UNITED GEORGIAN PARTY

Day 2,594, 08:33 Published in Georgia Georgia by Georgian woolf


მოგესალმებით ბიჭებოო

შესავალისთვის ვიტყვი რომ ბოლო 2 კვირის მანძილზე ყველანაირად ვცდილობდი არ ჩავრთულიყავი არანაირ დებატებში,აგიტაციაში ან რაიმე სახის პარტიულ საქმეებში,რადგან პრეზიდენტი ვარ მაქსიმალურ ნეიტრალიტეტს ვიჭერდი ყველა პარტიას შორის.დღეს წავიკითხე რესპუბლიკული პარტიის სტატია,მათი მიღწევების შესახებ და სურვილი გამიჩნდა ასევე შევახსენო ხალხს რომ მე მხოლოდ ქვეყნის კი არა UGP პარტიის პრეზიდენტიც ვარ და ვზრუნავ მათზე.

აუცილებელია ყველა მოთამაშემ იცოდეს თავისი პარტიის მიზნები,მიღწევები და სამომავლო გეგმების შესახებ.ამ მხრივ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური არეალი უფრო და უფრო იხვეწება .შეგახსენებთ რომ "UNITED GEORGIAN PARTY" -საქართველოს ამ თამასში დამატების დღიდან სათავეში უდგას ქვეყანას.ეს პირველი შექმნილი პარტიაა რომელმაც ყველა ქართველი გააერთიანა და გადაატანინა ყველაზე ბნელი და რთული დღეები,როგორიც იყო ბულგარეთის შემოსევები და შემდგომი რუსეთის აგრესიები.მიუხედავად ყველაფრისა ჩვენს პარტიაშიც იყო ჩავარდნები.ორი თვე პარტია ჩვენს ერთგულ საგარეო საქმეთა მინისტრს ჩავაბარე მისახედად რადგან მე ვეღარ ვახერხებდი აქტიურად ჩართვას მოვლენებში.მან ვერ შეძლო ენობრივი ბარიერის გადალახვა თავის პარტიელებთან და მოხდა სრული ქაოსი.ყველა კონკურენტი პარტია იბირებდა ხალხს და ზოგიც იმედგაცრუებული საკუთარს ქმნიდა.მიუხედავად ამისა პარტიამ N1 ადგილი არ დაკარგა და დღესაც ლიდერ პოზიციაზეა .
გადაავლეთ თვალი ჩემი დაბრუნების შემდეგ მომხდარ სიახლეებს

1.UNITED GEORGIAN PARTY - ბრუნდება
2.წახალისების და განვითარების პროექტი
3.პარტიული მოწოდებები და სიახლეები
4.კონკურსი კადეტებისთვის
5.უსაფრთხოების ნაციონალური დეპარტამენტი
6.UND-ს N1 მოხსენება

ამის შემდგომ კოალიციამ(ჩვენ და ეროვნულმა დემოკრატიულმა პარტიამ) მოვილაპარაკეთ ჩვენს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად მე გავსულიყავი.
აქვე შეგიძლიათ ამასაც გადაავლოთ თვალი
ახალი შემართება
მე როგორც პრეზიდენტი
არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა


ახლა კი დავიწყებ საუბარს როგორც ამ პარტიის წარმომადგენელმა რისი გაკეთება მოვასწარი ამ 2 კვირაში
1.მომარაგება :საკვები და იარაღი(ყველას)
2.მომარაგება: N2
3.ჯილდო ყველაზე აქტიურებს!
4.მომარაგება : N3
5.მომარაგება : N4
6.მომარაგება :N5
ვისაც სურვილი აქვს თვალი გადაავლოს ჩატარებულ დარიგებას მას შეიძლია ეს ნახოს :მომარაგების შედეგები
ჩამატება : ყველა არსებული სასწავლო გვერდის შეჯამება გავაკეთე და შევქმენი საქართველოს ოფიციალურ სასწავლო გვერდი

აქ ჩამოთვლილი ყველაფერი გაკეთდა პირადი სახსრებით და არ ყოფილა ქვეყნის ბიუჯეტი გამოყენებული.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს "გათურქებულ" თანაპარტიელს...ასევე ყოფილ თავდაცვის მინისტრს თავისი შეტანილი წვლილისთვის ქვეყნის გაძლიერებაში და გააქტიურებაში.
Hey RooT
#2 UND-ს მოხსენება
[MOD] News of Medals Changes
[MOD] Expected changes and plans
[MOD] Weekly Challenge
[MOD] eGeorgia - eTurkey Day 2578
[MOD] თავდაცვის სამინისტროს განცხადება
[MOD] ეკონომიკური პროექტი!
[MOD] D2,D3,D4 eGeorgia!

