რით ვართ პლატოზე ნაკლები?!

Day 3,132, 08:48 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

მაშასადამე მეგობრებო, თქვენთვის მაქვს ძაან მაგარი სიურპრიზი. გადავწყვიტე ჩავატარო ძალიან , ძალიან, ძალიან მაგარი კონკურსი. როგორც გახსოვთ პლატომ 1 კვირის წინ დაიწყო გათამაშება. იგი აჯილდოვებს ყველაზე კარგი სტატიების დამწერ ჟურნალისტებს და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 4-5 ადამიანის მეტი სტატიების წერით თავს არავინ იკლავს გადავწყვიტე მომეძია ფინასები და ჩამეტარებინა ანალოგიური რამ საქართველოში!

პირველ რიგში თქვენ გევალებათ დაწეროთ რაიმე სტატია, რომლელიც დაუკავშირდება ერეპუბლიკს. გინდათ იყოს ერეპის რეკლამა, თქვენი თავგადასავალი ამ თამაშში ან რომელიმე მუს ან პარტიის ისტორია. მოკლედ თქვენ გადაწყვიტეთ რის წარმოჩენას მოახერხებთ ყველაზე კარგად. სტატიაში დიდი ყურადღება მიექცევა ვიზუალურ მხარესაც, სასურველია იგი იყოს ლამაზი ფოტოებით ან გიფებით გაფორმებული (ესეც თქვენი გადასაწყვეტია ).

რატომ უნდა შეიწუხო თავი კარგი სტატიის დაწერით? იმიტომ რომ თუ თქვენი სტატია ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს თქვენ მიიღებთ ძალიან მსუყე ჯილდოს 20/10/5 ოქროს სახით. პრიზის მოცულობა რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება სტატიის ხარისხზე. ერთს გეტყვით არ აქვს რომელი პარტიის წევრი ხართ, რომელ მუში ხართ გაწევრიანებული ან რამდენს შეადგენს თქვენი ძალა. შემოწმდება ყველანაირი სტატია და დასაჩუქრდებიან განსაკუთრებული სტატიის ავტორები.

აუცილებელია სტატია არ იყოს დაკოპირებული და არც გადმოთარგმნილი(ასეთი სტატიები არც კი განიხილება) ამჯერად მოწმდება მხოლოდ თქვენი ფანტაზია...

ამ პროექტის დაფინასებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს წინა პრეზიდენტეს სებასტიანს, რომელმაც ეს კონკურსი 40000 ათასი ლარით დააფინასა.

საბოლოო ჯამში კი ამ კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს : 50000 ლარს
პროექტი გაგრძელდება იქამდე სანამ თანხა არ ამოიწურება!