ესაქართველოს უცნობი ისტორია

Day 2,508, 01:06 Published in Georgia Georgia by Emiliesta

ესაქართველოს ისტორია პლატოსშობიდან 2371 დღეს არ დაწყებულა, ის გაცილებით უფრო ძველია და მე შევეცდები მოგითხროთ ამაზე.
2009 წლის სექტემბრის ერთი ჩვეულებრივი, ან არც ისე ჩვეულებრივი დღე იდგა ფორუმზე. ონლაინ გეიმსის განყოფილებაში ახალი თემა გაიხსნა, იუზერი ბეკარიუსი გვამცნობდა ამ თამაშზე, პატარა ტუტორიალიც დაეწერა და გვეპატიჟებოდა დასარეგისტრირებლად. ახლა ეაშშს შევეკედლოთ და თუ ბევრნი დავრეგისტრირდებით ესაქართველოსაც შეგვიქმნიანო. მოვგროვდით ორმოცდაათამდე მებრძოლი, ნელ ნელა ვერკვეოდით თამაშში, ვაწყობდით მეურნეობებს, შევქმენით ორგანიზაციები, არაოფიციალური სამხედრო დანაყოფი (თამაშის მაშინდელი ვერსია მუ-ს შექმნას არ ითვალისწინებდა.)
შევეკედლეთ ამერიკის ფედერალისტთა პარტიას და არჩევნებშიც გავიყვანეთ ჩვენი კანდიდატი. ნელ ნელა იზრდებოდა ჩვენი ლეველი და მცირდებოდა რაოდენობა. რუკაზე საქართველოს ადგილას ნაცრისფრის გაფერადების ამაო ლოდინში ბეზრდებოდათ თამაში ესითიზენებს.
რამდენიმე თვეში გავნახევრდით, თუმცა ეს დარჩენილი ნახევარი აქტიურები ვიყავით, გადავეწყვეთ, გადმოვეწყვეთ და ახლიდან ავიქოქეთ. შევქმენით ქარხანათა გაერთიანება, დავიწყეთ ჩვენს მებრძოლებზე იარაღისა და საკვების დარიგება. ორი ათეული ვიყავით და ძალითაც დიდად ვერ ვამაყობდით, მაგრამ საჭირო დროს საჭირო ადგილას ჩვენს მოკრძალებულ დემიჯს ვდებდით. მაშინ ჩვენი მთავარი მტრები ეაშშ-დან გამომდინარე იყვნენ უნგრეთი და სერბეთი. ბევრჯერ ააწიოკა ევროპა ამ ორმა გველეშაპმა, გავიდნენ აღმოსავლეთით იაპონიამდე და დასავლეთით ესპანეთამდე. ამერიკის კონტინენტზეც გადმოვიდნენ და რუსეთთან ერთად უნგრეთმა 49 შტატი დაიპყრო, თუმცა ავად სახსენებელი პერიოდი, შიმშილი, ალყა და მომხდური ნელ ნელა გავდევნეთ მატერიკიდან. ამ ყველაფერში პატარა ქართული დაჯგუფებაც მონაწილეობდა. ჯორჯიან სფეშალ ფორსიზ. ოცამდე მებრძოლი, რომელიც ჯერ კიდევ ელოდებოდა შავი ზღვის ნაცრისფერი ესანაპიროს გაფერადებას.
გავიდა დრო და ხანი, მოიკრიბეს ძალები ჩვენი მფარველი ქვეყნის მოკავშირეებმა, იფეტქა ბეიბი ბუმმა პოლონეთში, ბრაზილიასა და აშშში. რუმინეთმა ომი გამოუცხადა უნგრეთს და მოკავშირეების დახმარებით გავაქრეთ უნგრეთი რამდენიმე დღით, შევავიწროვეთ მისი და სერბეთის კოლონიებიც. უნგრელებს მოტყდათ კისერი, სერბები კი მედგრად იდგნენ და არ თმობდნენ ჩინეთის მდიდარ კოლონიებს. აშშმ ინდოეთის ბარაქიანი მიწები იქირავა და ქართულმა ორგანიზაციათა ქსელმაც ერთობ იხეირა ბიზნესში, დანარჩენებთან ერთად.
