ადრიატიკის გრაფიკული ანალიზი

Day 3,124, 14:35 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

მოგესალმებით კიდევ ერთხელ ქართველო ერო, ამ ბოლო დროს თამაში შედარებით მიწყნარდა და ალბათ ცოტახანი ასე კიდევ გაგრძელდება, ერეპუბლიკის სამყაროში დროებით სუფევს სრული სიმშვიდე (ნუ საქართველოსთვის ყოველ შემთხვევაში მაინც), ამ უკანასკნელსაც აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოწყენილობა კი უარყოფითი მხარეებიდან ერთ-ერთია, ასე, რომ გადავწყვიტე, რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია შემოგთავაზოთ ჩვენი პარტნიორი და ალიანსელი ქვეყნების შესახებ.



მე შემოგთავაზებთ, ინფორამიციის და ფაქტების გრაფიკულ ანალიზს, ამგვარი სტატია უკვე დაიწერა ხორვატიაში სამი დღის წინ და მეც ერთმა რიგითმა უსაქმურმა გადავწყვიტე ქართული საზოგადოებისთვის ეს სიახლეები გამეცნო თავდაპირველად, მოდი თვალი გადავავლოთ არჩევნების შედეგებს ჩვენ ალიანსელ ქვეყნებში:



როგორც ვხედავთ 9დან 6 ქვეყანაში პრეზიდენტი შეიცვალა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 2 ქვეყანაში დიქტატორია, არცისე მასობრივი ცვლილებები მოხდა. ასევე ამ სტატისტიკიდან გავარკვიეთ თუ დაახლოებით რამდენი ადამიანია ჩვენს ალიანსში, ცოტა არაა მარა მეტიც შეიძლებოდა. მეტი სიზუზტისთვის ივნისის არჩევნებში მონაწილეობა ადრიატიკის მთლიანი მოსახლოების მხოლოდ 15% მა მიიღო.

ახლა კი გავეცნოთ მეორე გრაფიკს, საიდანაც შევიტყობთ ადრიატიკის მთლიან დამრმტყმელ ძალას:




ამ გრაფიკით ვიგებთ, რომ ადრიატიკის ქვეყნების რეიტინგის საშუალო არითმეტიკული : 31,1(1)-ს შეადგენს რაც არცისე სახარბიეოლო მაჩვენებელია მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ადრიატიკის ქვეყნების რეალურ რეიტინგს არანაირად შეესაბამება!..

ნახვამდის და დროებით...
მუდამ თქვენი მონა-მორჩილი The Wolf of Georgia (Grizzly) 🙂 ...