ირანთან ომის საკითხი "სტალინის გეგმა"

Day 2,799, 03:21 Published in Georgia Belgium by heisenbergi

მოგესალმებით, მოგეხსენებათ ირანმა გამოგვაცხადა ნატურალურ მტრად, ამ თემაზე მრავალი ღონისძიებები გატარდა და ამ წუთებშიც მიმდინარეობს დიპლომატიური მოლაპარაკებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან, ჩემი აზრით სუსტი სახელმწიფოებიც უნდა გამოვიყენოთ დასახმარებლად, როგორიცაა საუდის არაბეთი და არაბთა ემირატები, ისინი შევიწროებულნი არიან ირანისგან და მისი მოკავშირეების მიერ



ამ ქვეყნების დახმარება ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, ასევე შესაძლებელია მოლაპარაკებები ვაწარმოოთ ევროპაში, და მათ გარკვეული ფულიც კი შევთავაზოთ დახმარებისთვის თუ საქმე მოითხოვს!კიდევ ერთი ხრიკი,

რუკაზე ხედავთ, რომ ჩვენ მიერ დაპყრობილი სომხეთის ტერიტორია ესაზღვრება ირანს, იქნებ სჯობდეს ეს ტერიტორია ავაჯანყოთ სომხეთის მხრიდან, ამის შემდგომ ირანს აღარ ექნება ბუნებრივი საზღვარი საქართველოსთან, რითაც უფრო გავურთულებთ ბრძოლას 🙂 ასევე მე ვაპირებ ჩემ უცხოელ ახლობლებს ვუთხრა რო გამომიწოდონ დახმარების ხელი, თქვენც უთხარით, ალბათ გეყოლებათ უცხოელი მეგობრები.