კონგრესის წესდება

Day 2,534, 13:36 Published in Georgia Turkey by Levan M

ჩვენ გვაქვს ახალგაზრდა ექვეყანა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალბედაა და საკმაოდ მომრავლდა შემთხვევები, როცა გამოუცდელები კონგრესში ხვდებიან და დაუფიქრებლად გამოაქვთ ესა თუ ის კანონები. ამიტომ მგონი კონგრესის წესდების შექმნა სავალდებულოა, რითაც განსაზღვრული იქნება კონგრესის მუშაობის სქემა და მისი დარღვევის შემთხვევაში დაწესდეს სანქციები.


პირველი რაც მომდის თავში ისაა, რომ დაწესდეს აუცილებელი კრიტერიუმი კონგრესში შესვლის მსურველთათვის. ვფიქრობ, კონგრესში შესასვლელად აუცილებელი იყოს მინიმუმ ერთი ჰარდ ვორქერის მედალი, რათა ისეთები არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში ვინც გარტყმაში არ არიან თამაშის 🙂.


კანონის გამოტანამდე აუცილებელი გახდეს მისი წინასწარ განხილვა კონგრესმენთა ჩატში, რათა ყველა საქმის კურსში იყოს თუ რას უყრის კენჭს.


წესდების დარღვევის შემთხვევაში მოთამაშეს აეკრძალოს შემდეგ ვადაზე კენჭის ყრა(ანუ საარჩევნო სიის ბოლოში მოხვდეს რითაც ფაქტიურად უშანსოდ დარჩება)



ეს რათქმაუნდა წესდების შავი მონახაზია და ამიტომ დაწერეთ რას ფიქრობთ ამის შესახებ და ერთად ჩამოვაყალიბოთ კორექტული კონგრესი