360 Gradus ინტერვიუ Jimmy Levy #3

Day 2,476, 09:13 Published in Georgia Austria by NicK TS

მოგესალმებით დღეს შემოგთავაზებთ ინტერვიუს Jimmy Levy-თან (Will of Georgia). ძალიან საინტერესო გამოვიდა და იმდედია თქვენც დაგაინტერესებთ. პ.ს რამოდენიმე დღეში საპრეზიდენტო არჩევნები და ვიმედოვნებ კიდევ მოვახერხებ ინტერვიუების აღებას ისეთ თემებთან დაკავშირებით როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თბილისზეე დაცვის მოხსნა, სამხედრო რეფორმები და სხვა. ასევე რა მიმართულებით აპირებებნ მუშაობის გაძლიერებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და რაც მთავარია ძირითადი პრეზიდენტობის კანდიდატები.

1. როგორ შეაფასებთ წინა კონგრესის მუშაობას?

სამწუხაროდ როგორც წინა, ისევე იმის წინა კონგრესი არ იყო ქმედითი.
თუმცა მიუხედავად ყველაფერისა არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ეს ესაქართველოს პირველი კანონმდებლები იყვნენ. მათ პირველებმა წარადგინეს საკუთარი ესამშობლო და შეეცადნენ რაც შეიძლება მეტად გამოდგომოდნენ ესამშობლოს.
მეც ყველა მოწვევის კონგრესმენი ვარ და ვიცი რა ენთუზიაზმით და ეპატრიოტიზმით მოვიდა ეს ხალხი.
აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ვისაუბრო როსმედიენზე, ესაქართველოს პირველ (მეორე და მესამე) პრეზიდენტზე. როგორც იცით შემდეგ არჩევნებში კენჭს არ იყრის და შეგვიძლია მასზე, როგორც ყოფილ პრეზიდენტზე ვისაუბროთ და შევაფასოთ მისი ნამუშევარი უკვე როგორც ჩავლილი.
მისი შეფასება განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს ჩემგან რამდენიმე მიზეზით. ჯერ ერთი მისი კანდიდატურა პირველ საპრეზიდენტო არჩევნებზე პირადად ჩემი წამოყენებულია. მეორეც, მოგეხსენებათ წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი მთავარი მეტოქე მე ვიყავი და ჩამოვრჩი ოდენ 4 ხმით.
მასზე საუბრის დაწყების წინ, მინდა მას განსაკუთრებული მადლობა მოვუხადო, როგორც ესაქართველოს რიგითმა მოქალაქემ. მან განსაკუთრებული (და რაც მთავარია დადებითი) როლი ითამაშა საქართველოს "ისტორიაში". პირველი დღეებიდანვე აქტიურად ჩაერთო და ქმედით მონაწილეობას იღებდა საქართველოს ყველა საჭირბოროტო საკითხის გადაჭრის პროცესში. კი, რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა, მაგრამ უსამართლობა იქნება თუ არ დავამატებდით აქვე, რომ ბევრად უარესიც შეიძლებოდა 🙂. მოკლედ მე მის პრეზიდენტობას საერთო ჯამში დადებითად დავახასიათებ.
კი, ყველასთვის ცნობილია, რომ მის მიმართ უამრავი პრეტენზია მქონდა, მაგრამ მათ შესახებ ახლა საუბარს არ ვაპირებ. მინდა მხოლოდ მადლობა მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის მხოლოდ სიამოვნება იყო მასთან ერთად ერთ გუნდში ყოფნა. მეტოქეც ძლიერი და ღირსეული იყო.

2. რა გეგმები გაქვთ და რის შეცვლას აპირებთ კონგრესის მუშაობაში?

