ერთად ავაღორძინოთ ქვეყნის ეკონომიკა!

Day 2,880, 14:47 Published in Georgia Georgia by H3Ctic

მოგესალმებით მეგობრებო, ქვეყნის სათავეში ახალი მთავრობა მოვიდა ახალი იდეებით და შემართებით. ყველა მათგანი ძველი სახეა და გამოცდილ მოთამაშეთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა არის სიახლეც. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა Meyer Llansky რომელიც ამ თამაშში ახალბედაა თუმცა, მისმა აქტიურობამ(რომლებიც სტატიების წერით გამოიხატებოდა) დიდი მოწონება დაიმსახურა და მინისტრის პოსტსაც გამოკრა ხელი 🙂 ჩემის მხრივ მას წარმატებებს ვუსურვებ, თითოეული აქტიური მოთამაშე მნიშვნელოვანია ესაქართველოსთვის!


დავუბრუნდეთ ეკონომიკას რომელიც სავალალო დღეშია, ირანთან ომის შემდეგ ბიუჯეტის საშუალო შემოსავალი ხუთი ათას ლარს შეადგენდა და ხანდისხან გამობრწყინებებიც ქონდა როდესაც ბიუჯეტის შემოსავლები ათი ათასამდე ადიოდა, დღეს ეს რიცხვი სამი ათასიდან ოთხი ათასამდე მერყეობს.

მოკლედ ეს მცირე მიმოხილვა იყო ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ ბაზარზე არსებულ ფასებზე, დავიწყოთ საკვებით.

ამ შემთხვევაში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის, ბაზარზე ხშირად ჩნდება იაფი პროდუქტი, განსაკუთრებით ხშირად ქ1, ქ2 და ქ3 საკვები იყიდება იაფად. პირადად მე ვციდოლბ ბაზარზე ფასები დავწიო და ამისთვის ქ1 საკვებს იაფად ვყიდი, რაზეც თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ შედეგი გამოიღო და ახლა უკვე ხშირად ნახავთ 6 თეთრად დადებულ ქ1-ს. ასევე ვყიდი ქ2 და ქ3 თუმცა ამ ორიდან მხოლოდ ქ2-ს ვაწარმოებ ისიც მხოლოდ 180 ცალს, ამიტომ ძირითადად შემოტანილ პროდუქციას ვყიდი.
ჩემი თხოვნა იქნება ნუ გაყიდით პროდუქტიას ძვირად, გაყიდეთ მისაღებ ფასად რადგანაც ამით პოპულარიზაციას ვუწევთ ჩვენს ბაზარს და ვზრდით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს.

იარაღის ბაზარი

აქ საქმე არცისე კარგადაა, ფასები საკმაოდ მაღალია და ფასების ვარდნის ტენდეცია ოდნავადაც არ შეინიშნება, მაგრამ მე შემომაქვს ქ4 იარაღი, რომელიც 22-23 თეთრად მიდევს(გააჩნია რა ფასში ვიყიდი). ამჟამად შემოტანილი მაქვს ქ6 იარაღი, 206 ცალს 2,95 ლარად ვყიდი.


P.S თუ აქამდე წაიკითხეთ ბარემ ხმაც მიეცით 🙂