[MOFA] სიახლეები და პოლონეთი

Day 2,608, 11:22 Published in Georgia Pakistan by MNOSTER



გთავაზობთ საგარეო საქმეთა მინისტრის სტატიას მოკლედ.

საქართველოს მდგომარეობა ამჟამად.

დავიწყოთ თურქეთით . თურქეთმა ჩვენს ხაზინაში 55კ CC გადარიცხა.
25კ აფხაზეთის გამო და 30კ - გაწყვეტილი მმპ ების ხარჯზე ( გახსოვთ ჩვენ ავჯანყდით აფხაზეთში შესაბამისად დავკარგეთ 3 მმპ) . ამჟამად თურქეთთან ყველანაირი ურთიერთობა სტაბილურია .

გვქონდა შეხვედრა რუსეთთან. „ჩემი აზრით შედეგი საქართველოსთვის კარგი,მაგრამ ბოლომდე არა.ფაქტი,რომ ჩვენ რუსეთს თავიანთ ტერიტორიებს დავუბრუნებდით და ჩვენს შორის არ იქნებოდა ხანგრძლივ ეტაპზე კონფლიქტი და განგრძობადი ომი, შეხვედრამდეც ნათელი იყო,ასევე მათი პრესაც ამბობდა ამას. თუ რუსეთი ასტერისასთან მმპს ხელმოწერის შემდეგ გაიბრძლოებს აურიუსის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ ნეგატიურ რეპუტაციას გაუჩენს ქვეყანას ,რომელიც ცდილობს 2 სკამზე ერთად დაჯდომას .რუსეთისთვის საუკეთესო გამოსავალია შური იძიოს სხვა ქვეყნების საშუალებით ,რომლებსაც უკვე ცუდი ურთიერთობა აქვთ აურიუსთან . ერთ-ერთი საკითხი იყო პასიფიკასა და რუთს შორის კონფლიქტის დამთავრება ,თუმცა მოლაპარაკებები არ იყო წარმატებული .“

ამჯამად ირანმა ომი გამოუცხადა საქართველოს და პოლონეთმა AS ზე შეიტანა კანონპროექტი ჩვენს წინააღმდეგ. ირანზე მოკლედ ვიტყვი, ქვეყანა განიცდის გავლენას ასტერიის მხრიდან , და ასევე ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა ირანის წინა მთავრობასთან ,ამიტომაც ირანის მხრიდან დიდ საფრთხეს არ უნდა ველოდეთ, მიუხედავად იმისა მოაღწევს თუ არა ის ჩვენს კუთვნილ ტერიტორებამდე (იგულისხმება საქართველოს რეალური ტერიტორია , დაპყრობილის გარეშე) . თუ გინდათ , შეგიძლიათ იომოთ აქ რუსეთის მხარეს და აიღოთ FF მედლები.

პოლონეთზე მეტია სათქმელი. თქვენ გახსოვდათ ,რომ პოლონეთი დომინირებდა მსოფლიო რუქაზე არც თუ ისე შორ წარსულში. თუმცა იგი წაშალეს.პოლონეთს არ ახსოვს, რომ პროსირიუსის ქვეყნებმა შექმნეს ალიანსი რუთი(ROOT) და მათ ასევე არ ახსოვთ ,რომ რუთი ყოველთვის მეგობრული იყო პოლონეთის მიმართ. რუთი მაშინაც კი იბრძოდა პოლონეთის მხარეს ,როდესაც პოლონეთი ტოტალურ კრიზისს განიცდიდა, სირიუსის ჩამოშლის შემდეგ. როდესაც ქვეყნების უმეტესობამ უბრალოდ არ მოინდომეს პოლონეთთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ. რუთმა გადაწყვიტა,რომ პოლონეთს უნდა ჰქონოდა შანსი . თუმცა პოლონეთი მაინც გაქრა რუქიდან .

