ის რაც ჩვენს ხელშია
The Georgian Knight
მოგესალმებით.
გადაწყდა ჩვენს პარტიაში რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე გავდივართ, ხოლო კანდიდატი გახლავართ მე, მინდა ამ სტატიაში დავწერო ის თუ რა გეგმები მაქვს მე და ჩემს მეგობრებს.
საქართველო უნდა განთავისუფლდეს მალე, გვაქვს შანსი ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ, ჩემი მთავარი მიზანი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში იქნება ეკონომიკური განვითარება, საჭიროა ავიღოთ +100% ბონუსები, ვიქირაოთ ტერიტორიები რომელიმე ქვეყნისგან, ქირის ფულს მთლიანად მე და ჩემი თანაპარტიელები დავფარავთ, საქართველო უნდა გამოცხადდეს თავისუფალ ეკონომიკურ ზონად, უნდა დავწიოთ გადასახადები და მოვიზიდოთ უცხოელები ეს მისცემს ახალბედებს საშუალებას რომ უფრო სწრაფად განვითარდნენ, უნდა მივწეროთ მოკავშირეებს, გავაღრმავოთ ურთიერთობები და დავიწყოთ საერთო ეკონომიკური პროექტები, შეიძლება სხვა სახის თანამშრომლობაც დავიწყოთ მთავარი იდეაა.
აქამდე სულ ბრძოლაში ვიყავით და არ გვქონდა საშუალება დაგვესვენა, მემგონი ამდენი რამის შემდეგ დავიმსახურეთ კარგი დასვენება, ქვეყანაში რომელიც ნამდვილად დაიწყებს განვითარებას.
კონკრეტულად ნამდვილად არ მაქვს გადაწყვეტილი ვინ რა პოზიციაზე იქნება მთავრობაში, თუმცა აუცილებელი იქნება არა თითო ადამიანის დანიშვნა არამედ ჯგუფ-ჯგუფად მუშაობა, თუ ყველამ ერთად არ ვიმუშავეთ ისე არაფერი არ გამოგვივა.
აუცილებლად ველოდები მინისტრებისგან სხვადასხვა მრავალფეროვან კონკურსებს.
ასევე კარგა ხანია ერთი იდეა მაწუხებს და შეიძლება გამოგვადგეს 2 თვის წინ მომაფიქრდა მაგრამ სისრულეში არ მომიყვანია და ახლა მეძლევა შანსი, ზოგიერთ ახალს არც სკაიპი აქვს და არც სხვა რაიმე რომ მარტივად დავუკავშირდეთ ერთადერთი ერეპის ჩათია, იქ წერა საკმაოდ გამაღიზიანებელი და რთულია, რას ფიქრობთ თუ იქნება წუთნახევრიანი ვიდეოები რომლებიც კონკრეტულად რაიმე თამაშის სქემის ახსნას მიეძღვნება, ბევრი წერის მაგივრად ძალიან მარტივად ჩაუგდებდით ლინკს და აუხსნიდით ყველაფერს ასე.
მოკლედ რომ ჩამოვწერო პუნქტებად :
• ეკონომიკური პროექტები
• გადასახადები დაიწევა
• ესაქართველო გახდება ეკონომიკური ზონა
• საერთო ეკონომიკური პროექტები მოკავშირეებთან
• დაიწყება ახალბედების უფრო სწრაფი განვითარება
• გადასახადების დაწევისგან შემცირებულ ყოველდღიურ შემოსავალსაც ჩვენი პარტია შეავსებს სრულად
• ვიქირავებთ მიწებს რომლის გადასახადს ჩვენი პარტია დაფარავს
• საერთო მუ, ჩვენივე ინიციატივით ამიერიდან დაფინანსდება სრულად ჩვენი პარტიის მიერ
• გაღრმავდება ურთიერთობები მოკავშირეებთან და მოიძებნება სხვა საჭირო ქვეყნები რომლებიც მომავალში დაგვეხმარებიან.
ეს არის ის ძირითადი იდეები რომლებიც სხვადასხვა ნაირად იშლება და კიდევ უფრო ღმა პრობლემების მოგვარების საშუალებას მოგვცემს, მუდმივი ომი ნიშნავს იმას რომ არავის არ სცალია ახალბედებისთვის, ნიშნავს რომ არავის არ სცალია ეკონომიკისთვის, ჩვენ კი პირიქით გვირჩევნია ვისაც სროლა და ომი უნდა სავარჯიშო ომებში ისროლონ, ხოლო დანარჩენებმა მიხედონ თავის აქაუნთებს რომ მომავალი დიდი ომებისთვის (რომლებიც აუცილებლად გველის) ვიყოთ სრულად მზად.
აბა, დავდგეთ ერთად ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის და ყველაფერი გამოგვივა.
Comments
წარმოებას რაც შეეხება საქართველოში ბონუსები ნულია და გირჩევთ რუმინეთში წამოხვიდეთ, იმპორტის გადასახადი დაბალია რაც იმის შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საკვები დადოთ რუმინეთიდან საქართველოში, და + ამას ბევრად მეტ მოგებას ნახავთ და მალეც განვითარდებით, ჩემის მხრივ მე რითაც შემეძლება დაგეხმარებით 😉
რუმინეთში მაღალი ხელფასებია და რომ გიღირდეს ქარხნები უნდა გქონდეს ძლიერი. ისე წარმოების გადასახადი რამდენია? აშშ-ში მაგალითად იმაზე მეტს მართმევდნენ რასაც ვაწარმოებდი
1 kargi D3 ukve daemata 😃
luka eg altebit chalichze kargi tema dawere forumze.. ra programit da riti aris shesadzlebeli altebi chalichi kargi iqneba
ო7
Vetels da mtavrobas im 2000 dolarit ro kai aqauntebi eyida exla chven udzlieresebi viqnebodit
me-3 punctshi ar mesmis ratom ar unda moewonos es mtavrobas? pirikit kargi azria vetyvi prezidents da gaaketebs chats
კარგი იქნება თუ მოხდება ეგ, ინფორმაციის ტრიალი დაიწყება მარტივად ქვეყანაში