მგონი დაგვცინიან!
GeorgiaN...EmperoR
მოგესალმებით eGeorgian News-ის მკითხველებო და ესაქართველოს მოქალაქეებო. ამ სტატიაში მე მინდა გამოვეხმაურო ირანის საგარეო სამეთა მინისტრის - Albus-ის პროვოკაციულ განცხადებას, რომელსაც ქართველების მხრიდან უკვე მოჰყვა გამოხმაურება კომენტარების სახით. ირანის მოფა შეეცადა არგუმენტირებულად აეხსნა თუ რატომ მოახდინა ირანმა სომხეთისა და საქართველოს ოკუპაცია. თუმცა იმ არგუმენტმა, რომლითაც ირანის მოფა აპელირებდა სახეზე ღიმილი მომგვარა.
ახლა კი თქვენც გაგაცნობთ იმ "არგუმენტს" რომელზედაც წინათ მოგახსენეთ: ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საქართველომ თვითონ დაიწყო პროვოკაციული ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რითაც ომის პროვოცირება მოახდინა. კერძოდ, საქართველომ არ გაითვალისწინა "ირანის უფლებები სომხეთზე" და დაიპყრო სომხეთის ტერიტორიები, რაც შემდეგ სომხეთის ეგვიპტისგან გათავისუფლებად მონათლაო. ირანის მოფა აცხადებს რომ საქართველომ არალეგალურად და უსამართლოდ წაართვა ეგვიპტეს სომხური მიწები, რადგან ეგვიპტეს კანონიერად ჰქონდა ნაქირავები ეს მიწები ირანისგან. მოფა აქვე აკეთებს საინტერესო განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: სომხეთი არ არის დაუსახლებელი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სურვილისამებრ გაიყოფენ. სომხები ჩვეულებრივი ერია მოსახლეობითა და მთავრობით და ჩვენ პატივი უნა ვცეთ მათო.
სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, ირანის მოფამ სრულიად პარადოქსული განცხადება გააკეთა. იგი ამბობს რომ არავის აქვს უფლება უგულვებელყოს სომხების აზრი და დაუსახლებელი მიწასავით დაიკავოს მათი ტერიტორია, ანუ იგი მიუთითებს, რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება სომხეთში საკუთარი სურვილისამებრ ემოქმედა. მაგრამ ირანელ ალბუსს ერთი რამ გამორჩა: იგი ამბობს რომ საქართველოს არ ჰქონდა უფლება დაეპყრო სომხეთი, მაშინ როცა ირანმა საკუთარ თავს უფლება მისცა სომხეთის ტერიტორიები ეგვიპტისთვის მიექირავებინა. მაშინ მე მას ერთ კითხვას დავუსვამ: რატომ არ ჰქონდა საქართველოს სომხეთის დაპყრობის უფლება, თუ ირანს სომხური ტერიტორიების გაქირავების უფლებაც კი აქვს? ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ეს განცხადება, როგორც წინათ ავღნიშნე სრულიად პარადოქსულია, იგი აცხადებს რომ საქართველო სწორედ სომხეთში წარმართული არალეგალური კამპანიის გამო დასაჯა ირანმა, თუმცა არაფერს ამბობს იმაზე თუ რატომ იყო ლეგალური ირანის მიერ სომხური მიწების გაქირავება. სინამდვილეში ამ სტატიამ ირანის ბინძური პოლიტიკა გამოააშკარავა, რომლის შეფუთვასაც ირანი ათასგვარად ცდილობს.
ირანის მოფა ქედმაღლური ტონით საუბრობს და ამ სტატიაში ირიბად თუ პირდაპირ აცხადებს, რომ ირანს სრული უფლება აქვს თავისულად იმოქმედოს, მაშინ როცა სხვა ქვეყნებს ეს უფლება შეზღუდული აქვთ. სინამდვილეში ირანმა ისარგებლა თურქეთის მძიმე მდგომარეობით და საკუთარი ზრახვების შესრულება დაიწყო.
მინდა გითხრათ, რომ ირანს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს დაპყრობები აწარმოოს და საკუთარი ქვეყანა იმპერიად აქციოს. ისიც ვიცით, რომ ირანი არ არის პირველი და უკანასკნელი ოკუპანტი, რომელსაც ვებრძოდით, ვებრძვით და მომავალშიც მოგვიწევს ბრძოლა. თუმცა ირანი არის ის სახელმწიფო, რომლის პოლიტიკაც აგებულია პროვოკაციულ ქმედებებზე, სწორედ ამიტომაც არ ჰყავს ირანს რეალური მოკავშირეები.
