Namibia 16 - 17 Georgia ( World Cup )

Day 2,878, 15:01 Published in Georgia Georgia by H3Ctic

დღეს რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასზე გამართულ შეხვედრაში საქართველოსა და ნაიბიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, მატჩი ძალზედ დაძაბული გამოდგა და საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად შეძლო მსოფლიოს თასზე ორი თამაშის მოგება.
პირველად ნამიბიელებმა გახსნეს ანგარიში 3:0 თუმცა სანდრო თოდუამ მე-10 წუთზე ლელო დადო, რომელიც ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. ნამიბიელებმა ჯარიმა გამოიყენეს და 6:0 დაწინაურდნენ.
ტაიმის მიწურულს ჯაბა ბრეგვაძე მსაჯმა ყვითელი ბარათით დასაჯა და 10 წუთით გააძევა. ქართველთა მიძალების მიუხედავად ტაიმი 0:6 დასრულდა, ასევე აღსანიშნავია ისიც რომ პირველი ტაიმი 10 წუთით მეტხანს გაგრძელდა.

მეორე ტაიმს აფრიკელები 13 კაცით იწყებენ, რადგან ორი - ძირითადი და სათადარიგო მარჯვენა ბურჯი ყავთ გასინბინებული.

მეორე ტაიმში ჯერ მამუკა გორგოძემ დადო ლელო და მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახა - 7:6, მერე ლაშა მალაღურაძემ გაიტანა ლელო და კვირიკაშვილმა ისიც გარდასახა. - 14:6.

67-ე წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო გაიტანა - 17:6. ნამიბიელებმა საჯარიმოთივე გვიპასუხეს - 17:9.

74-ე წუთზე ნამიბიელებმა ლელო დადეს, რომელიც გარდასახეს კიდეც - 17:16. თამაშიც ასე დასრულდა.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ამ გამარჯვებით დიდი ნაბიჯი გადადგა ჯგუფში მესამე ადგილის დაკავებისთვის, რითაც 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ახლა ყველაფერი ტონგასა და ახალ ზელანდიას შეხვედრაზეა დამოკიდებული, თუ ახალი ზელანდია გაიმაჯრვებს რაშიც ეჭვი არავის ეპარება საქართველოს ნაკრების მესამე ადგილზე დაასრულებს ასპარეზობას, რაც ნამდვილად დიდი წარმატებაა ქართული რაგბისთვის.
ასევე არ შეიძლება არ აღინიშნოს ირლანდიელი მსაჯის ჯორჯ ქლენზის საშინელი მსაჯობა!

გ ჯგუფი

7 ოქტომბერი

ექსეთერი. “სენდი პარკი”. 23:00 (თბ. დრ.)

საქართველო - ნამიბია 17:16 (0:6)


საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი (23. ბექა წიკლაური 75), 14. თამაზ მჭედლიძე (22. გიორგი აფციაური 43), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე (21. გიორგი ბეგაძე 65); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 35), 2. ჯაბა ბრეგვაძე (16. შალვა მამუკაშვილი 57), 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კოტე მიქაუტაძე (19. ლევან დათუნაშვილი 57), 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი (20. ლაშა ლომიძე 41), 8. მამუკა გორგოძე.


იხილეთ ფოტო გალერეა