ვაპირებ ძირეულად შევცვალო კონგრესის როლი და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩავრთო თითოეული კონგრესმენი (რა თქმა უნდა დამოუკიდებლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა). მინდა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა ხდებოდეს არა პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, არამედ კონგრესის მიერ ხმის მიცემით.
მხედველობაში მაქვს ის საკითხებიც, რომელთა კენჭისყრაზე გატანა თამაშში გათვალისწინებული არ არის.
ვფიქრობ კონგრესის თავმჯდომარის ინსტიტუტზე.
მინდა მთავრობას უხელმძღვანელოს პრემიერმინისტრმა და ამით პრემიერმინისტრის პოსტს რეალური ვალდებულება დაეკისროს.
მინდა პრეზიდენტმა საკუთარი ნებით ამ ინსტიტუტებს დაუთმოს ქვეყნის მართვა და მხოლოდ ზოგ შემთხვევაში ჩაერიოს. თუნდაც ვეტოს უფლებით.
ეს ყველაფერი მოგვცემს: 1. პოლიტიკური კულტურის განვითარებას ესაქართველოში. გაიზრდებიან ახალი პოლიტიკოსები. შეიქმნება ბირთვი ეპოლიტიკოსების, რადგან მეტი ძალაუფლება გამოაჩენს და ზედაპირზე ამოიყვანს მეტ ხალხს, რომლებსაც ძალაუფლების ფლობის უნარი გააჩნიათ. 2. განაწილდება ხელისუფლება. რაც გინდა კარგი იყოს პრეზიდენტი, შეიძლებელია ყველა ერთად შეკრებილზე კარგი იყოს. ჯობია ქვეყანა მართოს ხალხმა, მათმა ყველა წარმომადგენელმა ერთად.

3 თქვენი აზრით რამდენად შეძლებთ თქვენი მიზნების რეალიზებას?

ვფიქრობ მთავარი მონდომებაა. თამაშში უამრავი მოთამაშეა დიდი პოტენციალით. საჭიროა ამ პოტენციალის გამოვლენა და შემდეგ მისთვის შანსის მიცემა.
ოღონდ შემდეგი თვე (და იქნებ თვეებიც) ყველაზე შეუფერებელია საქართველოსთვის. თბილისს ეხსნება დაცვა, რაც პირველ 4 თვეში მოგვცა თამაშის ადმინისტრაციამ. დაცვის მოხსნა კი მრავალ ქვეყანას გაუჩენს სურვილს, მთლიანად დაგვიპყროს. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან ძნელი და ცხელი დღეები გველის. შესაბამისად მიზნების რეალიზაცია შეიძლება გაჭირდეს იმ უბრალო მიზეზით, რომ ამის თავი არავის ექნება.

4. რას აპირებთ ეკონომიკის გაუმჯობესების კუთხით, მოგეხსენებათ ესაქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მუშაობს რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე?

ფინანსთა მინისტრად ყოფნისას დავამუშავე და წარმოვადგინე სამი პროექტი. ზემდეტი თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, რომ სამივე ძალიან კარგი, იდეალურად გათვლილი და განსახორციელებლად იოლია. და რაც მთვარია, ჭრის სამ დიდ პრობლემას.
ესენია:
1. კრედიტების გაცემა
მოთამაშეების კრედიტირება, რათა მათ შეძლონ მოახდინონ კაპიტალდაბანდება და არ იყვნენ დოტაციის იმედზე. ეკონომიკურად გაიმართონ წელში. ზოგ შემთხვევაში კი ჩამოყალიბდეს წარმატებული მეწარმე-ბიზნესმენი.
2. ფასების რეგულაცია
ბაზარზე ქორვაჭრული ფასების თავიდან ასარიდებლად შეიქმნას სავაჭრო სამრეწველო პალატა, რომელიც ხელოვნურად დაარეგულირებს ფასებს. სიტყვას მოყვა და სავაჭრო პალატას გარდა ამ ფუნქციისა სხვა საქმიანობებიც ექნება და ამ ორგანიზაციას ძალიან დიდი მომავალი აქვს. ვიწვევ ყველა მოყვარულ ფინანსისტს და ეკონომისტს მასში გასაწევრიანებლად.
3. მილიტარი უნიტების დაფინანსება
ეს პროექტი და მასში მოყვანილი დაფინანსების სისტემა თითქმის ერთი თვის წინ დავწერე. მსგავსი სისტემით მოახდინა დაჯილდოვება თამაშის ადმინისტრაციამ ამ კვირაში გამართულ ტურნირში. ალბათ ჩემი პროექტი წაიკითხეს და მომპარეს 😁))