ამ სიტუაციაში მე ერთადერთ გამოსავალს ვხედავ - მოთმინება. დიახ მოთმინება, რადგან ირანის წინააღმდეგ უაზრო აჯანყებებს აზრი არ აქვს. ირანთან (სპარსეთთან) ბროძლის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს რეალურ საქართველოსაც და ფაქტია, რომ უამრავი გმირის მიუხედავად საქართველო ირანისგან ოსმალეთმა გადაარჩინა, ოსმალეთისგან კი ირანმა. ამ სახელმწიფოების ურთიერთდაპირისპირებამ განაპირობა ის რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ. ახლა წარმოიდგინეთ ირანი და ოსმალეთი მოკავშირეები რომ ყოფილიყვნენ რა მდგომარეობაში იქნებოდა საქართველო. ამ ვითარებაში ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ დავეხმაროთ თურქეთს სერბეთისგან განთავისუფლებაში და შემდეგ ირან-თურქეთის დაპირისპირება ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. გარდა ამისა მე ვეთანხმები იმ განცხადებას (რომლის ავტორიც სამწუხაროდ არ მახსვოს), რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო წავკიდოთ ირანს. საქართველომ, თურქეთმა და სომხეთმა ერთობლივი მოქმედებით უნდა დავამარცხოთ საერთო მტერი და ამ საქმეში სხვა მოკავშირეებიც ჩავრთოთ.
მადლობთ ყურადღებისთვის
ესაქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე და ყოფილი კონგრესმენი - GeorgiaN...EmperoR
Comments
swori xar
gineba ar atexot!
o7 კარგი სტატიაა გეთანხმები 100პროცენტით
სტრატეგი ირანის პრეზიდენტად!
ამიტომაც ვამბობ რომ ჩვენზე მნიშვნელოვანი თურქეთის გათავისუფლებაა რათა მათი სახით ძლიერი ზურგი გვქონდეს.
[removed]
სომხეთი არ არსებობს.
3 თ 4 სომეხი თამაშობს ამ თამაშს და ისინიც პოლონეთში არიან.
ხან თურქებს, ხან ირანელებს, ხან აზერებს აქვთ ეს სომხეთი.
ბოლო ხანს კი გამოჩდნენ სომხები მაგრამ კიდიათ, თავს მაინც ვერ შეინარჩუნებენ
ახალი ვარ, მაგრამ რასაც ვუყურებ ალბათ სერბეთმაც დაიკიდა თურქეთი და ისპანეთის ტერიტორიებს მიაწვა. ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდნენ თურქები და შესაბამისად ამხელა ტერიტორიის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდებოდათ.
თურქები ძლიერები იყვნენ და სერბეთის მეგობრები, მაგრამ სერბეთს უღალატეს რაღაც საქმეში და სერბებმა თქვეს დაგიპყრობთო.
თურქებმა ვერ მოგვჭამთო, ხოდა სერბებმა 2 თვით დავიპყრობთო და დაიპყრეს კიდეც.
ახლა 2 თვე გავიდა და ათავისუფლებენ.
ვაა... საღოლ სერბეთი 🙂
ისე ამ თურქეის ნდობა შეიძლება? ნუ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რომ მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე გადის ფაქტია.
თვეების მანძილზე თურქეთის შიშით ვერავინ გვეკარებოდა.
ჩვენი დამცველები იყვნენ სულ და ვმეგობრობდით.
სერბები დიდ პატივს გვცემენ და მაგიტომ არ დაგვიპყრეს ჩვენც ))
magari statia kaia. realur istoriastan cota moikotleb rusetis imperiis paqtoric ar iyo naklebi damijere.
