"Georgian professional academy" - ახალი military units

Day 2,411, 15:00 Published in Georgia Georgia by HORRORsan


ინტერვიუს ვიღებთ PAVL1KA_სგან



ყველასათვის ცნობილია, რომ საქართველო ახალბედა ქვეყანაა erepublik-ში, არსებობს Georgian National Army სადაც Cadet's Military Academy-ს კურსამთავრებულები ირიცხებიან. ჩემი და offline.gwardia ინიციატივით გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი მილითარ უნითი რომელიც მაქსიმალურად ორიენტირებული იქნება საქართველოზე, Georgian professional academy-ს აქვს იმის საშუალება გამოკვებოს და მოამარაგოს ქ7 ნაწარმით, რაც მოგეხსენებათ შუა ომის დროს გადამწყვეტ როლს თამაშობს თუ მოწინააღმდეგეს წინ რითი იდგები.
მოგახსენებთ რომ საქართველოს მოქალაქე რომელსაც ექნება 500str–ზე მეტი შეეძლება იმსახუროს Georgian professional academy-ში, ჩვენი მთავარი მიზანია დიდი წვრილი შევიტანოთ საქართველოს გამთლიანებაში და მის დაცვაში, ხოლო ამისთვის ყველანაირი რესურსი გაგვაჩნია. ჩვენთვის მთავარია ხელი შევუწყოთ საქართველოს წინ სვლას და გაძლიერებას, ასევე მილითარი უნითი მარაგდება 100%-ით მხოლოდ ქ7 ნაწარმით, რაც მოგეხსენებათ პატარა ხარჯებთან არაა დაკავშირებული.
პირველ რიგში მოგეხსენებათ ვინც აკადემიას დაამთავრებს გადადის ახალ საფეხურზე რაც არც თუ ისე იოლია, ჩვენთან მილითარ უნითში ვაფასებთ და ხელს ვუწყობთ იმ ქართველ ვაჟკაცებს რომლებიც მზად არიან საქართველოსთვის იომონ, ასევე ჩვენი პრიორიტეტია უპირველესად ჯარისკაცების მაქსიმალურად ხელშეწყობა განვითარება ყველა მხრივ, მათ გვერდით ყოფნა ბრძოლა და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე, რაც ემსახურება საქართველოს გამთლიანებას და გაძლიერებას.
უპირველესად დავიწყოთ იმით დღესდღეობით არსებულმა საქართველოს მილითარ უნითებმა თავისი მაქსიმალური შედეგი აჩვენეს, რამაც საქართველოს სრული განთავისუფლება ვერ შეძლო. ჩვენთან გაწევრიანებულ მოთამაშეებს შეეძლებათ აჩვენონ თავისი მაქსიმალური შესაძლებობა, ჩვენ გარე ბრძოლებზე ორიენტირებულები არ ვართ, ჩვენი უმთავრესი მიზანია საქართველოს სრული განთავისუფლება და გარე მტრისგან დაცვა! ჩვენთან გაწევრიანებული ხალხი სრულ მზადყოფნაში იქნებიან ნებისმიერი სიძლიერის მტრის წინააღმდეგ საომრათ! მხოლოდამხოლოდ საბრძოლო მოქმედებაში ჩართვა საქართველოს ინტერესების დასაცავად და წინასწარ საფრთხის თავიდან აცილება! ხელს ვუწყობთ ყველა მხრივ Georgian professional academy-ში გაწევრიანებულებს პროფესიონალ სამხედროებად ჩამოყალიბებაში.