☼ ეკონომიკა: კომპანიის მართვის საწყისები

Day 2,921, 07:35 Published in Georgia Belarus by Ashmalaxa


ეს ჩემი პირველი წამოწყებაა ახალბედა მოთამაშეების განათლების მხრივ და იმედია საინტერესო იქნება და რაც მთავარია დაგეხმარებათ უფრო უკეთ გაიგოთ თამაშის ნიუანსები 😁

მოცემული სტატია იქნება უფრო ახსნითი ხასიათის, ხოლო შემდეგ სტატიაში ვაპირებ უფრო დეტალურად ვისაუბრო იმაზე თუ როგორ შეიძლება ფულის შოვნა თამაშში კერძოდ კი ეკონომიკის განხრით.





ადგილები -> კომპანიები
აქ შეგიძლიათ ყველა თქვენი კომპანიის მართვა. თამაშს საკმაოდ მარტივი ინტერფეისი აქვს ასე რომ არ გაგიჭირდებათ მასში გარკვევა.

კომპანიის შექმნა - გადადიხართ ახალ გვერდზე სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი კომპანია
დასაქმებულები - გადადიხართ ახალ გვერდზე სადაც შეგიძლიათ თანამშრომლების მართვა
ნედნეული - გადადიხართ სავაჭრო ცენტრიში
მწვანე ისარი - იხსნება ახალი ფანჯარა სადაც შეგიძლიათ განაახლოთ კომპანია
ნაგვის ყუთი - გადადიხართ კომპანიის გაყიდვა/დაშლის გვერდზე


ადგილები » ჩემი კომპანიები » თანამშრომლების მართვა
ვაკანსიის დამატება - შეთავაზების გამოცხადება (თუ რამდენს გადაუხდით მუშას) სამუშაოთა ბაზარზე
თანამშრომლის დათხოვნა - დასაქმებულების გვერდით ჩნდება ნაგვის ყუთი, რომელზე დაჭერითაც დაითხოვთ თანამშრომელს ან გააუქმებთ ვაკანსიის შეთავაზებას
ხელფასი - შეგიძლიათ შეუცვალოთ ხელფასი თანამშრომლებს. პირველი სამი დღის განმავლობაში თქვენ არ გაქვთ უფლება ხელფასი შეუმციროთ დასაქმებულს.
დასაქმების ლიმიტი - ყოველ კომპანიას შეუძლია თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობის დასაქმება. კომპანიის განახლება საშუალებას მოგცემთ დაასაქმოთ მეტი ადამიანი.

კომპანიაში დასაქმების ლიმიტები

თითოეული დაქირავებული მუშაკი რომელიც იმუშავებს თქვენთან, გაძლევთ ერთ სამუშაო ძალას. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი როგორც გაგიხარდებათ, შეგიძლიათ დახარჯოთ ნებისმიერი ფირმის საწარმოოდ. ასევე შეიძლება მათი დაგროვება.
სამუშაო გადასახადი - გადასახადი რომელსაც გართმევთ სახელმწიფო თქვენი გამომუშავებული ხელფასიდან და ასევე მენეჯერად მუშაობისას თქვენს ქარხნებში.

უფრო დეტალურად გადასახადებზე და ბიუჯეტზე შემდეგ სტატიებში ვისაუბრებთ.





ადგილები » საცავი
საცავში ინახება მოთამაშის ყველა ნივთი: ბულკები, პისტოლეტები, ბაზუკები, სნიკერსები და ა.შ.
საცავის დამატება - გადადიხართ საცავის გადიდებს გვერდზე. (არ გირჩევთ ამ ფუნქციის გამოყენებას! თუ ადგილის მომატება გინდათ, შეასრულეთ ყოველკვირეული დავალებები, მოაგროვეთ 250 პრესტიჟის ქულა და ჯილდოდ მიიღებთ საცავის დამატებით 1000 ადგილის, რაც ყიდვით 1750 ლარი ღირს)


ვაჭრობა
დააჭირეთ პროდუქტს და აირჩიეთ პროდუქტი ან რესურსი რომლის გაყიდვაც გსურთ. ნებისმიერ პროდუქტს აქვს თავისი ხარისხი (max 7), ხარისხს ასევე თამაში მოვიხსენიებთ q ასოთი (quality). ასე რომ როდესაც შეხვდებით მსგავს ნაწერებს "ვყიდი q7 იარაღს იაფად", ნაგულისხმევია რომ მოთამაშე ყიდის მეშვიდე ხარისხის იარაღს და ეს უმაღლესი ხარისხია!
რესურსებს ხარისხი არ გააჩნიათ.
ხელმოწერა გადასახადი / ერთეული აჩვენებს რამდენი ლარი გადაერიცხება სახელმწიფოს ერთეული პროდუქტიდან გადასახადის სახით. ამ გადასახადს ეწოდება დ.ღ.გ. (VAT) (ამაზეც უფრო დეტალურად შემდეგ სტატიებში იხილავთ).
პროდუქტზე ფასის დადებისას, მასზე უკვე არის განთავსებული დ.ღ.გ. ანუ ბაზარში პროდუქტი გამოჩნდება იმ ფასით რაც თქვენ დაადეთ, თუმცა თქვენ მიიღებთ უფრო ნაკლებს, რადგან მას აკლდება დ.ღ.გ.
შემდეგ ირჩევთ ქვეყანას სადაც გინდათ გაყიდოთ თქვენი პროდუქტი (ჩვეულებრივ არჩეულია თქვენი ქვეყანა, სხვა ქვეყნის არჩევის შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ ლიცენზიის ყიდვა რაც 20 ოქრო ღირს.)
ბოლოს ვაჭერთ გაყიდვას და ეხლა უკვე ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ როგორი ფასი დაადეთ თქვენ პროდუქტს და თუ იქნება მოთხოვნა მასზე.
მოცემული ლინკი დაგეხმარებათ გაიგოთ თუ რა ფასები ადევს მოცემულ პროდუქტებს სხვადასხვა ქვეყნებში.





ასევე მინდა მოვუწოდო ყველა აქტიურ და საქართველოზე შეყვარებულ მოთამაშეს შემოუერთდეს ჩვენ პარტიას!

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ეს არის პარტია, რომლიც ზრუნავს როგორც თავის თანაპარტიელებზე ასევე ჩვენი ქვეყნის ყველა დანარჩენ მოთამაშეზე!

ჩვენს პროექტებს შეგიძლიათ გადახედოთ აქ!


დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ შემდეგ გამოცემებს 🙂



Vote & Subscribe არ დაიშუროთ 🙂

ო7 და ჰაკუნა მატატა 🙂