ბოლო სტატიაში მოხდა მისი მასობრივი კრიტიკა და მან დატოვა თანამდებობა და თურქეთის მოქალაქე გახდა . ამან ძაან მატკინა გული . მარა არაუშავს , ჩემს გზას გადის .როდესაც მე მიმტყუნა ნერვებმა და შევეშვი თამაშს . იმედია მალე დაგვიბრუნდები სელჩუკო 😃

ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი მე გავიცანი როცა ქვეყანა დაემატა თამაშს და შევთავაზე იმდროინდელ პრეზიდენტს "Rosmedians".ის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება თავის სამუშაოს და კონკურენტიც არ ყავს ამ საქმეში უკვე 6 თვეზე მეტია.მის მიღწევებზე ბევრს არ ვისაუბრებ რადგან რა ხელშეკრულებებიც არის ყველაფერს მან მოაბა თავი,დაწყებული აფხაზეთით,გაგრძელებული MPP(ურთიერთ თავდაცვითი ხელშეკრულებით) და დამთავრებული იმით რომ ალიანსში(ქვეყნების გაერთიანებულ კავშირ RooT-ში) წამყვანი თანამდებობაც მიანიჭეს და ყველა თათბირის შესახებ ინფორმაციას ვფლობთ.ასევე ვიცი რომ ქართველი მოთამაშეების 70 % მასთან გადის კონსულტაციებს უამრავ თემებზე.ის არის ერთერთი ყველაზე ღირსეული წევრი ჩვენი პარტიის.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გამოზრდილ მოთამაშე გამას,რომელსაც თქვენ Psych0 KiIIeR-დ იცნობთ.ის გამოეყო თავის რესპუბლიკურ პარტიას ბოიკოტის პერიოდში რადგან მე და ჩვენს ქვეყანას დამხმარებოდა განათლების სამინისტროს მართვით.ისიც ასევე თავდაუზოგადავად მუშაობს თავის მოადგილეებთან ერთად მარა იმის მიუხედავად რომ ამჟამად UGP-წევრია ის მაინც გულდაწყვეტილია რომ მოუწრია თავისი მეგობრების დატოვება ყოფილ პარტიაში.ყველა მის მიღწევებს ისევ მის პირადად დავტოვებ.

ახლა მინდა ვისაუბრო ბოლო კონგრესის არჩევნებზე .მართალია ისევ პირველ ადგილზე გავედით და წესით უნდა გვიხაროდეს მარა ეს ესე არ არის.ამისთვის ორ ძირითად მიზეზს დავასახელებ.
1.აქტიურობის დონე დაეცა და რასაც ვაკავშირებ რესპუბლიკური პარტიის ბოიკოტთან და ქრისტიან დემოკრატების ლიდერის ჯიმის დატვირთულ გრაფიკთან(ვერ ახერხებდა ეს დღეები აქტიურად ჩართულიყო მოვლენებში).ბევრი ფიქრის და ანალიზის შემდეგ გადავწყვიტე მოვუწოდო ყველა ჩემს თანაპარტიელს შეწყვიტონ ნებისმიერი სახის აგრესია და არა არგუმენტირებული კრიტიკა სხვების მიმართ . ჩვენ თითოეული ქართველი გვჭირდება ქვეყნის გასაძლიერებლად.ეს აგრესიაა ვფიქრობ პირადად ჩემგანაც მოდიოდა და არასწორ მაგალითს ვაძლევდი ჩემს თანამოძმეებს.მე რადგან ვთვლი რომ ბოლომდე ვიხარჯები ქვეყნისთვის ეგ სხვას არ ავალდებულებს რომ ისიც ბოლომდე დაიხარჯოს.მოგიწოდებთ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს გააქტიურდით და შეიტანეთ წვლილი საქმით და არა კრიტიკით.ის დრო უნდა დამთავრდეს როცა საათობით ფორუმზე და სკაიპში ვჭორაობდით რა უნდა გაკეთებულიყო და არავინ აკეთებდა.ან ვინც აკეთებდა იმას აკრიტიკებდნენ და თვითონ იდეასაც არ აწვდიდნენ თუ რითი დაეხვეწა მას თავისი წამოწყებული საქმე.
2.ეს უკვე პირადად ჩემი შეცდომაა ,რადგან ჩემს პარტიაში ხალხს არ შევახსენე რეგისტრაცია გაევლოთ კონგრესმენობის კანდიდატურაზე და არამომზადებულებმა გავიმარჯვეთ.უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

მადლობა ყველა ჩვენი პარტიის ერთგულ წევრს თანადგომისთვის და გაწეული შრომისთვის.თუნდაც იმ 1 ხმის მიცემისთვის რომელიც აქამდე ლიდერ პოზიციაზე გვტოვებს და შესაძლებლობას გვაძლევს ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი შემოგთავაზოთ!

ჩვენ გვჭირდებიან აქტიური და მონდომებული "ახალბედები".ყველანაირი შესაძლებლობა გაგვაჩნია რომ ვუზრუნველყოთ მათი გამოზრდა რეალურ ეპოლიტიკოსებად.შემოუერთდით ჩვენს მეგობრულ წრეს და შეიტანეთ თქვენი თუნდაც უმნიშვნელო წვლილი ქვეყნის აღმშენებლობაში.

UNITED GEORGIAN PARTY -ს პრეზიდენტი
=======Georgian_woolf=======