და გამარჯვებულია... (რიგდება საჭმელი)

Day 3,013, 07:54 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia


სანამ "DSU" -ს გათამაშებაზე რამეს დავწერდე მინდა ჩემი პრეზიდენტობის პირველი 4 დღე მოკლედ შევაჯამო.

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს, რომლებიც მე და ჩემს გეგმებს ენდნენ და არჩევნებში ხმა მე მომცეს.

მოგეხსენებათ, საქართველო რთულ ვითარებაშია ბრაზილიამ მშვენიერი "Come Back" შემოგვთავაზა, სიხარული დიდხანს არ გვაცალა და ახლახან განთავისუფლებული მიწები ისევ მიისაკუთრა.
უნდა ვაღიარო, რომ ბრაზილიელებმა მშვენიერი საქმე გაგვიწიეს ქართველებს და იტვირთეს საკმაოდ რთული ტვირთი სახელად - "საერთო მტერი".
ყველამ ვიცით რომ, როგორც ერეპის ისე ნამდვილი საქართველოს ისტორიიდან ქართველების საერთო მტრებს საბოლოოდ საქმე როგორც უმთავრდებათ.
მათ იძულებული გაგვხადეს საქართველოს თითოეული მოქალაქე და პარტია დროებით გავერთიანებულიყავით.
პირადად ჩვენმა პარტიამ "დაბოლილთა სოციალისტური გაერთიანებამ" ქვეყნის ბიუჯეტში 45 ათასი ლარი გადარიცხა. აღსანიშნავია ბიჭების მონდომებაც, აბსოლიტურმა უმრავლესობამ არ დააიგნორა ჩემი თხოვნა, ისინი ფულის შეგროვებაში და ჩემი მოვალეობის შესრულებაშის მშვენივრად დამეხმარნენ (ზოგმა კი ქვეყნისთვის ექაუნთიც გააბანკროტა).

"ამ ომმა ჩვენ ყველას ტკივილი, ტანჯვა და დანაკარგები მოგვიტანა. მაგრამ მანვე გაგვაერთიანა, როგორც ჯარისკაცები, როგორც მოკავშირეები... როგორც ძმები. ეს ჯაჭვები, რომლებიც ჩვენ ერთიანობას კრავს გაუგებარია იმ უგრძნობი მანქანებისთვის, რომლებიც ჩვენ გვებრძვიან. ეს ჯაჭვები ნებისმიერ იარაღზე ძლიერია, ის შეუძლებელია გაწყდეს სანამ ჩვენ ერთი მტერი გვყავს"
წყარო - Mass Effect 3



ლატარიაში გამარჯვებულია:

Scrappy Cocco - მას გადაეცა 13 ათასი ლარი



და ბარემ ამ პატრიოტულ ნოტაზე, მომავალი ბრძოლებისთვის ყველა მსურველს 600 ქ2 საჭმელს დავურიგებ





Oooh Hail Georgia!..
ძირს მუჩაჩოები!..
პატივისცემით
The Wolf of Georgia