უბრალო გაუგებრობა თუ დაგეგმილი პროვოკაცია?!

Day 2,967, 22:14 Published in Georgia Georgia by Dan Sparrow

გუშინ რუსეთის კონგრესში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიხედვით რუსეთი ბუნებრივ მტრად აცხადებს საქართველოს. კანონპროექტის ინიციატორია პარტია ალიანსი, რომელმაც 15.8% აიღო არჩევნებზე და 6 კანდიდატით არის წარმოდგენილი კონგრესში. კანონპროექტს მხარს უჭერს ხუთი კოგრესმენი, ხოლო საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა 19-მა. რუსეთის კონგრესიდან გამოაგზავნეს წერილი, სადაც აღნიშნული ფაქტი მიიჩნიეს კონგრესმენის უნებლიე შეცდომად, კენჭისყრა ამ დრომდე მიმდინარეობს და პრაქტიკულად ჩავარდნილია ინიციატივა.

ბოლო თვის განმავლობაში აგრესიული ზრახვებით მხოლოდ პარტია ალიანსი არ გამოირჩეოდა, რუსეთის კონგრესში დარეგისტრირდა სხვა პროექტებიც, სადაც ბუნებრივ მტრად ცხადდებოდა ნორვეგია, უკრაინა და თურქეთი.

ამ თვის განმავლობაში პარტიამ ქომრადსმა კონგრესში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი ნორვეგიის ბუნებრივ მტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კონგრესმა არ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას.

არაორდინალურობით და მოულოდნელობებით გამოირჩა კომუნისტური პარტია, რომელმაც თვის განმავლობაში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უკრაინის და თურქეთის ბუნებრივ მტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. უკრაინის შემთხვევაში პროექტი სრულად ჩავარდა 5-24 თანაფარდობით, ხოლო თურქეთზე დავდასხმას მხარი დაუჭირა 17(!) კონგრესმენმა.

უკანასკნელი არჩევნების მიხედვით რუსეთის კონგრესის 3 პარტია, რომელთან საერთო ხმების 57% აქვთ, მეზობელი ქვეყნების მიმართ გამოირჩევიან აგრესიული პოლიტიკით. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, შესაძლოა მმართველი პარტიის გვერდით ავლით, ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა განახორციელონ ქართულ-რუსული ურთიერთობის ბრძოლის ველზე გადატანა. აღნიშნული სცენარის განხორციელების რისკი საკმაოდ მაღალია და ჩვენი ქვეყანა მზად უნდა იყოს მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის.

გუშინდელი ფაქტი უბრალო გაუგებრობა იყო თუ დაგეგმილი პროვოკაცია, ამას დრო გვიჩვენებს.