360 Gradus ინტერვიუ ManteX ნაწილი 1

Day 2,492, 09:56 Published in Georgia Austria by NicK TS
ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა ამავდროულად ვრცელიც და ვიმედოვნებ წაკითხვა არ დაგეზარებათ. პ.ს კომენტარების დაწერას ნუ დაიზარებთ გამოთქვით თქვენი ჯანსაღი მოსაზებები რაც ჩვენს განვითარებას შეუწყობს ხელს.

პირველ რიგში სანამ კითხვებზე გადავიდოდეთ, მინდა მადლობა მოგიხადო ამ ინტერვიუსთვის და იმისათვის, რომ მომეცა საშუალება მიმემართა ე-საქართველოს საზოგადოებისთვის. მეორე რიგში კი, მოგელსამებით ყველა ჩვენ მხარდამჭერს, პოლიტიკური პარტიის წევრს, გულშემატკივარს თუ პოლიტიკურ ოპონენტს. მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკელების პოლიტიკური გუნდი შეიკრა ერთსულოვნების და პოლიტიკური ერთობის პრინციპზე, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვუარყავით ერთი ლიდერისა და პიროვნების კულტზე აწყობილი პოლიტიკური სისტემა, რაც აგრერიგად გავრცელებულია თანამდეროვე ე-საქართველოს პოლიტიკურ არენაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ხშირად ისეთი გრძნობა გვაქვს, რომ ახლანდელი პარტიები იდეების ქვეშ კი არა, პიროვნენების უკან ერთიანდებიან. ჩვენი მტიკიცე აზრით, პიროვნებაზე დამყარებული პოლიტიკური პარტია არამდგრადია. იდეის ქვეშ გაერთიანებული ადამიანების წრე არაა დამოკიდებული ცალკეული პიროვნების ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაზე და ასეთ პირობებში ჩამოყალიბებული ერთიანი პოლიტიკა მნიშვნელოვან გამოცდებს გაუძლებს. ეს თავისთვად არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრი ერთმანეთს სრულებით ეთანხმება, პირიქით, განსხვავებები არსებობს, როგორც ნიუანსებში, ისე სამომავლო ხედვაში, მაგრამ ეს იდეები საერთო ჩატში განიხილება, იხვეწება და ფორმას იძენს; შემდეგომში ისინი უკვე სახეცვლილი ფორმით წარმოადგნენ ჩვენს პოლიტიკურ პროგრამას. ადრეც ვთქვი რომ, რესპუბლიკური პარტია არის ისეთი პოლიტიკური გუნდი, სადაც ერთი უსმენს ყველას და ყველა ერთს. სწორედ ასეთ დიალოგში, ასეთ კამათში იბადება ჭეშმარიტება. მუშაობის ამ პრინციპს თავისთავად პარტიის წევრებს შორის აქტიური და ცოცხალი კონტაქტი ესაჭიროება, რასაც წარმატებით ვანხორცილებეთ იმით, რომ გვაქვს პარტიული ჩატი, სადაც ვიწვეთ ჩვენი პარტიის ყველა წევრს და ასევე ოპონენტებსაც, თუ მათ ამის სურვილი ექნებათ თავისთავად.

1. როგრც ყვლასათვის ცნობილია UGP და თანამდებობა დატოვეთ რა იყო ამის მთავარი მიზეზი?

როგორც ყველასათვის ცნობილია UGP და თანამდებობა დატოვეთ რა იყო ამის მთავარი მიზეზი?
იმისათვის, რომ ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილების ზუსტი მიზეზი აგიხსნათ, ცოტა წინაისტორიასაც წავუმძღვარებ ჩემს პასუხს. ე-საქართველოს დაბადებისას, ისევე როგორც მოთამაშეთა უმრავლესობა ერთიანი ქართული პარტიის წევრი ვიყავი და მეც ყველასთან ერთდ იქიდან ავირჩიე ჩვენ პირველი პრეზიდენტი და კონგრესი. ამის მიუხედავად, ჩემი აქტიური პოლიტიკური კარიერა სწორედ რესპუბლიკური პარტიიდან დაიწყო, სადაც Did_Giorgi-სთან ერთად (მაშინდელი რესპუბლიკლების პრეზიდენტი) მოვედი, კონგრესშიც იქიდან მოვხვდი და პარტიის სპიკერის პოზიციასაც ვიკავებდი. როდესაც გიორგიმ პარტია დატოვა და ჯიმის შეუერთდა, მე გადავწყვიტე არჩევნებში უგპ-ს დავხმარებოდი, რათა არ გაჩენილიყო იმ დროისათვის კვლავ არსებული პტო-ს პრობლემა. იქიდანვე ხელმეორედ მოვხვდი კონგრესში და გავაგრძელე უფრო აქტიური მოღვაწეობა როგორც პარტიის შიგნით, ისევე კონგრესში.