ჩემი აზრით რუსეთის ფაქტორი გეორგიევსკის ტრქტატის დადებამდე საერთოდ არ უნდა განვიხილოთ. ქართველმა მეფეებმა რუსეთთან კავშირი ჯერ კიდევ მე-16-17 საუკუნეებში დაამყარეს თუცა ამას ირან-ოსმალეთზე გავლენა არ მოუხდენია და მხოლოდ უარყოფითი შედეგი მოიტანა. მაგალითად მაშინ როცა თეიმურაზ პირველმა რუსეთის ქვეშემრდომობა არჩია ირანს შაჰ-აბას პირველმა სულაც არ გამოიჩინა რუსეთის რიდი და კახეთი მოაოხრა, ქართლის ტახტზე კი გამაჰმადიანებული ბაგრატიონი დასვა. რუსეთის ფაქტორი წესით პეტრე პირველის ლაშქრობას უნდა გაეზარდა კასპიისპირეთში, თუმცა მან წინსვლა ვერ მოახერხა და ლაშქრობა შეწყვიტა. რუსეთის ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია არ დასავლეთ საქართველოში, მაგალითად ოსმალეთმა სწორედ ამ ხანებში ჩამოართვა გურიას ბათუმი და ზემო აჭარა. რუსეთის ფაქტორი მხოლოდ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ შემოიჭრა სამხრეთ კავკასიაში, თუმცა რუსეთმა არც მაშინ ისურვა ტრაკის განძრევა და დაარღვია ტრაქტატით დაკისრებული მოვალეობები, რასაც კრწანისის ბრძოლა და თბილისის გადწვა მოჰყვა ანუ რუსეთის ფაქტორს ტრაქტატის დადების სემდეგაცკი არ მოუხდენია გავლენა აღა-მაჰმად-ხანზე და არც იმ დაღტნელ ლეკებზე, რომლებიც გამუდმებით არბევდნენ კახეთის სოფლებს. ასე რომ მე რუსეთის ფაქტორს რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს გადამრჩენელად არ მივიჩნევ. სწორედ ამიტომ დავწერე რომ საქართველო განადგურებას ირან-ოსმალეთის დაპირისპირებამ გადაარჩინა, რაშიც იმას ვგულისხმობ რომ სიტუაცია 10-მაგად უფრო მძიმე იქნებოდა ირანი და ოსმალეთი მოკავშირეები რომ ყოფილიყვნენ
istoric mcodne yopilxar kaia. giorgevsis traktatishi ra weria egac mitxari
გეორგიევსკის ტრაქტატი არის ორმხრივი შეთანხმება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომელიც 1783 წლის 24 ივლისს ჩრ. კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში გაფორმდა. ყველა პუნქტი არ მახსოვს მაგრამ ძირითადად მოგიხაზავ: ტრაქტატის თანახმად ქართლ-კახეთი შედიოდა რუსეთის იმპერიის მფარველობაში და არ ჰქონდა უფლება პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა სხვა ნებისმიერ სახელმწიფოსთან. რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო ქართლ-კახეთის შიდა საქმეებში. ქართლ-კახეთის მეფეს ამტკიცებდა რუსეთის იმპერატორი. რუსეთი ვალდებულებას იღებდა დაეცვა ქართლ-კახეთი ნებისმიერი გარეშე თუ შიდა მტრისგან, რისთვისაც ქართლ-კახეთში მუდმივად უნდა მდგარიყო 2 რუსული ბატალიონი, სამაგიეროდ ქართლ-კახეთიც ვალდებული იყო ჯარი გამოეყვანა და დახმარებოდა რუსეთს ნებისმიერ კამპანიაში. თუმცა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა ქართლ-კახეთში, რუსეთმა კი დახმარების მაგიერ უკან გაიწვია ორივე ბატალიონი, რითაც ტრაქტატი დაარღვია. 1800 წელს კი რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერა ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებას, რაც 1801 წელს მანიფესტის სახელით გამოქვეყნდა. ანუ რუსეთმა მეორედ და უხეშად დაარღვია ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია.
http://www.erepublik.com/en/article/-1344-2521984/1/20
gadaikitxe adre davwere am temaze
rac sheexeba imas ruseti ukan wavida da mere shemovida eg taqtikuli dzalebis gadanawileba iyo. ras izav ruseti mase omobs. napalions moskovi gadaawvevines da jari gadaarchines da mere napoleons deda moutynes. ra gruziu za giorgevski traktati rom eyvirat dedas moutynavda irani 😃 😃
ანუ რუსეთმა მეორედ და უხეშად დაარღვია ტრაქტატი და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია.
amas ar getanxmebi.
1. saqartvelo mashin saxelmwipo ar iyo. samepo iyo
2. romeli damoukidebeli saqartvelo iyo mashin iranma saxee aaxi. damoukidebeli saqartvelo namdvilat ar iyo rusetis shemosvlis momentshi.
rusetma damoukidebeli saqartvelo
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ბორჩალოს მაზრაში განხორციელებული პროვოკაციით დაწყებული საქართველო-რუსეთის ომი 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში მე-11 წითელი არმიის შემოსვლითა და საქართველოს გასაბჭოებით დასრულდა
მართალია, ალბუსი უნამუსოა!
ალბუსისნაირი 1 პოლიტიკოსი გვყავდეს არ გინდა? 🙂
ცუდი არ იქნებოდა 😃
axali aqauntebi rom gavaketot da somxetshi cahvasaxlot? ubralod chemi azria ar chamoqolot.
p.s me serbetshi var gadasuli samushaod da es iranic da serbetic datakebuliebi arian deili ordershi magat shroris brdzola midevs.
kaia