საპრეზიდენტო კანდიდატის მიმართვა

Day 2,659, 17:19 Published in Georgia Georgia by L 1 0 N
მოგესალმებით

როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი მინდა 2 სიტყვით მოგმართოთ

დავიწყებ იქიდან რომ კენჭის ყრას არ ვაპირებდი და ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატობა გუშინ გადაწყდა. რომ გითხრათ 100 გვერდიანი ზე-გენიალური გეგმით მოვდივართქო მოგატყუებთ მაგრამ გპირდებით იმას რომ მე და ჩემი გუნდი ქვეყნის წინსვლისთვის ბოლომდე დავიხარჯებით.

წარმოგიდგენთ ჩემ გუნდს
პრემიერ მინისტრი - Georgian Woolf
საგარეო საქმეთა მინისტრი - xSteviex
ვიცე პრეზიდენტი - Thomas Crown Jr
განათლების მინისტრი - Floyd
თავდაცვის მინისტრი - R.P. McMurpy
ფინანსთა მინისტრი - Pridestalker

ასევე ყველა დეპარტამენტი რომელიც ახლა არსებობს ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას

ეროვნულ დემოკრატიული პარტიის და გაერთიანებული ქართული პარტიის ალიანსი (UGP) 9 თვის განმავლობაში ედგა ქვეყანას სათავეში, ამ 9 თვეში მქონდა პატივი 2-ჯერ პრეზიდენტის და 2-ჯერ პრემიერ მინისტრის პოსტი დამეკავებინა. ჩემი და ჩემი გუნდის გამოცდილება უფლებას მაძლევს დარწმუნებით გითხრათ რომ არც შიდა და არც მსოფლიო ასპარეზზე არ შეგარაცხვენთ 🙂


მუდამ თქვენს სამსახურში
პატივისცემით
Vettell