[ ე.დ.პ. ] ჩვენი გზა!

Day 2,933, 07:19 Published in Georgia India by Ready to Die G


გამარჯობათ ბიჭებო და გოგოებო, პირველყოვლისა მინდა შევეხო რესპუბლიკელების პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც აქ შეგიძლიათ იხილოთ, როგორც ჩანს კულუარებში ყველაფერი ისე არ არის , როგორც მათი წევრები გვარწმუნებენ , როგორც ჩანს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა არ ხდება , ამას თქვენს განსჯას და საღ გონებას დავუტოვებ.

ახლა კი გადავიდეთ მთავარ საკითხზე:


რას დაგვპირდა დღევანდელი მთავრობა და რა მივიღეთ, რა შეასრულეს მათ...

შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს გამაფრთხილებელ სტატიებს და მოწოდებებს მათ მიმართ, რომლებსაც წესით უნდა გაეთვალისწინებინათ, მაგრამ არ გაითვალისწინეს...

სტატია #1
სტატია #2

აქვე გაეცანით მათ დაპირებებს
ამჟამინდელი მთავრობის პროგრამა

როგორც ხედავთ, მათ საკმაოდ ბევრი დაპირება ჰქონდათ, რომლებიდანაც, არც თუ ბევრი, არამედ თითქმის არც ერთი შესრულებულა.
მოდი განვიხილოთ.

ძალებს,რომლებმაც სათავეში ეს მთავრობა მოიყვანა , წარმოადგენს ეროვნული ფრონტი , რესპუბლიკური პარტია და ქართველი დემოკრატები .

რა შეიძლება ვთქვათ ამ პარტიებზე.
არც ერთ მათგანს ამჟამად არ აქვს საკმარისი რესურსი, მოთამაშეების მხრივ,რომ ნორმალურად დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ თვეში.

ფრონტმა დაყვინა, დღითიდღე სულს ღაფავს, დემოკრატები გადაშენდნენ და აღარ არსებობენ , ხოლო რესპუბლიკელები, არ ვიცი მათზე მე სათქმელი არაფერი მაქვს, აქტიური, თუმცა ყოვლად უპერსპექტივო პარტია ამ თვეში მმართველობის მხრივ,მომავალში ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ.


პრობლემა #1:


სასწაული იდეოლოგიისა და ე.წ. ერთობის უპერსპექტივო და უაზრო მოხსენიება,რათა თავიანთი მომავალი დაღმასვლა და უგუნურება გაამართლონ:

მათი დაპირებებიდან:
„უმთავრს პრობლემად სწორედ ერთმანეთის გაუტანლობა, დაშლილი და შეუთანხმებელი თამაში გამოვკვეთეთ.
გვინდა, რომ ერთად და მეგობრულად ვითამაშოთ, ერთად დავუხვდეთ მტერს და ერთად ავღნიშნოთ გამარჯვებები.“


ერთიანი და შეთანხმებული თამაში ვიცი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისი ომის დროს, როდესაც კოორდინირება და ერთობლივი მოქმედება დიდწილად წყვეტს ომის ბედს, სხვა შემთხვევაში კი კრახით სრულდება .
ხოლო შიდა პოლიტიკის განხილვისას და გარკვეული მოვლენების შეფასებისას არ ვიცი მე ერთობა და ტკბილსიტყვაობა, უმიზეზო ქებით ან ცუდზე თვალის დახუჭვით ადამიანი ვერ გახდის უკეთესს თავის გარემოს .
ახლა წარმოიდგინეთ, მე და ჩემი მომხრეები რომ ჩუმად ვიყოთ და არაფერს ვეუბნებოდეთ ამ პროცესში ჩაბმულ ადამიანებს, სრული კრახი იქნებოდა, მეგობრებო, 2 კვირაა ვაძახებთ,რომ უსაქმურები არიან და აგერ წინასაარჩევნოდ გაფართხალდა MOE და MOD .
ეს ყველაფერი კიდევ რა არის...

მთავარი წინაა...

პრობლემა #2:

უნიათო მთავრობა,რომელმაც არ იცის როგორ უნდა მოიქცეს.
მენეჯერი,რომელიც ვერ ალაგებს მთავრობას, არ იცის თავისი მომხრეების შესაძლებლობები და ფაქტობრივად დაუმსახურებლად ანაწილებს თანამდებობებს.

