MOC - სასწრაფოა

Day 2,688, 15:21 Published in Georgia Georgia by J.Volandi


ოჰ, რაოდენ ბედნიერი და ნათელი იყო მშვიდობის დღენი, სამწუხაროდ ,ჩემო მეგობრებო, თუნდაც თქვენ დიქტატორობაზე წუხდეთ, ან კიდევ რაღაც სხვა საფიქრალი და ტკვილის წყარო გკლავდეთ, ეს ამბავი ყველა თქვენ სატკივარს გადაფარავს .
აბა თქვენ იცით, მოიმარაგეთ წყალი, საკვები,სანთლები ,პლედები,მოკლედ ,რაც მნიშვნელოვანია მხოლოდ ის , და გაიქეცით აქედან ,გაიქეცით რაც შეიძლება შორს , თორემ სერბეთის რისხვა შეიძლება ყველგან მოგწვდეთ, მას ასევე დაემატება თურქეთის სხვა მტერთა რისხვა ,ამიტომ გაასწარით სანამ დროა, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი(რომელიმე მაინც ,ძველები ახელები , რომელიც გინდათ ,თუ გინდათ ყველა ერთად ,თუმცა ზევსი რომც არსებობდეს ,ისიც ვერ გვიშველის)
დაიქირავეთ მოტირალები ,რათა იხოკონ ღაწვები ა.შ.

ერთი სიტყვით და ორი აზრით დაგვერხა და მერე როგორ დაგვერხა ,ამწამს გავრცელდა ინფო,რომ თურქეთის შემდეგ ჩვენზე მოდგება ჯერი ( საქართველოს გამეზობლებას აპირებს ჯერ სამხრეთ აფრიკა და ეგრევე ჩვენზე მოიტანს იერიშს და ნელ-ნელა ჩააქრობს ჩვენს მბჟუტავ მზეს).
ეს ცუდი რაც იყო,ახლა ძალიან ცუდს მივადგეთ.
გასაკვირი ისაა,რომ თუ ჩვენ 5ივე რეგიონს(საბედნიეროდ ახლა აფხაზეთი ჩვენ გვაქვს) 5 სხვადასხვა ქვეყანა დაიკავებს ,ჩვენ აღარსოდეს გვექნება რუქაზე დაბრუნების საშუალება. (იგულიხსმება აჯანყების გზით) შეიძლება ადმინებს ჩურჩხელა გაუგზავნოთ და რამე ვიღონოთ, მაგრამ სხვაგვარად არ გამოვა.
ამიტომ გაიქეცით და ერთ რეგიონში მოყუჩდით , ნუ , დედაქალაქში კარგი იქნებოდა.
ამის შემდეგ ჩვენ ყველა ერთად დაველოდებით საბოლოო შემოტევას, სავარუდოდ გაგვანადგურებენ და მიწასთან გაგვასწორებენ ,ამიტომ თუ ტყუილად სიკვდილი არ გინდათ ,გაიქეცით ,რაც შეიძლება შორს გაიქეცით.
კარგი ამბავი, კარგი ამბავი ისაა,რომ მართალია თურქეთს აღგავენ პირისაგან მიწისა,თუმცა ხორვატია ჩვენ გვერდითაა ,ასევე რუსეთმა გამოთქვა სურვილი 1 ჩვენი რეგიონი მიიტაცოს , მოძმე და ერთმორწმუნე ერია მაინც, გერებად შეგვიკედლებენ . ასევე აზერბაიჯანს ამატებენ ამ 2-3 დღეში ,სავარაუდოდ ერთ რეგიონს ის მიიტაცებს ,ერთსაც სამხრეთ აფრიკა, ერთს კიდევ ირანი , ერთი დაგვრჩება და ველოდოთ უნდა ბოლო შეტევას .
აბა თქვენ იცით , გაიქეცით და უკან აღარ მოიხედოთ ,თორე გაქვავდებით , თუ რაღაც ეგეთი როა ,აბრაამის ცოლი რო უკან გაიხედავს :დ.

მადლობა ,სულ ეს იყო. იმედი არ დაკარგოთ .





😃 პირველი აპრილია.: დდ