დღევანდელი ემსოფლიო.

Day 2,790, 03:19 Published in Georgia Bulgaria by Imperatori Napoleoni

მოგესალმებით ყველას,სანამ დავიწყებდე უშუალოდ თემაზე ლაპარაკს მინდა გითხრათ რომ მოხარული ვიქნები თუ სტატიაში ნაპოვნ შეცდომებს გამისწორებთ (არა გრამატიკულს,შინაარს ვგულისხმობ).ასევე ეს სტატია ძირითადად მოიცავს დღევანდელ მსოფლიოს მდგომარეობას და ამ თემაზე ლაპარაკით ახალ მოთამაშეებს გავაგებინებ დღევანდელ მსოფლიოს მდგომარეობას.როგორც ვიცით დღევანდელ მსოფლიოში 2 მხარეა სერბეთის და ჩილეს მხარეები ნუ 2-3 თვის წინ სტატია დავწერე უკვე ამ მხარეების შესახებ მარა კიდე ვიტყვი რომ სერბეთის მოკავშირეების ძლიერი ქვეყნებია : სერბეთი,არგენტინა,რუმინეთი,სლოვენია,ჩინეთი,პერუ,პოლონეთი,უნგრეთი,პორტუგალია,საბერძნეთი,რუსეთი,კოლუმბია და ასშ და მინდა გითხრათ რომ ეს ქვეყნები წამყვანი ქვეყნები არიან

მეორე მხარე ჩილეს მხარე სადაც ჩვენ ვიმყოფებით უფრო სუსტია ვიდრე სერბეთის მხარე.ეს დღევანდელი მსოფლიოს მოვლენებმა გვანახა.დახედეთ რუკას და იპოვეთ ზემოთ მოცემული ქვეყნები (სერბეთის მხარის) მიხვდებით რომ ყველა კონტინენტსა თუ რეგიონში სერბეთის მოკავშირეები ჯაბნიან ჩილეს მოკავშირეებს.ჩილეს მხარესაც ჩამოგითვლით ესენია : ჩილე,ხორვატია,თურქეთი,ბულგარეთი,კვიპროსი,ეგვიპტე,მაკედონია,დიდი ბრიტანეთი,იტალია,ესპანეთი,საქართველო და ასშ.ნუ ალბათ გაგეცინებათ რუკის დახედვის დროს რადგან ამ ქვეყნების უმეტესობა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გადაშენების პირასაა.2-3 თვის წინ კი დაძაბული და თანაბარი ბრძოლა იყო სულ რაღაც 3 თვეში ყველაფერი აირია და ამ სიტუაციის შემოტრიალებას და დალაგებას დიდი ხანი დასჭირდება მარა სანამ თურქეთი მყარად იდგება მანამდე საქრთველოც უსაფრთხოდ იქნება.მოდით ეხლა გადავიდეთ რუკაზე,სამხრეთ ამერიკაში დახედვის თანავე მიხვდებით რომ სერბეთის მხარე ჯაბნის ჩილეს მხარეს ევროპაშიც იგივეს ვიტყვი მარა ეს 2 დღეა ჩილემ საჰაერო დარტყმა განახორციელა საფრანგეთზე და ჯერჯერობით წარმატებით მიიწევს მარა დანარჩენ ევროპის რეგიონებში სერბეთის მხარე ბატონობს.ნუ აზიაშიც სერბეთის მხარე ჯაბნის ჩილეს მხარეს.აზიაში შემდეგნაირადაა სიტუაცია სერბეთმა თურქეთს შეუტია და იპყრობს და იპყრობს თურქეთის რეგიონებს ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია.ყველაზე ცუდი რამ რაც კი შეილება მომხდარიყო მარა ვიმედოვნებ რომ თურქები განდევნიან სერბებს და ისევ უსაფრთხოდ ვიქნებით.ნუ დანარჩენი აზიის რეგიონებზე არც მინდა საუბარი რადგან ნათლად ჩანს სერბეთის მხარის ბატონობა.ეს იყო დღევანდელი მსოფლიოს მიმოხილვა და იმედია 2-3 თვეში ჩილეს მხარე იბატონებს.
Vote და Subscribe თუ მოგეწონათ ეს სტატია