შეუსრულებელი დაპირებები #1:(MOE, ალბათ)

◙ ყველა მოთამაშე თავს მოიყრის ერთ სოციალურ სივრცეში. (1)
◙ მოეწყობა ძალიან დიდი მასშტაბის ბეიბი–ბუმი. (2)
◙ ჩაიწერება ახალი სასწავლო ვიდეოები. (3)
◙ შეიქმნება E-საქართველოს საიმიჯო ვიდეო. (4)
◙ დაფინანსდება ინოვაციური იდეები. (5)

1. არავის შემოუთავაზებია არც ჩემთვის, არც სხვა მოთამაშეებისთვის , თავი მოგვეყარა 1 სოციალურ სივრცეში, რომელიც ღმერთმა იცის არსებობს თუ არა...
2.Really?
3.ვიდეო არ ვიცი, მაგრამ მაგრად კი ჩაგვიტარეთ :3
4.იმიჯი ? იცით ეგ რა არის?
5.იდეა იყო, გადამყიდველებს ემუშავათ იარაღის დიდ ბრუნვაზე, თუმცა...

შეუსრულებელი დაპირებები #2:(MOFA + კონგრესი,ალბათ)

◙ ჩამოყალიბდება ჯგუფი, რომელიც აქიურად თარგმნის სტატიებს და გაანალიზებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ამ ყველაფერს კი გააცნობს ჩვენს მოთამაშეებს.(1)
◙ შეიქმნება კონგრესის ჩათი, აირჩევა კონგრესის თავჯდომარე, კონგრესმენები გაინაწილებენ სფეროებს და სამინისტროებთან კოორდინირებულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.(2)

1.დამანახეთ ეს სტატიები 🙂
2.ან ეს ჩათი დამანახეთ .(ან კიდევ სამინისტროებთან კოორდინირებულად მიღებული გადაწყვეტილება)(პრინციპში სამინისტრო არაფერს აკეთებს და სხვა რაზე ვილაპარაკო?!)

შეუსრულებელი დაპირებები #3:(თავდაცვა)

◙ თავდაცვის სამინისტრო FB–ჯგუფის საშუალებით სწრაფად და ეფექტურად გასცემს ბრძანებებს.(1)
◙ თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელობით დაიწყება გერილას ბატალიონის ჩამოყალიბება.(2)
◙ მებრძოლები მომარაგდებიან საჭირო შეიარაღებით.(3)
◙ ვითამაშებთ ყველა MU_ს კომანდერთან კოორდინირებულად.(4)

1.როდის გასცა თავდაცვის სამინისტრომ Fb-ჯგუფის საშუალებით ეფექტურად ან სწორად ბრძანება, მეტიც, როდის გასცა თავდაცვის მინისტრმა საერთოდ რამე ბრძანება?!
მე არ მახსოვს მასეთი...
2.აბა ბატალიონი :პ
3.აბა იარაღი?საკვები...?
4.საქართველოს ყველაზე ძლიერი ე.წ. MU-ს , იმავე სამხედრო დანაყოფის, მეთაური გახლავართ , ბ-ნ ლიტველმა მინისტრმა არ ინება ჩემთან კომუნიკაცია, არც ჩემს სხვა ქომანდერებთან და კაპიტნებთან , საწყენია 🙁 .


მესამედად შესრულებელი დაპირებები : (ეს შეეხება ეკონომიკის სამინისტროს)
◙ დაიწყება უპროცენტო სესხების გაცემა Training Ground-ების გასაძლიერებლად. (1)
◙ დაფინანსდება სხვადასხვა ინოვაციური ეკონომიკური პროექტები.(2)
◙ ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები. (3)

1.შესრულდა, გაასწორა, გაიხარეთ 🙂
2.ნუუუ.მსგავსი უკვე ზემოთაც ვახსენე , მგონი .
3.არანაირი კონკურსი!


მადლობა, მე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ყველაფერს თავად უნდა ხედავდეთ წესით.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გუნდს დაუღალავად მუშაობისთვის , ასევე უ.გ.პ.-ს კარგი პარტნიორობისთვის.

ხო, რა თქმა უნდა , მათი წინასაარჩევნო მარგალიტები ...

ჩვენი შავი–ქართული ლაქა – ერთმანეთის "კრიტიკისგან" გამოწვეული სიამოვნება
და რა თქმა უნდა – ერთად, ერთიანი ძალით!


აქვე მოგიწოდებთ, რომ არჩევნებზე ხმა მისცეთ ერთადერთ და ნამდვილ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბატონ Sebastian Vettel-ს .

გაეცანით ჩვენს პროგრამას აქ !