიორიტეტი.

ჩილემ მპპ შემომთავაზა პმ-ში. რასაკვირველია სიხარულით დავთანხმდი და როდესაც კანონი გამოიტანეს მერე შემოვირტყი თავში ხელი. ჩვენ ხომ ომი გვაქვს თურქეთთან და დაიკარგება... (მაგრამ შეიძლება თურქეთს დაეკარგოს, იმიტომ რომ ამ ბრძოლას ვაგებთ და მერე თურქეთი შემოგვიტევს :დ)

მასინვე ვთხოვე მანტექსას დავემატებინე კონგრესის სკაიპ ჩატში, სულ 3-1-ზე იყო ხმები, და დავწერე ჩატში რომ არასთვის მიეცათ ხმა, ჩილესაც დავუპიემე დიდი ბოდიშების მოხდით ასეთი სიტუაციაა თქო.

აღმოჩნდა რომ სკაიპ ჩატი გადასარევად მუშაობს - რამდენიმე საათში ჩილესთან მპპ-ს უკვე 16 დადებითი ხმა ჰქონდა, და 3 თუ 6 უარყოფითი 😁))))

და ოოოო რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა...

პოლონეთმა ლიტვას ომნი გამოუცხადა. მაშინვე დავფაცურდი და სამწუხაროდ გავარკვიე რომ ეს რეალური ომია. მერე კი ვნახე პოლონეთის პრეზიდენტის მიმოწერა, რომ არა კაცო, რას ლაპარაკობთ, ფეხი კი არ გვებიჯება, უბრალოდ სავარჯიშო ომი იქნება რესურსების ომისთვის და მერე დავაბრუნებთ ტერიტორიებსო, მაგრამ სანამ გამოაცხადებდნენ მანამდე არავის მოლაპარაკებიან, ე.ი. ომი ნამდვილია.

მერე რუსეთმაც გამოყო ფეხი და მანაც გამოაცხადა მტრად ლიტვა.

ნუ, თავდაცვა გაფრთხილებულია და ხალხი მობილიზებული უნდა იყოს, პარალელურად სტატია მეც დავდე, პოლონეთს ემბარგო დავადეთ და პოლონელებთან და პოლონეთთან სავაჭრო ურთიერთობა არ გვექნებაა. ეს უკანასკნელი უბრალოდ ჟესტი იყო, ჩვენება იმის რომ პოლონეთს ფეხი ებიჯება, თორე დიდ შედეგს რეალურად ვერ მოიტანს. ემბარგო ერთ თვიანია.

დღეს გადავწყვიტე დღიური დავწერო და აჰა, რამდენი ვიპოჭიკე. მერე მეგობრობის დღიურსაც გავაკეთებ და გავიგებ თუ ვინ არის თქვენი სიმპატია და ანტიპატია და რას ვერ აპატიებდით საყვარელ ადამიანს.

ჰო, არჩევნები იყო, 200-მა კაცმა მისცა ხმა. 10 ხმამდე ალბათ ალტერების ჩამოაკლდება, მაგრამ კარგია, წინა არჩევნებთან შედარებით მეტნი ვართ.

დღეს ომია. პოლონეთთან ბოლომდე დავიხარჯები, ჩემს 150-მდე ენერჯი ბარს სახეში მივცემ. ოქროც უნდა დავახურდავო კომბატ ორდერებისთვის.

მქონდა მოლაპარაკებები, მეთქი საქართველო მთლიანად რუსეთთან ომში ხომ არ გადაერთოს თქო, მაგრამ არა, პოლონეთთან დაგვეხმარეო.

ვულფს უნდა ვუთხრა ომისთვის რესურსების დარიგებას მიხედოს.

ჰო, ბელორუსიასთან მპპ გავიტანეთ. ლიტვასთან მპპ რახან გაწყდა თურქეთთან ომის გამო არაფერი გვიშლიდა ხელს.
თურქეთს რამდენიმე ომი ექნება. ყველა ომი სავარჯიშოა.

რომ არა თურქეთთან სავარჯიშო ომი, ალბათ რუსეთს გამოვუცხადებდი ომს. ლიტვასაც დავეხმარებოდით და კლემლის კედელზეც წავაწერდით პუტინ ჰუილოს... ეს დღეც მოვა.

ჯერ-ჯერობით მგონი სულ ესაა.

დღიურის წერა ერთ ბნელ, წვიმიან ღამეს დავიწყე როცა ქარი ფანჯრებს ეხლებოდა და ავისმომასწავებლად კიოდა. სანთლის ალი ქარის ყოველ მონაბერზე ცეკვას იწყებდა და მიუხედავად იმისა რომ ტრიუმში ცეცხლი მქონდა დანთებული მაინც ციოდა. ტალღები გემბანს ეხეთქება. მეზღვაურებს კი სძინავთ. ჩვენი გემი უკვე მრავალი დღეა უმიზნოდ ხეტიალობს ატლანტის ოკეანის წყლებში და საკბილოს გამოჩენას ელოდება. საფოსტო ყვავმა ცნობა მოიტანა, რომ პოლონეთიდან ოქროს ზოდებით დატვირთული გემი დაიძრა. დღე-დღეზე გამოჩნდებიან. როდესაც გემს აბორდაჟზე ავიყვანთ და უკანასკნელ პოლონელს მივუგდებთ ზვიგენებს და მთელი განძი ჩვენი იქნება პენსიაზე გავალ. კარიბის ზღვაში, ჩემს კუნძულზე დავბრუნდები, ჰამაკში წამოვწვები, რომის კასრს ახლოს დავიდგან და ჩამავალი მზის ფონზე ხმისჩახლეჩამდე ვიმღერებ:

,,მკვდრის სკივრს 15 კაციღა შერჩა
იო ჰო ჰო ჰო და ბოთლი რომი"