დასაქმება საქართველში

Day 3,149, 00:36 Published in Georgia Georgia by Dan Sparrow

მოგესალმებით,
საქართველოს უახლოეს ისტორიას თუ გადავხედავთ ვნახავთ, რომ ქვეყანაში დასაქმების კუთხით იყო სერიოზული პრობლემები, არ იყო მომგებიანი ბიზნესის წარმოება და შესაბამისად ხელფასებიც ძალიან დაბალი იყო. რესურსების ივენთის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, დღეს საქართველოში არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელფასი, 130-135 ლარის ფარგლებში!

საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც მუშაობთ სხვა ქვეყნებში, მოგიწოდებთ დაბრუნდეთ საქართველოში და იმუშაოთ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის გასავითარებლად. დღეს დასაქმების ბაზარზე რამოდენიმე ათეული კომპანია გვთავაზობს ძალიან მაღალ ანაზღაურებას და სხვადასხვა ბონუსებს, ასე რომ გელოდებით სამშობლოში.

აქვე სახლის ბონუსისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო: მერფის, ვეტელს, სენას, ტომასს, მანტექსას, მასას, სარიჯას, გამას (იუმორისთვის 😃 ). ჩემი თვალით მაქვს ნანახი რა გამოიარეს ამ ბიჭებმა საჭირო რესურსების მოსაგროვებლად.

მადლობა ყურადღებისთვის.