ინტერვიუ Eსაქართველოს პრეზიდენტთან

Day 2,459, 00:36 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოგესალმებით მოქალაქეებო. გთავაზობთ არც თუ ისე მწირ ინტერვიუს ჩვენი ქვეყნის საიმპიჩმენტო პრეზიდენტთან 😃
წაიკითხეთ, საინტერესოა.


RPM - ოკ. დავიწყეთ. ნუ, პირველ რიგში მოუყევი პატიოსან მკითხველს როგორ დაიწყე თამაში, საიდან გაიგე საიტის შესახებ, როდის იპოვე პირველი ქართველები, როგორ ვითარდებოდა შენი ექაუნთის ისტორია
ROS - პირველად დავიწყე, როდესცა გაიხსნა პირველი თემა ფორუმზე, 2009 წელს. ბევრმა ქართველმა დავიწყეთ ერთდროულად თამაში. იმ დროს, გვპირდებოდნენ საქართველოს დაამატებენო, მაგრამ რამდენიმე თვეში დაახლოებით, მივხვდი რომ არ აპირებდნენ და მივატოვე. ქართველების 90%-მაც მიატოვა. ხო, მაგის მერე რამდენიმე თვეში თუ 1 წელში, დაახლოებით, ისევ დაიწყომ ახალმა ტალღამ თამაში, ისევ იმავე პირობით.
ისევ მივატოვეთ.
მერე, ისევ მომწერეს ადმინებმა, ხალხს თუ მოაგროვებ, დავამატებთო. მოვგროვდით ბევრი ქართველი და ისევ დაგვაგოიმეს.
ყოველი "თავიდან" დაწყების დროს, ერეპუბლიკი ძალიან განსხვავებული მხვდებოდა.
უმეტესობა ამერიკაში ვიყავით.
RPM - მე როგორც ვიცი საქართველოს დამატებას რამდენიმე ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ძირითადად უცხოელებმა და კუბას მერე მეორე ადგილზე გავედით. რატომ გვედგნენ ასე მხარში?
ROS - ზოგს ჩვენ ხარჯზე უნდოდა გაფართოება, ზოგს კიდევ სხვა ქვეყნებზე მეტად საქართველო მოსწონდათ, განსაკუთრებით ევროპელ მოთამაშეებს.
RPM - არ ფიქრობ რომ ეს მოწონება, მას მერე რაც საქართველო დაემატა, გაქრა? ნუ, საქმით ნაკლებად ჩანს, გამონაკლისი ალბათ უკრაინაა. სტივი შენი მოყვანილია. მოგვიყევი ცოტა სტივზეც
ROS - მხარდაჭერას დიდად ალბათ არც გეგმავდნენ, უბრალოდ სხვებზე მეტად მოსწონდათ საქართველო რეალურ სამყაროში, ან უბრალოდ გაგონილი ჰქონდათ უფრო მეტად.

