ყლეობა, სახელად ექართული არჩევნები

Day 2,563, 01:45 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

მოკლედ, მოგეხსენებათ, რომ უკვე მრავალ არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და ყოველი მათგანი წარმატებით წავაგე. წაგებაში ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს. კონგრესის არჩევნებში მართალია ყოველთვის ბევრ ხმებს იღებდა ჩემი პარტია, მაგრამ უმრავლესობაში, ამ არჩევნების არ იყოს, ვერცერთხელ ვერ მოვხვდი. არ მაქვს საუბარი (და პრეტენზია) იმაზე, რომ ჩემმა პარტიამ მოიპოვოს უმრავლესობა, მაგრამ აგერ კოალიციაში ვართ რესპუბლიკელებთან ეხლა. არჩევნები კი, ვინც თვალყურს ადევნებდით, სადღაც ხმების ერთნაირი გაყოფით მორჩა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.
ოფიციალური შედეგი რამდენიმე საათში გამოქვეყნდება, მაგრამ მე სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო.
ესე იგი, ყოველ არჩევნებზე ხდება შემდეგი რამ: ჩემი კანდიდატურა საპრეზიდენტოზე, ან პარტია კონგრესზე იჭრება წინ და სტაბილურად იმატებს ხმებს, უსწრებს (ვუსწრებ) რა დანარჩენ კანდიდატებს თუ პარტიებს. სადღაც დღის მეორე ნახევარში, საღამოსკენ ძვირფასი (არა, უძვირფასესი) გაერთიანებული ქართული პარტიის ხმებში რაღაც საოცრება ხდება. ანუ... სიტყვაზე რამდენიმე პარტიაა (ან საპრეზიდენტო კანდიდატი) ყველა კრიფავს თავის ხმებს და ხმების მომატება ლოგიკურად ხდება, პროცენტული სხვაობა მეტნაკლებად იგივე რჩება და დიდად არ იცვლება. ზემოთხსენებულ დროს კი უგპ უცბად იჭრება წინ. ისევე, როგორც უგპს-ს კანდიდატი საპრეზიდენტოზე. იჭრება წინ მანამდე, სანამ არ გადაასწრებს წინ სხვა კანდიდატს, ან კონგრესის არჩევნებში არ იღებს "უსაფრთხოების ზონის" (უმრავლესობაში მოსვლისთვის საჭირო ზმების რაოდენობას) ზემოთ. შემდეგ ნელდება უგპ-ს მიერ ხმების აკრეფვა. რამე რა თქმა უნდა ყველასთან იკლებს ხმების მომატება, შესაბამისად მათი კონკურენტი იმატებს, მაგრამ ნელა და ნელ-ნელა კვლავ ეწევა მათ. თუმცა დილით ისევ ხდება "რივოკი" და უგპ კვლავ წინ იჭრება.
სულ პირველად ეს დავაბრალე მათ მიერ ონლაინ მოთამაშეების დაფლუდვას. კაი ბატონო, იმ არჩევნების შემდეგ ჩვენს პარტიაში ფლუდიზმის კორიფეები გამოიზარდნენ. ლამის მეც დამფლუდონ ხოლმე. აი გუშინ მაგალითად, ჩვენგან ერთი 10 კაცი მუშაობდა დაფლუდვაზე დროის სხვადასხვა მონაკვეთში (და ერთდროულადაც). მეცნიერულ დონეზე აქვთ დამუშავებული დაფლუდვის ხელოვნება. მოკლედ დაფლუდვა არაფერ შუაშია.
ფაქტია, რომ გუშინ ჩემს თვალწინ უგპ-ს სულ რამდენიმე წუთში მოემატა 6 ხმა. სანამ გაოცებისგან პირს ვაღებდი, ჩემს თვალწინ ყველას და ყველაფერს გადაასწრო უგპ-მ, ლამის საკუთარ თავსაც. რა თქმა უნდა ჩვენც ვიმატებდით ნელ-ნელა, ისევ მოწყდა უგპ და მანამდე არ გაჩერდა, სანამ მათი და ედპ-ს ხმები 50 პროცენტს არ გაუთანაბრდა.