სავსე იყო ხაზინა იარაღით, გოლდით, სავსე იყო ესაქართველოს დროებითი ფილიალის საწყობიც და ვეძგერეთ მტერს გადამწყვეტ ბრძოლაში ჩინეთის მიწებზე. დავდეთ ბეჭებზე სერბების უძლეველი არმია. ქ5 საჭმელი არ აკლდა ომის შემდგომ საზეიმო ნადიმს. ქ5 ყანწებით მიირთმევდნენ ქ5 ღვინოს ქართველი მებრძოლებიც. (მაშინ ქ5 იყო უმაღლესი ლეველი. 🙂 )
დადგა დრო რუსეთსაც მიეღო საკადრისი პასუხი. შეუტია აშშმ რუსეთის აღმოსავლეთ მიწებს და ქართული დანაყოფიც რა თქმა უნდა დიდი შემართებით გაეშურა ომში. ურალამდე ჩავედიტ, ეს არ ვაკმარეთ რუსებს და პტო მოვუწყვეთ. ამ ოპერაციაში რამდენიმე ქართველი აგენტი იღებდა მონაწილეობას.
შემდგომი დღეები მეტნაკლებად მშვიდობიანი იყო. რუსეთმა ზოგი ომით და ზოგიც ხვეწნა მუდარით დაიბრუნა დაკარგული ტერიტორიები. უხალისობა ჩამოწვა ერეპაბლიკში და ამ უხალისობას ქართველ სითიზენებს ისევ ის გაუფერადებელი ნაცრის ფერი უორმაგებდა.
უკრაინელთა თხოვნით და მოწვევით ქართულმა სათვისტომომ მეგობარ ეუკრაინას შეაფარა თავი, იქ გადავიტანეთ ჩვენი ორგანიზაციები და სამხედრო დანაყოფი, აქაც გვყავდა ჩვენი წარმომადგენელი პოლიტიკაში. დავუახლოვდით უკრაინელებს და ეჭვნარევი, თუმცა გულის სიღრმეში მაინც იმედიანი ოცნებებით ვინუგეშებდით თავს, რომ როდესმე ესაქართველოში გადასვლა გვეღირსებოდა და მოძმე უკრაინელებთან ერთად მოვიგერიებდით საერთო მტრებს.
ედღეები გადიოდა. ადმინისტრაცია კვლავაც ყურად არ იღებდა ქართველების, უკრაინელების და რამდენიმე ცნობილი ამერიკელი მოთამაშის თხოვნას საქართველოს დამატებაზე.
ქართველი სითიზენები ესაქართველოს მოლოდინში დედ სითიზენებად იქცნენ.
შემოვრჩით მხოლოდ 4 თუქლიქერი-ჯიმი, დიდ გიორგი, მე და ჩემი მეუღლე ალიცესთ.
როსმედიანიც შემოიკლიკებოდა ხოლმე ხანდახან. ამ დროს უკვე ამერიკაში ვიყავით გადასული.
მოულოდნელად ერთი უკრაინელი ნაცნობი მოთამაშისგან წერილი მივიღე. ქართული სათვისტომოს მეთაური ხომ იყავიო, მეთქი აღარც სათვისტიმო არსებობს და აღარც მეთაური ვარ მეთქი. 🙂 ქვეყნების დამატებაზე გამოკითხვას ატარებენ და რამდენიმე ასეული ხმა ჩვენზე იყოსო, აბა დატრიალდით ბეიბი ბუმი აყარეთ, მოძლიერდით, თქვენნაირი უღალატო მოკავშირე ჰაერივით გვჭირდებაო.
ამის შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად იცით, ვინც არ იცით, აგერ თანამებრძოლების სტატიებს გაეცანით და მათ აქვთ აღწერილი. 🙂 დასრულდა ეს ჩემი ამბავი.
პტო იქა, ქუშვიდი აქა
ბანები იქა, გოლდები აქა. 🙂