ახლა კი , ყველასთვის მოულოდნელად, პოლონეთმა გადაწყვიტა რუთის ერთ-ერთ ქვეყანაზე თავდასხმა ( ნუ რაღა დაგიმალოთ და ეს ქვეყანა ჩვენ ვართ :დ ) მათ გადაწყვიტეს დაემეგობრონ ალიანსს რომელმაც გაანადგურა პოლონეთის რეპუტაცია (თუ გახსოვთ სქრინშოთი როდესაც პოლონეთის პრეზიდენტი ასტერიაში შესვლას ითხოვდა ) . დავამატებ ,რომ პოლონეთმა დადო მმპ ბრაზილისთან . რომელსაც დიდი ბრიტანეთი უტევს რომელიც ოდესღაც პოლონეთთან ერთად სირიუსის წევრი იყო და რომელმაც არ გაუწყვიტა მმპ პოლონეთს კონფლიქტის დროს. პოლონეთს არ გააჩნია პრინციპები და არც ღირსება , და ვფიქრობ, კარგია,რომ ჩვენს მტრებს ასეთი მეგობარი ჰყავთ.


რუთს ძნელი თვე ელის. ა.შ.შ გააქრობს ესტონეთს , რუმინეთი ჩისლესთან წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ახალ გასართობს ეძებს, და მათ სამიზნე ლიტვა იქნება . შვეიცარია გააქრეს სლოვენიამ და უნგრეთმა . სლოვაკეთი დამოუკიდებელი გახდა, თუმცა აქვე არიან პოლონეთი და უნგრეთი ,რომლებიც სლოვაკეთს ომს გამოუცხადებს . სამხრეთ კორე დიდი ხანია ტაივანთან მშვიდობაშია და ტაივანი უბრუნებს რეგიონებს ,თუმცა ეს სამხრეთ კორეას დიდ თანხად უჯდება . საქართველოს პოლონეთი დაესხმება თავს , მოლაპარაკებებს ვმართავთ ქვეყნებთან ჩვენთვის დახმარების აღმოჩენის შესახებ . ველოდებით პოლონეთს...

ალიანსს ყოველთვის ჰქონდა ცუდი და კარგი პერიოდები . ერთი ალიანსის მეორეზე დომინაცია არ არის მუდმივი. ალიანსი მიუხედავად იმისა დაამარცხებს თუ არა თავის ყველა მოწინააღმდეგეს, მაინც რაღაც გასართობს ეძებეს . ახლა არ არის დრო ,რომ ვწუხდეთ . ყველაფერი გართობაა და გართობა აქაც უნდა ეძებოთ, ყველაფერი რასაც აკეთებთ , რაც გამოგდით , ისიამოვნეთ ამით . პატარა ქვეყნებსაც შეუძლიათ დიდი დარტყმების მიყენება .

ჩვენი ალიანსი გამოწვევის წინ დგას , მალე რამდენიმე ქვეყანა აღარ იარსებებს ჩვენი ალიანსიდან . თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითია,ალბათ. ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მიუხედავად იმისა ,რომ მხოლოდ პატარა ქვეყნები ვართ!..

HAIL ROOT !

„ჩემი ხედვა თამაშის პოლიტიკურ ცხოვრებასთანდ აკავშირებით ასეთია: ამჟამად ბრძოლა მიმდინარებს ასტერიასა(ასტერიაც და ლეტოც) და აურიუსს შორის . აურიუსის მოწინავე ქვეყნები ამჟამად თურქეთი ,ხოვატია და ჩილე არიან . ამ ქვეყნების გვერდით შეიძლება მოვიხსენიოთ ბულგარეთი,თუმცა მათ კაპიტულაცია გამოაცადეს. მე მხოლოდ პატივისცემით ვუყურებ ამ სამ ქვეყანას , მათ შეეძლოთ დანებებოდნენ ასტერიას და არ დაეკარგათ არაფერი, თუმცა ისინი მთელ ალიანსს ებრძვიან .“

მადლობთ ყურადღებისთვის

მონაკვეთები ბრჭყალებში სტივის ორიგინალური აზრია და მე არ მაქვს მასთან შეხება .


ასევე ჩავსვი ლინკები ალიანსების შესახებ , ვფიქრობ გამოგადგებათ .
ლეტო ასტერია რუთიპასიფიკა
იმედია გადავიტანთ ამ რთულ პერიოდს.