საქართველოს მესვეურთ.

Day 2,988, 20:28 Published in Georgia Canada by v.kandelaki

ხშირად მსმენია, რომ ესაქართველოს მხოლოდ რამდენიმე მოქალაქე ხარჯავს რეალურ ფულს ქვეყნის კეთილდღეობისათვის... და როგორც ვხვდები, ეს თანხბი იხარჯება ნაწილი რეკლამირებისათვის და ნაწილით აქაურ ვალუტას ყიდულობთ ომებისთვის.
ეს რა თქმა უნდა, კარგია და მისასალმბელი, ზრუნავთ ქვეყნისათვის, მაგრამ ჩემი აზრით ამ ფაქტმა მესაკუთრეობის გრძნობა გაგიჩინათ. პრინციპში ეს ასეც უნდა იყოს და ამას მივესალმები, შენი რომაა უკეთ დაიცავ, მაგრამ ხალხსაც რომ გაუჩნდეს ეს გრძნობა, არ ჯობია?
წინადადება შემომაქვს, რომ ყოველი წამოწყების წინ სტატიებით ან რაიმე საშუალებით გვაცნობოთ ხოლმე, რომ საჭიროა ქვეყნის დახმარება, რეალური თუ თამაშის ფულით. დარწმუნებული ვარ ბევრი გადარიცხავს ფულს თუნდაც ებიუჯეტისთვის, რეალურს თუ არა... რეალური ფულისთვის იმდენს უჭირს რომ... თუმცა მაგასაც ეყოლება დამფინანსბლები...
იმედია მიმიხვდით, რის თქმაც მინდა, ხალხი დაეხმარება ქვეყანას, მე მჯერა ამის.