ესაქართველოს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ

Day 2,417, 11:29 Published in Georgia Georgia by JangavaDze
ესაქართველოს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ

ეს კანონი არეგულირებს ესაქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის წესს, მათ უფლებებსა და ვალდებულებებს.
უფლებები :
1.ესაქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური პარტია, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
2. ესაქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს 50 ძალის(strength) აღების შემდეგ .
3.ნებისმიერი პარტიის ლიდერს აქვს უფლება აირჩიოს და თანმიმდევრობის მიხედვით დააწყოს კონგრესის კანდიდატები თავისი შეხედულებისამებრ
4.ყველა პარტიას აქვს უფლება წარადგინოს სასურველი პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ან მხარი დაუჭიროს სხვა პარტიიდან უკვე არსებულს.


პარტიის წესდების მიხედვით აკრძალულია:

1.მოთამაშეების მოსყიდვა ხმების ასაგროვებლად .
2.კონგრესის კანდიდატად 25 ლეველამდე მყოფი მოთამაშის დაყენება .
3.უპასუხისმგებლო და არააქტიური კონგრესმენის ხელმეორედ პარტიის კანდიდატად წარდგენა(შავ სიაში შევა).
4.პარტიამ არჩევნებამდე უნდა წარადგინოს კონგრესის კანდიდატების სია და მათი სამომავლო გეგმები.
5.პარტიის წევრის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი იქნება დაჯარიმებული 500 ლარით,დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აეკრძალება ქვეყანაში რაიმე პოლიტიქური აქტივობა.(შევა შავ სიაში და არცერთი პარტია არასოდეს კონგრესის ან პრეზიდენტობის კანდიდატად არ დააყენებს)
6. ტოპ 5 პარტიის ლიდერმა რომელიმე კონგრესის კანდიდატად დააყენოს პირი ფულის და ქრთამის აღების ნიადაგზე.



წესდების დარღვევის შემთხვევაში ბრალდებული უნდა დაისაჯოს,ხდება ხმების მიცემა სასჯელის მეთოდის ასარჩევად ,თუ უმრავლესობის ხმები გადანაწილდება რამოდენიმე ვარიანტზე, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ამჯერად მხოლოდ იმ ვარიანტებზე რომლებმაც მეტი ხმა დააგროვეს.

სასჯელების სია :
1.ფორუმის გასაიდუმლოებულ გვერდებთან და ფაილებთან წდომის წართმევა გარკვეული დროით
2.ყველა პარტიისთვის აკრძალვა ამ კანდიდატურის კონგრესში ან პრეზიდენტობაზე წარდგენაზე
3.ფულადი ჯარიმა რომელიც პირდაპირ ახალი მოთამაშეების განვითარების ფონდში ირიცხება
4. ქვეყნის სპიკერის გაზეთში დანაშაულის გასაჯაროება.
5.დაფინანსების შეწყვეტა გარკვეული დროით
6. მოქალაქეობის შეცვლის მოთხოვნა [გამოცხადდება ქვეყნის მტრად ]

დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოხდება პარტიის ლიკვიდაცია ქვეყნის მთავრობის მიერ(ეს პარტია გავარდება ტოპ ხუთეულიდან და ვეღარ დააყენებს კონგრესმენებს კანდიდატებად)

დიდი მადლობა ყველას ვინც გამონახა დრო და დაგვეხმარა გუნდურად ამ კანონის დაწერაში