[უბრალო მოქალაქე] სახლები

Day 3,123, 11:43 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia

მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, ალბათ აღარავისთვისაა სიურპრიზი, ის ფაქტი, რომ საქართველომ მიაღწია ყველაზე დიდ წარმატებას მთლიანად თავისი ერეპის ისტორიაში და მოიპოვა სახლზე 100%-იანი ბონუსი ამისთვის მადლობა წინა მთავრობას.

მეც დავიღალე უსაქმურობით და გადავწყვიტე დამეანგარიშებინა თუ რა მოგება მოაქვს ამ ბინზნესს.

პირველ რიგში დამწყებებს მინდა იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ
სახლების კომპანია განსხვავდება იარაღების და საჭმლის კომპანიისგან:

1) მათზე არ ვრცელდება ყოველთვიური ფასდაკლებები.

2) სახლებს ვერ აწარმოებთ თქვენით, როგორც ამას საჭმლის და იარაღის წარმოებისას აკეთებთ მათი წარმოებისთვის აუცილებელია მუშა.


სახლის მატერიალების წარმოება

სახლების და მასთან დაკავშირებული ნივთების წარმოება-გაყიდვა ორნაირად შეიძლება თავდაპირველად განვიხილავ თუ რა მოგება მოაქვს სახლების მატების წარმოებას. (ყოველი განხილვა იქნება გათვალისწინებული,როგორც მინიმალური ისე საშუალო ხელფასით.)

1)მინიმალური ხელფასით.

საქართველოში მინიმალური ხეფლასი შეადგენს 45 ლარს. ჩვენ 1 კაცის მუშაობის დროს სახლის ქ5 მატერიალის კომპანიით ვაწარმოებთ 500 სახლის მატერიალს.

ქართულ ბაზარზე, სახლის მატერიალი ღირს 0.25 ლარი 1 ცალი
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვღებულობთ : 500•0.25 - 45 = 80
ანუ მინიმალური ხელფასით სახლის მატერიალებით 1 დღეში ხელზე 80 ლარი გვრჩება.

2) საშუალო ხელფასით.

საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 90 ლარს უდრის.
ანუ : 500•0.25 - 90 = 35
საშუალო ხელფასით და სახლის მატერიალების წარმოებით 1 დღეში ხელზე 35 ლარი გვრჩება.

სახლის კომპანიების წარმოებით

აზრი არ აქვს სახლის კომპანიებს აწარმოებთ თუ მატერიალებისას, თუ კომპანიების წარმოებას სერიოზულად გადაწყვეტთ სახლის მატერიალების საწარმოო ქ5 დონის კომპანია ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ (ბაზარზე ყიდვა ან უფრო დაბალი მატერიალების კომპანიის დადგმა თქვენს მოგებას მინიმალურამდე დაიყვანს ან წაგებაში გადაგიყვანთ).
ასე რომ დავიწყოთ გამოთვლა, თუ რა მოგებას მოგვიტანს სახლის მატერიალის და კომპანიის ერთად წარმოება.

1) მინიმალური ხელფასით.
რადგან ამჯერად ორივე კომპანიას ერთად ვაწარმოებთ მთლიან შემოსავალს ამჯერად 2•მინიმალურ ხელფასს გამოვაკლებთ. მოდი ჯერ გამოვთვალოთ თუ რა მოგება მოაქვს საშუალოდ ამ ბიზნესს ერთ დღეში და შემდეგ რა მოგება მოაქვს ერთ სახლზე. ქართულ ბაზარზე სახლის კომპანიის ფასია დაახლოებით 575 ლარი, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი იმაში მდგომარეობს,რომ სახლის კომპანიები არ იწარმოება 1 დღეში. 100% იანი ბონუსითაც კი 1 დღეში სახლის კომპანიის 40% იწარმოება...
ასე რომ, მოკლედ, რომ განვმარტოთ ჩვენი ფორმულა შემდეგშია : გამოითვლება სახლის მინიმალური ფასის 40% (გადამრავლდება 2/5-ზე) და გამოაკლდება 2•მინიმალურ ხელფასი
ანუ : 575•2/5 - 90 = 140 + 25 ლარი.(ნუ ეხლა რატო დავუმატე 140ს 25 ლარი, როდესაც სახლებს ვაწარმოებთ ქ5 მატის კომპანიით გამოუყენებელი გვრჩება 100 სახლის მატერიალი ეს 25 ლარი კი სწორედ ამ მატერიალებისგან შემოსული თანხაა).

ყოველ 1 სახლზე მოგება შემდეგშია : 575 - 90•2.5 = 350 + 62.5(დარჩენილი სახლის მატერიალებისგან შემოსული თანხა.)

2) საშუალო ხელფასით.
მოგება 1 დღეში : 575•2/5 - 180 = 50 + 25(დარჩენილი სახლის მატერიალებისგან შემოსული თანხა.)
მოგება 1 სახლზე : 575 - 180•2.5 = 125 + 62.5(დარჩენილი სახლის მატერიალებისგან შემოსული თანხა.)





საბოლოოდ თქვენზეა რის წარმოებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ ეს გამოთვლები ნაწარმოებია ერთ მუშაზე თქვენ თუ მეტი მუშის დასაქმება შეგიძლიათ მოგება რა თქმა უნდა, გაორმაგდება.

ნახვამდის და დროებით...
მუდამ თქვენი მონა-მორჩილი The Wolf of Georgia (Grizzly) 🙂 ...