კრედიტების პროგრამა

Day 2,506, 06:51 Published in Georgia Greece by George Java

მოგესალმებით

სანამ მინისტრი გავხდებოდი, ალბათ გახსოვთ, რომ კრედიტების პროექტი რამოდენიმეჯერ წარმოვადგინე. სამწუხაროდ, მაშან ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ გვქონდა და პროექტი ვერ განხორციელდა. ახლა კი, მოქალაქე თემომ გადაწყვიტა ეს პროექტი დააფინანსოს, რისთვისაც მადლობა მას.


სესხის ოდენობა არის 90 ოქრო. ფინანსდება საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც პირველი სავარჯიშო ბოლომდე აქვს მიყვანილი ან აქვს საკმარისი ოქრო,რომ მიიყვანოს და აპირებს დააფგრეიდებას.

ესაქართველოს მოქალაქე კრედიტით დააფგრეიდებს მე-2 სავარჯიშოს ბოლომდე (ფასდაკლებაზე). შესაბამისად, თვეში (ამ ორ სავარჯიშოზე) მოგება დარჩება 13 ოქრო.
____________________________________________

სესხის ოდენობა - 90 ოქრო.

სესხის ხანგრძლივობა 6 თვე.

მოქალაქე უკან აბრუნებს 96 ოქროს.

მოქალაქე ყოველ თვე გადაიხდის 16 ოქროს.

თავდაპირველად ფინანსდება 6 მოქალაქე.

პროექტის ღირებულება - 540 ოქრო.
_____________________________________________

იმისათვის, რომ პროექტი დაიქოქოს, აღარასდროს გაჩერდეს და ჩვენგან დამატებით ინვესტირება აღარ დასჭირდეს, საჭიროა დასაწყისში დაფინანსდეს 6 მოთამაშე. რატომ 6?

პირველ თვეს, ეს 6 მოთამაშე შემოიტანს 96 ოქროს (6*16). 90 ოქროთი პროგრამაში დავამატებთ მე-7 ადამიანს, 6 ოქრო შეინახება ბიუჯეტში. ანუ, 6 მოთამაშით თუ დავიწყებთ, ყოველ თვე შევძლებთ კიდევ ერთი მოთამაშის დაფინანსებას.


_____________________________________________

კრედიტის მიღების მსურველემა მომწერეთ პმ. პმ-ში მიუთეთ ინფორმაცია თქვენი თრეინინგ გრაუნდების შესახებ და დაურთეთ სქრინშოტი.განაცხადების მიღება იწყება დღეიდან და გაგრძელდება 2.509 დღის ჩათვლით.

აუცილებელი მოთხოვნა არ არის, მაგრამ კრედიტის მიღების შანსი გაგეზრდებათ, თუკი რომელიმე გამოცდილ მოთამაშეს დაიყენებთ თავდებში.

საქართველოს მთავრობა იტოვებს უფლებას მოითხოვოს თქვენგან დამატებითი საკონტაქტო ინფორმაცია. კრედიტის ხანგრძლივობა არის 6 თვე,რაც ძალიან დიდი დროა. ამ ხნის განმავლობაში, შესაძლოა, თქვენ თამაშს თავი დაანებოთ. ამ შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ გააკეთოთ სავარჯიშოების დაუნგრეიდი და ოქრო დააბრუნოთ ბიუჯეტში.


_____________________________________________

კრედიტის დაფარვა შესაძლებელია ნაადრევადაც დარჩენილი გადასახდელის ერთანად შემოტანის შემთხვევაში.