მცირეოდენი განმარტებები

Day 2,883, 10:02 Published in Georgia Argentina by M i r M i

საკმაო აჟიოტაჟი მოჰყვა თურქეთთან დადებულ ხელშეკრულებას და ჩემს აზრს ვიტყვი.
მთავრობის სახელით არ ვლაპარაკობ (გაიგე შილდ? :დ)

პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ როდესაც ირჩევთ ხელისუფლებას, ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას. ეს თქვენი არჩევანია და თქვენ მას აძლევთ ამის უფლებას. ამ ხელშეკრულების დადებაში რასაკვირველია ჩემი წვლილიცაა, მაგრამ მე არ გადავმხტარვარ თქვენს მიერ არჩეული ხელისუფლების თავზე და ჩემი ნება მათთვის არ მომიხვევია თავს. ეს დაიმახსოვრეთ.

ამიტომ თუ ვინმე იტყვის, რომ 2 კაცია შეკრებილი რომელთაც აქვთ დიქტატურა და რასაც უნდა იმას აკეთებენ, ეგ არის ტატყანი!

რაც შეეხება უშუალოდ ამ პირობებს.

პირველ რიგში, თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და რუკაზე რომ ვართ მათი 90%-იანი დამსახურებაა. თორე თავიდან ისეთი უმწეონი ვიყავით რომ არაფერი უნდოდა ჩვენს დაჭმას. მათ, ჩვენი შეჭმის ნაცვლად ჩვენთან მეგობრობა არჩიეს. და ძალიან ხშირად ჩვენს მხარეს ჩვენზე უფრო მეტს იბრძოდნენ და აკეთებდნენ.

დღეს თურქეთს უჭირს, მე მესმის რომ ჩვენც გვჭირდება აფხაზეთის ბონუსი, მაგრამ მათ ასეთ დროს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ რომ მალე დადგნენ ფეხზე. იმიტომ რომ მისი სიძლიერე, ჩვენი სიძლიერეცაა. გვთხოვა და მივეცით. არავინ აპირებდა ჩვენს ძალით აღებას და ა.შ. ეს იყო საჭირო და სწორი მეგობრული ჟესტი ჩვენი მხრიდან.

ჩემი აზრით თურქეთი ცუდად მოიქცა როცა ირანთან ასეთი ხელშეკრულება დადო, ისე რომ არ გაითვალისწინა ჩვენი ინტერესები ამან ძალიან გამაბრაზა და ვიჩხუბე კიდეც, მაგრამ, ეს შეთანხმება (მათი) არ ნიშნავს იმას რომ ჩვენს მეგობრობას ხაზი უნდა გადავუსვათ.

მოლაპარაკებების დროს, ყველაფერი არ გამოდის სააშკარაოზე, იდება მხოლოდ ამ მოლაპარაკების შედეგი, როგორც საბოლოო პროდუქტი. თქვენ გაეცანით პროდუქტს, მაგრამ ამის იქეთ ინფორმაცია არ გაქვს, ვერ გექნებათ და არც უნდა გქონდეთ. თუ აირჩიეთ მთავრობა, ენდეთ მათ გადაწყვეტილებებს, არცერთს არ გიყვართ ჩემზე მეტად ესაქართველო და ვერავინ მასწავლის რაა მისთვის უკეთესი და უარესი. როცა დავინახავ რომ ცუდი კეთდება პირველი მე ავკივლდები. მერე კობერიძე ამყვება და ასე 😁) ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. ყველაფერს აქვს თავისი შედეგი, ამ შეთანხმებასაც. ასე უკვალოდ არაფერი ჩაივლის.

კრიტიკა ადვილია, მართვა კიდე ძალიან რთული, გადაწყვეტილებების მიღებაც. მესმის რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნა არ გისწორდებათ, მაგრამ რაც თქვა თქვენმა მთავრობამ, ამაზე მეტს ახლა ვერაფერს იტყვის. თუ გაიგებთ ხომ კარგი, თუ არადა კიდე დადეთ ბევრი სტატიები და არახუნეთ სიტყვები.

მეტი არაფერი.