მოკლედ, სამივე პროექტის ბმულს ვდებ აქ და შეგიძლიათ დაწვრილებით გაეცნოთ.

http://www.erepublik.com/en/article/-1-2420721/1/20
http://www.erepublik.com/en/article/-1-2420796/1/20
http://www.erepublik.com/en/article/-1-2420985/1/20

ეს პროექტები ვეღარ განვახორციელე, რადგან შემდეგ მინისტრთა კაბინეტში ვეღარ მოვხვდი.
იმედი მაქვს მომეცემა საშუალება მათი განხორციელების. ამ ერთთვიანი პაუზის დროს შემოვიკრიბე ის ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ თუ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისთვის.

5. თუ შეგიძლიათ მოკლედ გვიამბოთ თქვენი მომავალი პოლიტიკური გეგმის შესახებ. აპირებთ თუ არა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას საპრეზიდენტო არჩევნებზე?

ჩემი კანდიდატურა უკვე წარმოვადგინე და მინდა გითხრათ ვაპირებ მასში გამარჯვებას. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. იმედია არ ვცდები 🙂.
გეგმების უმეტესობაზე პრაქტიკულად ზემოთ მოგახსენეთ.
გამარჯვების შემთხვევაში ჩემს საპრეზიდენტო მმართველობას დავუთმობ ესაქართველოში პოლიტკულტურის განვითარებას. შევეცდები მოვიძიო მეტი ენთუზიასტი და დავეხმარო მათ გახდნენ ეპოლიტიკოსები. ისწავლონ (და მასწავლონ) პოლიტიკა. ისწავლონ ქვეყნის მართვა, რადგან ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში მათ მიეცემათ ამის შესაძლებლობა.
შევეცდები განვახორციელო ჩემი თუ სხვისი ეკონომიკური პროექტები და შემდეგ მივადევნო თვალყური, რომ მათ იმუშაონ. ჩავრთო რაც შეიძლება მეტი ადამიანი.
პროგრამა მინიმუმი: საქართველო დარჩეს იმავე საზღვრებში, რომელშიც ახლაა. ამის შესრულება ძალიან ძნელი უნდა იყოს წესით. მიზეზზე ზემოთ გესაუბრეთ. თუმცა რაღაც გეგმები ამ მიმართულებითაც მაქვს და ვეცდები ისინი განვახორციელო. პირველ რიგში მინდა ნატურალიზაციის გზით დავიმატო ძლიერი მებრძოლები ესაქართველოში. აგრეთვე მივესალმები ახალი მოთამაშეების მიერ ძლიერი აკაუნტების შეძენას.
ჩვენ ჯერ კიდევ პატარა ბავშვივით უმწეო და უსუსური ქვეყანა ვართ. მაგრამ გუნდურად მუშაობის შემთხვევაში, არდანებების შემთხვევაში, ახალი ექართველების მოწვევის შემთხვევაში, აქტიურად თამაშის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საუკეთესო შედეგებს.
მთვარია არ დავნებდეთ!
ხუთი წელი ვთამაშობდი ამ თამაშს იმ იმედით, რომ საქართველო დაემატებოდა თამაშს. ხუთი წელი არ დავნებდი და ძალიან გთხოვთ, ხუთ წუთში ნუ დაყრით ფარ-ხმალს. მე დანამდვილებით ვიცი, რომ ესაქართველო დაიმკივდრებს თავის შესაფერის ღირსეულ ადგილს ემსოფლიო რუკაზე. ოღონდ ამისთვის თქვენ ხართ საჭირო, თითოეული თქვენგანი, უთქვენოდ არაფერი გამოგვივა.