დღე მეორე

Day 789, 01:34 Published in USA Georgia by Emiliesta

მოგესალმებით ქართველებო!


მოისმინეთ რამდენიმე განცხადება : >



***
პირველ დღეს არმიაში გაწევრიანდა 11 მოთამაშე:

Tungozavri
volgampower
Did_Giorgi
Vollik
Faustus Black
aikevich
Geoguard
rati lolashvili
Alicest
Zedgini
Aieti

რამდენიმე ელოდება სამსახურიდან გათავისუფლებას და მალე შემოგვიერთდება.
20 მდე ვგროვდებით. კარგი იქნება თუ 30+ ვიქნებით, ამიტომ მიაწვდინეთ ხმა ყველა ქართველ მოთამაშეს და მიეცით გაზეთის ლინკი!


***
მოთამაშეებს Faustus Black და Zedgini ვთხოვთ დაიყენონ საერთო ავატარი.


***
არმიის ამჟამინდელო და მომავალო წევრებო!

დააგროვეთ მედლებით მოპოვებული გოლდები და შეეცადეთ შეიძინოთ ქ5 სახლები. ქარხნები რომ გავითარდება, დღეში 6 სიცოცხლე დაგვაკლდება, რაც 2 დღეში ერთხელ 1 ბრძოლაზე უარის თქმას გვაიძულებს და არმიის მიერ მიყენებული ზიანი 5%-ით დაიკლებს.



***

დაიბადა იდეა:
ვინაიდან ჩვენი სტრენგსი ძირითადად საშუალო, ან საშუალოზე დაბალია, დაფინანსდეს ფასიანი ვარჯიშები იარაღების ნაცვლად, თუმცა, ეს როგორც ვიცით ძვირი ჯდება, ამიტომ, განვიხილავთ ამ საკითხს, რამდენჯერ და რა სიხშირით შევძლებთ ვარჯიშების დაფინანსებას და გადავწყვეტთ. გამოხატეთ კომენტარებში თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.


***

ჯარის ეფექტურად მართვისთვის გვესაჭიროება რამდენიმე მოხალისე-ათმეთაურები.
ათმეთაური იქნება ათეულის ლიდერი, ექნება თავისი ორგანიზაცია, სადაც ბრძანების შემდეგ გადაერიცხება ვარჯიშის ან ბრძოლის დასაფინანსებელი თანხა და დაურიგებს თავის ათეულს.
ათმეთაური უნდა იყოს აქტიური მოთამაშე.
ბრძანების გამოსვლის შემდეგ, დააკომენტებს სტატიაში:
მივიღე ბრძანება და მზად ვარ შევასრულო.
გააცნობს სამოქმედო გეგმას ათეულის წევრებს, დაურიგებს იარაღს ან ფულს (ვარჯიშის შემთხვევაში) და გააკონტროლებს გეგმის წარმატებით შესრულებას.
ამის შემდეგ X ათეულის ათმეთაური შემოდის ამავე ბრძანების სტატიაში და აკომენტებს:
X ათეულმა ბრძანება შეასრულა წარმატებით.


მართვაში დახმარების მსურველებმა მომწერეთ პმ.