ამ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ერთიანი ქართული პარტიის მაშინდელი პარტიის პრეზიდენტი და საქართველოს საგარეო მინისტრი სტივი, საკმაოდ გამოცდილია პოლიტიკურ ასპექტში. მისგან თამაშში პოლიტიკური მოღვაწეობის ბევრი ნიუანსი ვისწავლე და შეუფასებელი გამოცდილება შევიძინე. მიმაჩნია, რომ სტივი უდიდესი გამოცდილების მატარებელი ადამიანია და მიხარია რომ იგი კვლავაც არის მთავრობაში ამჟამინდელ გუნდშიც. ამასთან, ეს პერიოდი დაემთხვა ისეთ დროს, როდესაც უკიდეურესად გამწვავდა დამოკიდებულება ოპოზიციასა და სახელისუფლებო პარტიას შორის. გახსოვთ არჩევნები როსმედიანმა მაშინ 2 ხმით მოიგო. სწორედ ამ დროს დავინიშნე თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. როგორც თავდაცვის მინისტრს, გეგმაში მქონდა მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება, შევქმენით ასევე სამხედრო საბჭო, სადაც ხელისუფლების წარმოადგენლები და ყველა მუ-ს ხელმძღვანელობა შევიყვანეთ. სამხედრო საბჭოს ძირითადი დანიშნულება სამხედრო რეფორმის დახვეწა და არსებული სამხედრო სისტემის რესტრუქტურიზაცია იქნებოდა. საბჭოს მეშვეობით ასევე მოვახდენდით ჩვენი სამხედრო ალიანსისა (Root) და ქვეყნის სამხედრო სტრატეგიათა სინქრონიზაციას. სამწუხაროდ, სამხედრო საბჭომ, რომელიც იდეაში საჭირო სტრუქტურა იქნებოდა ქვეყნისთვის, არ გაამართლა ზუსტად ზემოთაღნიშნული შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო და შესაბამისად რეფორმაც, როგორც ის მოიაზრებოდა, რეზერვის სისტემის შექმნით, ჩავარდა. საბოლოოდ მის მოწინააღმდეგთა ბანაკში აღმოჩნდნენ როგორც ახლანდელი პრეზიდენტი, ისე მისი მოწინააღმდეგე ბოლო არჩევნებში. ამრიგად, ამ დაპირისპირების ფონზე მხოლოდ ის მოხერხდა, რომ კადეტთა აკადემიის დამამთავრებელი ძალის ზღვარი 500-დან 1000-მდე გაიზარდა, სხვა მხრივ სამხედრო სფეროს მონოპოლიზაციის და პრივატიზაციის ტენდენცია როგორც იყო, ისევე შენარჩუნდა. ჩემი თანამდებობიდან წასვლის უმთავრესი მიზეზი, სწორედაც რეფორმის პროექტის წარუმატებლობა იყო (რეფორმის პროექტზე დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:http://www.erepublik.com/en/article/-mod-1-2423323/1/20). როგორც სამხედრო რეფორმის ავტორმა და მასზე პასუხისმგებელმა პირმა, გადავწყვიტე რომ რეფორმის წარუმატებლობა ჩემი პირადი პასუხისმგებლობა იყო და ამიტომ უპრიანი იყო დამეტოვებინა თანამდებობა. პოლიტიკური პარტიიდან წამოსვლა კი იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ იმ პერიოდში პარტიიდან აღარ იგრძნობოდა ის მხარდაჭერა და სულისკვეთება, რაც წარსულში ვნახე. სტივი კვლავაც აქტიურად მოქმედებდა, მაგრამ იგრძნობოდა საერთო ინდეფერენტულობა პარტიის ლიდერებისგან იმ იდეებისადმი, რაც პარტიის წევრებს იმ მომენტში გააჩნდათ. აღარ მუშაობდა ის მექანიზმი, რითაც პარტიაში დახვეწილი იდეები ერთიანი გუნდით წარედგინებოდა კონგრესს და პარტიის წევრების ერთიანი პოლიტიკური წონით იქნებოდა გამყარებული. ეს საერთო აპათიის განცდა ხშირად იმ ხალხისგან მოდიოდა, რომლებიც იმ დროს სულაც სათავეში იმყოფებოდნენ, რაც სამწუხარო იყო. ამ პოლიტიკური დაპირისპირებისა და ინდეფერენტულობის ფონზე, ისეთი განცდა მეუფლებოდა რომ პარტია მხოლოდ ხმების დათვლაზე გადაერთო და არა პოლიტიკური იდეების ლობირებაზე, რაც ჩემი პირადი აზრით არის კიდევაც პარტიის უპირველესი მოვალეობა. ამ მხრივ, თუნდაც ჩემს მიერ შემოთვაზებული სამხედრო რეფორმა, ანდა Gama Datoshvili-ს მიერ შემოთავაზებული ფისკალური რეფორმა (რომელიც ფინანსთა მინისტრი იყო იმ პერიოდში), ანდა ბენდოს მიერ შემოთავაზებული იაფი იარაღის პროგრამა და ფისკალური პოლიტიკის ასპექტები, კონგრესში მინიმალური მხარდაჭერის გამო აბსოლუტურად ჩავარდა. ასეთი მდგომარეობა საწყენი იყო, რადგან ჩვენ ერთიან პოლიტიკურ გუნდად მოვიაზრებოდით და მსგავსი იდეები უგულებელყოფის ნაცვლად ერთად უნდა დაგვეხვეწა და საერთო ძალით შეგვეთვაზებინა საზოგადოებისთვის და კონგრესისთვის განსახილველად. ამ მხრივ, ალბათ ცხადია რატომაც გადავწყვიტე დამეტოვებინა UGP და გავმხდარიყავი ისეთი პოლიტიკური გუნდის წევრი, სადაც ერთეული ადამის ქარიზმა და წონა კი არ წყვიტავს საქმეს, არამედ ქმედითი, რეალური, კარგი იდეა და მისი თანამიმდევრული განხორციელება რეალობაში.

2. რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდით და გაამართლდა თუ არა მოლოდინები?

რთულია თქვა რა არის კმაყოფილება, ეს ალბათ უფრო ფილოსოფიური კითხვაა (: საზოგადო კმაყოფილებას ალბათ იქამდე ვერ მივაღწევთ, სანამ ჩვენს იდეებს არ განვახორციელებთ (თუმცა ამავე დროს ახალი იდეებიც იჩენს თავს). რაც შეეხება ჩვენ პოლიტიკურ გუნდს, მიხარია რომ აქ ისეთი ხალხი შეიკრიბა, ვინც წარსულში რეალურად ზრუნავდა იმაზე რომ პოლიტიკური საზოგადოებისთვის გაეზიარებინა საკუთარი იდეები და მოსაზრებები, არ ერიდებოდა კრიტიკას და მზად იყო ემუშავა ამ იდეების განხორციელებისთვის. ამ ყველა თვისებას შორის, ბოლო არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პირადი აზრით, რადგან თამაშში ბევრი მოთამაშე შემხვედრია, ვისაც მკაფიოდ წამოუყენებია საკუთარი იდეა, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილს თუ გამოუთქვამს მზადყოფნა და შემართება იმისათვის, რომ ეს იდეები რეალობაში განეხორციელებინა განსაზღვრული გეგმის მიხედვით. მიხარია, რომ ამ მხრივ ჩვენს გუნდში ისეთი ხალხი შეიკრიბა, ვისაც აქვს მზაობა ომუშაოს სათანადოდ და ნახოს საკუთარი იდები ხორცშესხმული. იგივე Gama Datoshvili, რომელიც ამჟამად ეროვნული გვარდიის მეთურია და იყო კადეტების საკმაოდ აქტიური ოფიცერი წარსულში, ასევე ფინანსთ მინისტრიც; Lonely Tunes, იგივე ბენდო, რომელიც იყო რამდენიმე მოწვევის კონგრესის წევრი; თემო, ჩვენი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, urekhi - ასევე კონგრესის წევრი; ასევე პოლიტიკური ასპარეზზე გამოსული ახალბედები, რომლებიც კადეტებში აქტიურობით იყვნენ ცნობილნი - Nika Chankseliani, v.kandelaki, kasho777 და კიდევ უამრავი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი; ყველას ჩამოთვლა გამიჭირდება და მაპატიეთ თუ ვინმე გამომრჩა. მიმაჩნია, რომ ამჟამად გვაქვს ის იდეალური თანაფარდობა გამოცდილებასა და ახალ ენერგიას შორის, რომელიც გუნდს მისცემს ეფექტურად განვითარების საშუალებას. ადრეც აღვნიშნე, მაგრამ ასევე აქაც დავამატებ, რომ ჩვენი გუნდის განმასხვავებელი ნიშანი სწორადაც ერთპიროვნული ლიდერების სქემიდან დისტანცირებაა. თუ მე გავიმარჯვე რესპუბლიკელების პარტიის დღვანდელ არჩევნებში, ჩემი პირადი სურვილია, რომ ერთი თვის თავზე ჩვენი გუნდის სხვა წევრი იყოს ძირითადი კანდიდატი ამ არჩევნებზე. იგივე ეხება სხვა დანარჩენ პარტიულ თანამდებობებს, სამხედრო დანაყოფის მეთაურებს, თუ არჩევნებისთვის წამოყენებულ კანდიდატურებს - ჩვენი მიზანია მაქსიმალურად, აქტიური როტაციის საფუძყველა ველზე გუნდის წევრს თანაბრად გავუნაწილოთ პასუხისმგებლობა - და არ მივდიოთ სქემას, როდესაც ერთი ლიდერი არის კანდიდატი უმეტესობა არჩევნებისთვის. ეს ყველაფერი იგივენაირად ღია კენჭისყრით წყდება ჩვენი პარტიის საერთო ჩატში - ასე მოხდა ჩემი პარტიის პრეზიდენტის კანდიდატურაზეც. ამრიგად, გახდით ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრი და თქვენ გექნებათ სრულიად რეალური შანსი გახდეთ პარტიის პრეზიდენტი, მუ-ს მეთაური ანდა ჩვენი კანდიდატი მომავალ არჩევნებზე.

3. როგორ შეაფასებთ კონგრესის და პრეზიდენტის მუშაობას?

კონგრესის მუშაობაზე დაწვრილებით ინფორმაციას ვერ გადმოგცემთ იმ მიზეზით, რომ მე პირადად არ ვარ კონგრესში ამჟამად. წარსული მუშაობით კი ნამდვილად არ ვარ კმაყოფილი, რადგან პოლიტიკური ძალების პოლარიზაციის გამო, კონგრესი დაპირისპირების ასპარეზად იქცა; რეალურად დაიკარგა კონსენსუსისა და შეთანხმების ცნება. მიუხედავად უგპ-სა და ეროვნულ-დემოკრატებს შორის მიმდინარე კოალიციისა, არა მგონია რაიმე შეიცვალოს ამ მხრივ, რადგან რეალური პოლიტიკა არაა მიმართული ურთიერთშეთანხმებისკენ ან დაპირისპირებიდან გამოსავალის მოძებნისკენ. სამწუხარო რეალობა ე-ქართული პოლიტიკისა არის დასული “შენ ის მითხარი, მე ის გითხარი” ტიპის კამათზე რეალური დიალოგის სანაცვლოდ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანი კი ზუსტად ამ სამწუხარო რეალობის მოტრიალებაა პიროვნული დაპირისპირების ასპარეზიდან იდეურ პაექრობამდე. უნდა ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ ეს კულტურა და მივდიოთ ცივილური, კონსტრუქციული დიალოგის წარმოების გზას. ამავე დროს, პრეზიდენტის და მთავრობის მუშაობას რაც შეეხება,

გაგრძელება შემდეგ ნომერში!!!