უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია

Day 2,922, 01:35 Published in Georgia Japan by Strategi1

უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია!

ცხოვრებაში ყველას გვაქვს პირადი ამბიციები, როდესაც რამეს მივაღწევთ გვიხარია და ამ მიზნის მისაღწევად ზოგჯერ ბევრ რამეზე ვხუჭავთ თვალს.

ეს თამაშია, თამაში, რომელიც, ადრე თუ გვიან, წარსულს ჩაბარდება, მაგრამ ეს თამაშია, რომელსაც თუნდაც ამ პატარა ვირტუალურ სამყაროში ჩვენი სახელი გააქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა რომ რაც შეიძლება უკეთ წარმოვაჩინოთ ჩვენი თავი, რომე უკეთ გაგვიცნოს ხალხმა, არა როგორც პიროვნება არამედ როგორც ქვეყანა. ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველო ამ თამაშში წინ წავწიოთ და ანგარიშგასაწევი ძალა გავხადოთ, ესეც საქართველოს პრესტიჟია.

ამ თამაშში ბევრი მოთამაშე მოსულა და წასულა, მაგრამ არიან მოთამაშეები, რომლებიც თამაშის დამატების დღიდან იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველოს სახელი გარეთ გაიტანონ და მისი პრესტიჟი აწიონ.

არჩევნები ახლოვდება, ერთმანეთს ვექილიკებით და ვკამათობთ, რომლის პარტია ჯობს თუ რომლის პარტიში იღებენ უფრო დემოკრატიულ გადაწყვეტილებას. დიქტატურაც დაეცა და ეს ყველაფერი უფრო გაძლიერდა. კარგია, ძალიან კარგია. მოთამაშეების გააქტიურება უფრო გამოაცოცხლებს საქართველოს, უფრო მეტი გამოცდილი მოთამაშე გაჩნდება, უფრო მეტი შეძლებს გაჭირვებაში ქვეყნის დახმარებას.

უმადურობამ ანგელოზი ეშმაკად აქცია!

გვყავდა მანტექსა, გვყავდა მერფი, არის ჯიმი. ყველა მათგანი იმისთვის იბრძოდა, რომ დღეს საქართველო ამ კონდიციამდე მოეყვანათ.

მანტექსა წავიდა...
ჯიმი აღარ აქტიურობს...
მერფი გავაჯავრეთ...

ჩემთვის დიდი პატივია რომ სამივესთან მოვახერხე მუშაობა და დიდი იმედი მაქვს რომ ისინი ერთ დღეს დაბრუნებიან სრული ძალებით, რომ ისევ ერთად გავაგრძელოთ ჩვენი პრესტიჟის ამაღლება!