მოკლედ, ბევრი ვილაპარაკე. შეგიძლიათ სულ არ წაიკითხოთ ზემოთ ნაწერი, მარტო ეს წაიკითხეთ: რატომაა, რომ ყველა არჩევნებზე უგპ-ს არ აქვს კარგი შედეგები თავიდან, მერე კი არალოგიკურად სწრაფად იმატებს. რატომ??? ხომ უნდა ჰქონდეს ამას ახსნა?

უბრალოდ ყელში ამომივიდა უკვე რა.
გავკარი ეგეთ არჩევნებსაც და ეგეთ მოგებასაც თუ წაგებას.
მართლა არ მესმის, ის ხალხი, რომლებიც ჩემთან არიან პარტიაში და აქტიურად თამაშობენ, დაინტერესებული არიან ეპოლიტიკით, რატომ ჩერდებიან ჩემთან. ნახევარი წელია ვერ ვთვაზობ მათ ქვეყნის მართვას. კონგრესი რომ ყველას კიდია კი იცით. ეს ხალხი კი მოწადინებულია რამე გააკეთოს, რომელიმე სფეროში თავი გამოსცადოს, გამოცდილება მიიღოს და მუდმივად მოვლენებს მიღმა რჩება, მომავალი გამარჯვების იმედით. მომავალში კი ის ხდება, რაც წინაზე. გვაქვს მშვენიერი შედეგი, მივდივართ წინ. ვიმატებთ სხვებზე მეტ ხმებს, უცბად კი ბაც და რაღცა ყლეობა ხდება.
ჰოდა რომ გავიგო, რა ხდება და როგორ ხდება, იცოდეთ სიკეთეს არ ელოდოს ჩემგან არავინ.

შეიძლება არეულად მიწერია ზემოთ, ამიტომ მოდით ციფრებით ვეცდები აგიხსნათ რას ვგულისხმობ.
დავყოთ საათებად არჩევნების დღე.
ხმების რაოდენობა პირობითია.

ჩვენ, უგპ, მესამე პარტია, მეოტხე პარტია, მეხუთე პარტია.

1 საათი
ჩვენ-3 ხმა
უგპ-2
მესამე-2
მეოთხე-1
მეხუთე-1

2 საათი
იგივე

3 საათი
იგივე

4,5,6,7,8,9 საათი იგივე

10 საათი
ჩვენ-3 ხმა
უგპ-5 ხმა
მესამე-2
მეოთხე-1
მეხუთე-1

11, 12 საათი იგივე.

მერე უბრუნდება საწყის მდგომარეობას.
ცოტა ხანში ხდება ისევ ის, რაც 10, 11 და 12 არჩევნების საათზე.
შემდეგ კვლავ ჩერდება და დილით "საჭიროების" შემთხვევაში კვლავ ხდება დიდი ნახტომი.

ჩემი აზრით ხდება ის, რომ ჯერ არ უნდა ვიღაცას "საიდუმლო იარაღის" გამოყენება, შემდეგ ხედავს რა, რომ თუ არ გამოიყენა, ესამშობლო ხელში უვარდება გარეწრების და სისხლისმსმელების ბრბოს. მას კი მართალია ყელში აქვს ამოსული ხელისუფლებაში ყოფნა, მაგრამ ამათ ხომ ვერ ჩაუგდებს ხელში ქვეყანას და მიმართავს "უკიდურეს ზომებს".
თქვე კაი ხალხო, ნელ-ნელა მაინც შეუშვით, შესამჩნევი რომ არ იყოს.
ან ლოგიკურად ამიხსენით, რატომ ხდება ისე, ზემოთ რაც დავწერე საათებით და ციფრებით. რაღაცა ლოგიკური ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს, არა?! დაფლუდვა უკვე გამოვრიცხეთ, მაგაში ჩვენ ვერავინ გვაჯობებს.

ჰოდა, აი შევეცი ეგეთ არჩევნებსაც, ეგეთ მოგებასაც, ეგეთ წაგებასაც და საერთოდ ეგეთ თამაშსაც.

პატივისცემით
მარად თვენი ჯიმი