სტივი Georgian_wolf-მა გამაცნო. თავიდანვე გვერდში გვედგა და ძალიან გვეხმარებოდა ყველაფერში, რამეთუ იგი ერთადერთი იყო ჩვენს შორის, ვისაც გამოცდილება ჰქონდა (უკრაინაში იყო აქტიურად პოლიტიკაში). უმეტესობა საგარეო საქმეთა მიღწევები მისი დამსახურებაა.
RPM - ეს რამეთუ რა იყო ახლა, მოდუნდი, ეშაფოტზე კი არ ხარ 😃 ნუ, აქედან ალბათ უფრო საინტერესო ნაწილი იწყება. დანარჩენ პროცესებს ასე თუ ისე მეც ვიცნობ. ვულფი, ძალიან საინტერესოდ შემოვიდა იჯორჯიაში, არავის გიცნობდათ, ფორუმზეც ამისთვის დარეგისტრირდა მგონი და პირველი პოსტი ირეფაბლიქის თემაში ჰქონდა. როგორ ფიქრობ, არ დაბრუნდება?
ROS - ვოლფი ალბათ ყველაზე მეტად ზრუნავდა ესაქართველოზე. ძალიან აქტიურობდა თავიდანვე და მაქსიმალურს აკეთებდა ყველაფერში. თავისი პირადი ექაუნთიც ნაკლებად ადარდებდა, ყველაფერს ქვეყანას ახმარდა.
არამგონია ასეთი ადამიანი არ დაბრუნდეს, თუ რეალში არ აქვს პრობლემები.
RPM - პრეზიდენტობის მეორე არჩევნები. თითქოს კენჭისყრაშიცმონაწილეობას აპირებდა. მერე შენც გაიჩითე კანდიდატად და ვულფმა დათმო. რა მოხდა მაშინ?
ROS - მე პირადი საქმეების გამო რამდენიმე დღე ვერ შემოვდიოდი თამაშში, შესაბამისად ხალხში უკმაყოფილებამ იჩინა და ვოლფიც აპირებდა გაპრეზიდენტებას. თუმცა, მერე ვუთხარი რომ უკვე შევძლებდი აქტიურობას და დატმო პოზიცია.
RPM -კეთილი. საქართველოს ყველაზე კარგი მოქალაქე რომელია/იყო, ეს გავარკვიეთ. რომელია ყველაზე ცუდი მოქალაქე შენი აზრით? :ინტრიგა:
ROS -ყველაზე პატრიოტულ მოქალაქედ ისევ ვოლფს დავასახელებდი.
ყველაზე ცუდი ისაა, ვინც ყველაზე ნაკლებად აქტიურობს, ალბათ.
RPM -ანუ ან შენ ან ჯიმი? 😃
ROS -კაი ახლა :დ
RPM -მოდი ცოტა ჯიმიზეც ვისაუბროთ. ჩემთვის პირადად დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. შენ, ჯიმი და თუნგი, როცა დავრეგისტრირდი ჩემთვის იმ კუნთებიანი ბიძიებივით იყავით, ხალხს რომ ამერიკაში აფრენს. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს კუნთები გაქრა. ამერიკაშიც ვერავის აფრენთ. ანუ, მოლოდინები გაქრა, განსაკუთრებით ჯიმისთან მიმართებით. შენი აზრი როგორია?
ROS - მეტს მოველოდი მეც მისგან.
აქტიურობის მხრივ, პირველ რიგში. რამდენიმე პოსტზე იყო, წარმატებულს ვერცერთს ვერ დავარქმევდი.
ფინანსთა მინისტრობის დროს, ბოლო დღეებში აქტიურობდა შედარებით, თუმცა მისი არცერთი გეგმა არ განხორციელებულა. როგორც თქვა არჩევნების დროს, იმის გამო იყო, რომ ჩემი თანხმობა არ მიუღია. ნუ ეს ალბათ არჩევნების პროპაგანდის ნაწილი იყო, რა ვიცი. მისი გეგმები რომ ვნახე, უკვე 3 დღე იყო დარჩენილი არჩევნებამდე და უაზრობად ჩავთვალე, მათი განხორციელების მცდელობა.
ასევე, ძალიან ცუდი გუნდი შემოიკრიბა გარშემო, ჩემი პირადი აზრით. ასევე მათ პარტიაზე, რა გეგმებსაც გვპირდებოდნენ სესხებთან დაკავშირებით, პირადი ჯიბიდან, შესაძლებელია ახლაც გაკეთდეს, მაგრამ ვერ ვხედავ ჯერ-ჯერობით და არ ვიცი სახელმწიფოში მოსვლის შემდეგ რამდენად გააკეთებდნენ.
RPM -რატომ? ბევრი ძველი მოთამაშე ჰყავს გარშემო, ხუბცუ, დიდ გიორგი, გიორგი და ექვსი შვიდიანი... მთლად ეგრეც არაა. მარტო ოში ხომ არაა გუნდი?
ROS - მათგან ბევრი აქტიურობა არ მინახავს, ასე რომ მათზე არ მაქვს საუბარი.
RPM - საქართველო რომ შეიქმნა, პირველი პადჟიგაწელი მე ვიყავი და სულ გეჩხუბებოდით და ჭკუას გარიგებდით, მერე თემო111 გამოჩნდა, მერე ოში. ახლა არშავა ცდილობს ჩაენაცვლოს, მაგრამ ოში მყარად ინარჩუნებს პოზიციებს. როგორ ფიქრობ, როდემდე გაგრძელდება, აი ეს პროცესი, ახალბედა მოთამაშეების მოსვლა და ეგრევე სხვებისთვის ჭკუის სწავლება?
ROS - სამუდამოდ, ალბათ.
RPM - რატომ არ კონტაქტობ უფრო მეტს ხალხთთან? არ აწვდი ინფორმაციებს და ბევრს ჰგონია/ეგონა, რომ არაფერს აკეთებ.
ROS - ვინც პირადად მწერს რამეს, უპასუხოდ არ ვუტოვებ არასდროს, ისე კი ყველა ადგილას ყველაფერს ვერ წავიკითხავ.
RPM -კარგი. რა მიგაჩნია შენი პრეზიდენტობის პერიოდში ყველაზე დიდ მიღწევად და შეცდომად?
ROS - თავიდან ალბათ ნორმალურ ქვეყანად ჩამოყალიბება.
კარგი გუნდის შეკრება
ძალიან კარგ ალიანსში შესვლა
ასევე ის, რომ თითქმის ყველა ტერიტორია ჩვენია და 1 გაქირავებულია.
ახალი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად გავიქაჩეთ და ჯერ ყველაფერი წინაა.
ეს ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა გუნდმა და ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს ესაქართველოს.
შეცდომები არის ის, რომ რამდენიმე რამის გაკეთება ვერ მოვახერხეთ.
მაგალითად, სრულყოფილი დასაქმების სისტემის შექმნა.
ასევე ალბათ შესაძლებელი იყო, პოლიტიკურად ასე არ დავშლილიყავით
RPM - კარგი. მომავალზე მოცხე და დავიშალეთ. შენს მომავალზე, შენი პარტიის, კიდე თუ აპირებ პრეზიდენტობას და საერთოდ, როგორ ფიქრობ, რა გველის უახლოეს მომავალში, განსაკუთრებით ფარის მოხსნის შემდეგ..
ROS - პრეზიდენტობას არ ვაპირებ.
წესით, არც ახლა ვაპირებდი, მაგრამ ვიფიქრე, საშიში იქნებოდა ქვეყნისთვის, გამოუცდელ კონკურენტს ჩაეგდო ხელში პარტია, ასეთ სიტუაციაში.
ქვეყანას, თუ სწორად წარიმართა, დიდი მომავალი ელის, ჩემი აზრით.
ამისთვის აუცილებელია განვაგრძოთ ხალხის მოზიდვა და მათი აღზრდა.
ფარის მოხსნას რაც შეეხება, დარწმუნებული ვარ, ამ წამს რომ მოიხსნას ფარი, არაფერი მოგვივა.
მომავალში რა სიტუაციაში ვიქნებით, არ ვიცი.
RPM - და რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?
ROS - ღალატს, რა თქმა უნდა!