MOFA [სიახლეები]

Day 2,901, 02:50 Published in Georgia North Macedonia by Aveun.

მოგესალმებით, კარგა ხანია სტატია არ დამიწერია და მგონი მოვიდა დრო.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ბოლო თვეა თამაში ძალზედ საინტერესო გახდა, რამეთუ ემსოფლიოში უამრავი საინტერესო, რამ ხდება, კერძოდ კი ომების თვალთაზრისით.


1. სერბეთის გაქრობა და უკონგრესოდ დატოვება ყველაზე მოულოდნელი გახლდათ, რამეთუ ეს ქვეყანა თამაშში ერთ-ერთი უძლიერესია თუ უძლიერესი არა. აღსანიშნავია, რომ საქართველომაც ამაში თავისი წვლილი შეიტანა, სწორი სტრატეგიული მოქმედებით და ბრწყინვალე ორგანიზაციის წყალობით ჩვენ კვლავ გავითქვით სახელი საერთაშორისო ასპარეზზე და დავანახეთ მტერს თუ მოყვარეს, რაოდენ ორგანიზებული ქვეყანაც ვართ.

საერთოდაც ბოლო 2 თვე საქართველო ორიენტირებული იყო მეგობარი ქვეყნების ომებზე, საბოლოოდ ამგვარმა თანადგომამ ძალიან ბევრი ახალი მეგობარი გაგვიჩინა.

2.ხორვატია დიდი წარმატების შემდგომ გადაერთო უნგრეთზე, ეს ყველაფერი კარგად დაგეგმილი სტრატეგიაა ხორვატიის ხელისუფლების მიერ, ისინი სარგებლობენ იმით, რომ უნგრეთი-რუმინეთს შორის, ძალზედ დაძაბული ურთიერთობებია, ამიტომაც ხორვატია ცდილობს ცეცხლე ნავთი დაასხას, ასე ვთქვათ. ვგულისხმობ იმას, რომ ბევრი რუმინელი მებრძოლი ეხმარება ხორვატიას, უნგრეთის წინააღმდეგ, ანუ ისინი ალიანსის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

3. ვფიქრობ ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად ყველამ დაივიწყა ესპანეთი, რომელიც ძალიან რთულ სიტუაციაშია და ორ დიდ მეტოქესთან აშშ-სა და არგენტინასთან უწევს ბრძოლა და ვინაიდან მათ უახლოეს მეგობრებს კონცენტრაცია ხორვატიის ომებზე აქვთ აღებული, ისინი ვერ ახერხებენ დამბყრობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.


4.ბოლოს კი ავღნიშნოთ ისიც, რომ დიდიხნის შემდეგ უკრაინამ, საბოლოოდ გაანთავისუფლა ის 3 რეგიონი, რომელიც უნგრეთს ქონდა დაბყრობილი და ამასთანავე მათ გამოიტანეს NE-ს კანონი (NE=ბუნებრივი მტერი) უნგრეთზე და მათი ახლად დაწყებული კამპანია წარმატებით მიმდინარეობს.

სულ ეს იყო მადლობა ყურადღებისათვის! o7

ხმის მიცემა და თქვენი აზრის დაფიქსირება არ დაგავიწყდეთ.