შეიცვალოს პრეზიდენტის მისალმება

Day 2,828, 08:55 Published in Georgia Georgia by Barcaman27

ერთი თვეა რაც ამ თამაშს ვთამაშობ და მივხვდი, რა არის მთავარი პრობლემა ესაქართველოსთვის. ყოველდღიურად, საკმაოდ ბევრი ქართველი რეგისტრირდება თამაშში, მაგრამ თამაშს მალევე ტოვებენ. რეგისტრირებული მომხმარებლებით მსოფლიოში მე-15 ადგილზე ვართ, მაგრამ ძალით მესამოცეზე.
ორ კვირაზე ცოტათი მეტია რეფერალებზე ჩალიჩი დავიწყე და უკვე 65 რეფერალი მყავს, მაგრამ 42-მა თამაში დარეგისტრირებისთანავე დატოვა. მხოლოდ ექვსმა მიაღწია მე-10 ლეველამდე. როგორც კი ვინმე ჩემ რეფერალად რეგისტრირდება, მაშინვე ვწერ, რომ თუ რამეს ვერ გაიგებენ, თამაში არ დატოვონ, მკითხონ და დავეხმარები. თუმცა, ამ შეტყობინებას ვერც ნახულობენ, რადგან თამაშში აღარ ბრუნდებიან.
მიმაჩნია, რომ პრობლემა პრეზიდენტის მისასალმებელ შეტყობინებაშია. ამ შეტყობინებაში დალინკულია ერთი 24-წუთიანი ვიდეო და ერთიც ძალიან დიდი ტუტორიალი. სრულიად უცნობი თამაშის შესასწავლად რამდენი თქვენგანი უყურებს 24-წუათიან ვიდეოს და წაიკითხავს ამხელა ტუტორიალს? ალბათ ცოტა. ახალ მოქალაქეს მაშინვე უჩნდება განცდა, რომ ძალიან რთულ თამაშში მოხვდა, რაც სიმართლე არაა.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის მისასალმებელი შეტყობინება დიდი არ უნდა იყოს. ამჟამინდელი ზომა საკმარისია. უბრალოდ, საჭიროა მისი სათანადოდ გაფორმება.
გთავაზობთ ასეთ რაღაცას: მომზადდეს ბევრი სტატია ამ თამაშზე და ლინკები ჩაიყაროს მისასალმებელ სიტყვაში. პატარ-პატარა სტატიების წაკითხვა ბევრად ადვილია, ვიდრე დიდი დოკუმენტის. პირადად მე მზად ვარ, Wiki-დან ვთარგმნო ყველა მნიშვნელოვანი და აქტუალური სტატია. კარგი იქნება, თუ გამოცდილი მოთამაშეები მოამზადებენ სტატიებს თამაშის სტრატეგიის შესახებ, რათა ახალბედებმა გაიგონ, თუ რა უნდა განავითარონ საწყის ეტაპზე და რა არა.
ცოტა ხნის წინათ ერთ სტატიაში წავიკითხე, რომ ბევრი ახალი მოთამაშე ქვეყანას დიდს ვერაფერს არგებს. ამ აზრს კატეგორიულად არ ვეთანხმები. არაა აუცილებელი, ქვეყანამ ახალბედა ომში გამოიყენოს. ბევრი მოქალაქ ნიშნავს ბევრი მუშა ხელს და ბევრ მყიდველს ბაზარში. სწორედ ეს 2 რაღაც ავითარებს ქვეყნის ეკონომიკას. თუ გვეყოლება ბევრი აქტიური მოქალაქე, ისინი, შესაძლოა, ომში არ გამოდგნენ, მაგრამ ქვეყანას ბევრ ფულს მოუტანენ. გარდა ამისა, თვეში 2-3 კაცი მაინც რომ დარეგისტრირდეს, რომლებიც თამაშში ნაღდ ფულს ჩადებენ, უკვე მიღწევა იქნება.

P.S. თამაში ქართულად ძალიან ცუდადაა ნათარგმნი. ადმინისტრაციას მივწერე, დაგეხმარებით სწორ თარგმანშითქო, მაგრამ არ უპასუხიათ. ხომ არ იცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა?