United Georgian Party President

Day 2,563, 11:15 Published in Georgia South Africa by Excellence.


მოგესალმებით.
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ვინც გვერდში დამიდგა პარტიის პრეზიდენტის არჩევნებისას და ხმა მომცა.
ასევე ყველას დიდი მადლობა ვინც პარტიას მისცა ხმა და 14 მანდატი მოგვიტანა კონგრესში.

ყველამ იცის ჩვენ პარტიაში რომ ჩემი საარჩევნო დანაპირები იყო 40%იანი გამარჯვება კონგრესის არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვტოვებდი თანამდებობას.

სამწუხაროდ ვერ შევასრულე ჩემი დანაპირები და პირობაც უნდა შევასრულო.
ჩემს ადგილს ვუთმობ პატივცემულ Georgian-qartvelis რადგან ჩემს შემდგომ ხმები სწორედ მას ქონდა პარტიის პრეზიდენტის არჩევნებში.
გამომდინარე თამაშის მექანიზმიდან მე რომ ეხლა რეზაინ გავაკეთო, სისტემა ავტომატურად აირჩევს პარტიის შემდგომ პრეზიდენტად ყველაზე მაღალ ლეველიან მოთამასეს, რაც ჩვენ არ გვაწყობს.
ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ფორმალურად შევინარჩუნებ თანამდებობას მაგრამ სხვა ყველანაირი ბერკეტი გადადის ქართველის ხელში.

წარმატებებს ვუსურვებ საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ღირსეული კანდიდატი შეარჩიოს ჩვენი პარტიის სახელით.
წარმატებებს ვუსურვებ მომავალი 19 დღის მანძილზე.
მე და ყველა წევრი გვერდში ვუდგავართ ბოლომდე, ნებისმიერ გადაწყვეტილებაში როგორც პარტიის პრეზიდენტს.

Georgian-qartveli:
მოგესალმებით. რადგან აუცილებლობამ მოითხოვა, მე თანახმა ვარ დროებით გავხდე გაერთიანებული ქართული პარტიის პრეზიდენტი. იმედია გვერდში დავუდგებით ერთმანეთს და ერთ გუნდად ვიმუშავებთ მომავალ არჩევნებამდე.