ვაპროტესტებ ლექსებით, ფასი შეთანხმებით!

Day 2,978, 00:50 Published in Georgia Georgia by G V A N G V A L O

ვეჩერ დობრი და მოდის დორბლი ახლა დრუზიას,
მი ზასტავილი პლატო ეგო მამიდამისს და
ახლა რუსები ქართველებს თუ მუხლზე უზიან,
ახლა ვინც მუხლზე ქართველს უზის ყველა რუსია
მეუბნები და რაზგავორში ტყლიპი გამისკდა.

ტყლაპა ტყლუპია ტყუილების ტყვარჩზე ტამპონი,
თქვენ წერთ საერთოდ აბსურდებზე რადგან აბდული
მერფი და მეფე თანაც ამ დონის.
დაგინებულზე ძაღლებს ამბობს ჰოდა გამგონი
ეძებს არ გამგონს იმ ღვიძლით და ზოგჯერ ამ გულით.

სასაცილოა პოეტებო თქვენი პლიადა,
სადღაც ნაძვის ხე არა აქვთ და სამ ცალ კუს რთავენ,
მე თქვენს ლექსებს რომ ვკითხულობ ვამბობ "ბლიადს" და
არ გეშინიათ საფლავში თუ ამოტრიალდა
რადგან ფიქრობთ რომ სასაფლაო არ აქვს რუსთაველს.

ო დრტვინვავ ჩემო, ნაშა სლავა ბუდეტ ისპორჩენ,
ი ნაში სტიხი უიმედოდ დადის ტანტალით,
მე სულ მკიდია ვის შერჩა და ახლა ვის მოჭრენ,
უბრალოდ მინდა სულ კვნესა და ხვნეშა ისმოდეს,
როდესაც სადმე გაშიშვლდება სქელი ბარკალი

თუნდაც სადიას აიღე და დამკალი მერე,
ერეპო დააფასეთ გვანგვალ გენია
რადგან ფასი აქვს დიდ საჯდომს და პატარა ნერვებს,
ყველას გირჩევთ რომ ადექით და ჩემსავით წერეთ,
რადგან ლექსები თქვენ რომ ჯღაბნით მოსაწყენია...