აჯანყება შიდა ქართლში.

Day 2,383, 23:46 Published in Georgia Georgia by Emiliesta

მოგესალმებით ჯარისკაცებო!

როგორც ხედავთ ოღრაშმა ბულგარეთმა მოგვატყუა და არ გვაძლევს უკან ტერიტორიებს.
ქვემო ქართლში დაწყებულია აჯანყება. უთანასწორო ბრძოლაში ვაგებთ.
ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი მოხალისეები, კეთილისმოსურნენი და უბრალოდ მედლების მაძიებელი მოხეტიალენი, თუმცა მტერი ურიცხვი და ძლიერია.

სამწუხაროდ ინტერნეტის უქონლობის გამო ვერ ვაქტიურობ და მოვლენებსაც ჩამოვრჩები, იმედი მაქვს ამ პრობლემას უახლოეს მომავალში მოვაგვარებ.

მანამდე კი მინდა გთხოვოთ, რომ ყველამ დაიყენოთ ავატარზე დანაყოფის ლოგო. (სადმე კუთხეში მაინც.)
ყველამ გამოიწეროთ ეს გაზეთი და იაქტიუროთ კომენტარებში. ამით დავრწმუნდები რომ აქტიური მოთამაშეები ხართ და არ დაგეზარებათ ინფორმაციის მიღება, შესაბამისად სწორ ადგილას და სწორ დროს იბრძოლებთ, რისთვისაც დაგირიგებთ იარაღსა და საკვებს.

გთხოვთ დააფიქსიროთ კომენტარებში, რომ გსურთ იარაღი ან საკვები, ან ორივე ერთად და გამოგიგზავნით.

ასევე მინდა გირჩიოთ, რომ იბრძოლოთ მხოლოდ მაშინ, თუკი არის საშიშროება, რომ 50%-ს ჩამოცდება ჩვენი მხარე. თუ რამდენიმე პროცენტით წინ ვართ, ნუ მიახარჯავთ უაზროდ ენერგიას, რადგა როგორც ვიცით ჩვენი ძალები ძალზედ მწირია და უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად.

წინ ქართველებო!
http://www.erepublik.com/en/military/battlefield/52275