ესაქართველოს სახალხო პარტიის ზოგადი წესდება .

Day 2,721, 09:14 Published in Georgia Georgia by GRAFGEGA

მუხლი 1 - პარტიის წევრების უფლებები :
1) სრულად უნდა იყოს უზრუნველყოფილი პარტიის წევრის უფლების პატივისცემა , თითოეული პარტიელი არის თანასწორუფლებიანი პარტიაში .
2) პარტიის კეთილდღეობას და მიზნებს უპირატესობა უნდა ჰქონდეს ცალკეული მოთამაშის ან მოთამაშეების კეთილდღეობაზე და მიზნებზე .

მუხლი 2 - სარგებელი და ზიანი :
პარტიის საქმიანობა უნდა იყოს მიზანმიმართული პარტიის შიგნით მყოფი პირების მაქსიმალური სარგებლის მოტანით და მინიმალური ზიანის მიყენებით .

მუხლი 3 - ავტონომია :
პარტიის შიგნით გადაწყვეტილებების მიღებისას თითოეულმა პარტიელმა უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი და ამავდროულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებზე .

მუხლი 4 - თანხმობა :
თითოეული გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს პარტიელების თანხმობით , ყოველგვარი გადაწყვეტილება გაუქმდება თუ ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება პარტიელების უმეტესობა .
ეს არის ჩვენი პარტიის ზოგადი წესდება ვისაც სურვილი გაქვთ შემოდით ჩვენს პარტიაში http://www.erepublik.com/en/party/people-s-party-of-georgia-4796/1 პარტიის ლინკი . ასევე ესაქართველოს სახალხო პარტიის წევრები რომლებიც დააკომენტარებენ მიიღებენ 500 ქ2 საკვებს .