[რესპები] კონკურსი დიდი პრიზებით!

Day 2,912, 05:01 Published in Georgia Georgia by The Wolf of Georgia


საქართველოს ერონული გვარდია - Georgian National Guard
(http://www.erepublik.com/en/main/group-show/4283)
რესპუბლიკური პარტია- Republican Party of Georgia
(http://www.erepublik.com/en/party/republican-party-of-georgia-4787/1)
გიწვევთ უპრეცედენტო კონკურსში, სადაც თითეულ თქვენგანს მიეცემა საშუალება მოიგოს პრიზად 20 000 ქ1 საჭმელი და სხვადასხვა პრიზები. კონკურსი მიზანია შეძინოს საქართველოს მოთამაშეთა ახალი ტალღა, რომელიც გააძლიერებს ქვეყანას და ჩამოაყალიბებს ე-საქართველოს მომავლის ლიდერებს. რესპუბლიკური პარტიის და ეროვნული პარტიის ძირითდი მიზანი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობაა. გამოთქვით სურვილი კონკურსში მონაწილეობის თაობაზე, მოიწვიეთ თქვენი მეგობრები, დააგროვეთ ქულები და გაიმარჯვეთ. კონკურში გამარჯვება შეუძლია ყველას, მიუხედავად საკუთარი ლეველისა და ძალის მაჩვენებლისა.

იმისათვის, რომ კონკურსი იყოს მონაწილეთათვის სახალისო, სამართლიანი, აქვე ჩამოვთვლით რამდენიმე წესს და კონკურსის შინაარსაც გაგაცნობთ:

1.) კონკურსი იქნება საქართველოს ეროვნული გვარდიის წევრებისთვის. კონკურსის მიმდინარეობისას საჭიროა თქვენ და თქვენი მეგობრები ირიცხებოდეთ საქართველოს ეროვნულ გვარდიაში: http://www.erepublik.com/en/main/group-show/4283

2.) კონკურსში მონაწილეობა არის აბსოლუტურად ნაბაყოფლობითი. მასში მონაწილეობის მსურველი ამ სტატიაზე აკეთებს კომენტარს “ჩამწერეთ”.

3.) კონკურსის ხანგრძლიობა სტატიის გამოქვეყნების დღიდან 2 კვირაა. კონკურსი წყდება და რეზულტატები ჯამდება კონკურსის დაწყებიდან 14 კალენდარული დღის დასრულების შემდეგ.

4.) კონკურსანტების მიზანია მოიწვიონ საკუთარი მეგობრები, ახალდარეგისტრირებული მოთამაშეები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში და რესპუბლიკურ პარტიაში. მოწვეული მეგობრის რეგისტრაციის დრო უნდა იყოს კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში. უფრო ადრეული და გვიანდელი რეგისტრაციის მქონე რეფერალები არ ჩაითვლება კონკურსანტის ანგარიშზე.

5.) კონკურსანტი ყოველ მოწვეულ მოთამაშის ლეველზე აგროვებს 1 ქულას, თუ მის მიერ მოწვეული მოთამაშე გახდა ეროვნული გვარდიის ან რესპუბლიკური პარტიის წევრი, თუ მოწვეული მოთამაშე გაწევრიანდა ორივეგან, მაშინ კონკურსანტს კონკურსის დასრულებისას მოწვეული მეგობრის თითეულ ლეველზე დაერიცხება 2 ქულა.

6.) მოთამაშე წერს მოწვეული მეგობრის პროფილის ლინკს კონკურსის სტატიის გვერდზე, როგორც გამოხმაურებას საკუთარ კომენტარზე, როდესაც მან გამოთქვა სურვილი კონკურსში მონაწილეობაზე.

7.) მოწვეული ადამიანი ადასტურებს რეფერალს ზედა კომენტარზე გამოხმაურების სახით და მხოლოდ ამის შემდეგ ერიცხება ქულები კონკურსანტს მოწვეული მეგობრის მიერ აღებული ლეველის მიხედვით კონკურსის ბოლოს

8.) თუ კონკურსანტი დაიბანება ალტერების შექმნის გამო თამაშის ადმინისტრაციისგან, იგი ავტომატურად ეთიშება კონკურსს

9.) თუ კონკურსანტის მიერ მოწვეული მეგობარი დაიბანება თამაშის ადმინისტრაციის მიერ, მისგან მიღებული ქულები არ ემატება კონკურსანტს და აკლდება 1 საჯარიმო ქულა

10.) კონკურის დასრულების შემდეგ ყველა კონკურსანტის ქულები ჯამდება და გამოვლინდება 3 ძირითდი პრიზიორი.პირველ ადგილზე გასულს გადაეცემა 15000 ქ1 საკვები და 75 ქ7 იარაღი. მეორე ადგილზე გასულს გადაეცემა 7500 ქ1 საკვები და 35 ქ7 იარაღი
მესამე ადგილზე გასულს კი გადაეცემა 5000 ქ1 საკვები და 20 ქ7 იარაღი
მოთამშეებს რომლებიც კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას და შემოიყვანენ მინიმუმ 2 ახალი მოთამაშეს გადაეცემათ სიმბოლური პრიზი 1000 ქ1 საკვები.

11.) კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას კონკურსის განმავლობაში არაკეთილსინდისიერი და არაკოლეგიალური საქციელის გამო მოხსნან მოთამაშე კონკურსიდან. ასევე, განსაკუთრებულ შემთხევებში კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას გააკეთონ კონკურსის ვადაზე ადრე დასრულების, ვადის გაგრძელების ანდა გაუქმების განცხადება.

ყველა მოთამაშეს ვუსურვებთ წარმატებას, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება კონკურსიდან და მომმართეთ ნებისმიერი კითხვით კონკურსის თაობაზე.

წარმატებებს გისურვებთ