ჩხერის ბრძოლა --- ვიცოდეთ ვისი გორისა ვართ!

Day 2,716, 07:05 Published in Georgia Georgia by Vano Mikeladze

ოსმალთა წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედების მიზნით, 1773 წელს სოლომონმა და ერეკლემ თავიანთი კავშირი ხელშეკრულებით გააფორმეს და ხელშეკრულების ასლი რუსეთის მთავრობას გაუგზავნეს. იმავე წელს, ერეკლესა და სოლომონის ჯარები გორში შეიყარნენ და ჯავახეთში ერთად გაილაშქრეს. ქართველთა შეერთებეულმა ჯარმა არტაანამდის მიაღწია, მაგრამ სოლომონი მოულოდნელად ავად გახდა და ჯარი უკან გამობრუნდა.

1774 წელს, რუსთა ჯარის წასვლის შემდეგ, ფაშამ იმერეთში 4 ათასი კაცისაგან შემდგარი ჯარი გამოაგზავნა და თან დადიანი და აფხაზეთის მთავრიც წააქეზა სოლომონის წინააღმდეგ. სოლომონის თხოვნით, ერეკლე II-მ დადიანს ღალატზე ხელი ააღებინა და მანაც უარი თქვა თურქების წინადადებაზე. ამ დროს, ერეკლე თავად ემზადებოდა იმერეთში გადასასვლელად, როცა თურქთა ჯარმა სასწრაფოდ უკან დახევა დაიწყო. 6 თებერვალს გაიმართა გადამწყვეტი ჩხერის ბრძოლა. იმერთა ჯარი მტერს ჩხერის ვიწროებში ჩაუსაფრდა და უკანდასახევი გზა მოუჭრა. სოლომონის რაზმებმა კი ოსმალთა ზურგს დაარტყეს. ოსმალებმა ბრძოლის ველზე 1000 მეომარი დაკარგეს, 600 კაცი ტყვედ ჩავარდა, იმერთა მდევარმა რაზმმა ჩხერიდან ვახანამდე დაახლოებით 1400 მებრძოლი მოკლა.