ახალი პოლიტიკური ცენტრი Vol. 2

Day 3,138, 04:52 Published in Georgia Georgia by Sir Integra

მოგესალმებით

პირველ რიგში მადლობა მათ ვინც შემოუერთდა ახალ პარტიას , 3 დღეში მივიღეთ 14 აქტიური მოთამაშე, რაც არც თუ ისე ცუდი შედეგია.
წარმოგიდგენთ ამჟამინდელ გეგმას (რომელიც შეიძლება შეიცვალოს, რათქმაუნდა უკეთესობისკენ)

1) დასაქმება, ამაში ახალი არაფერია, მსოფლიოს მოწინავე პარტიების უმეტესობას ყველა წევრს თავიანთ ქარხნებში ამუშავებს და უხდის იმაზე მეტს ვიდრე რეგულარული სამუშაო რომელსაც ბაზარი გვთავაზობს, მათ არც ჩვენები ჩამორჩებიან, UGP და რესპუბლიკელები ახლაც დაკავებულები არიან იგივე საქმით.

ახლა გადავიდეთ დეტალებზე;

თითოეული წევრს რომელიც იმუშავებს ჩვენთან კვირაში ერთხელ გადაეცემა პირველი ხარისხის სახლი, ვინც არ იცის რა სარგებლობა მოაქვს ე.წ სახლს გეტყვით რომ ეს მოთამაშეს აძლევს საშუალებას დღეში ერთის ნაცვლად იმუშაოს ორჯერ.
სახლის გააქტიურებით ყოველ საათში იღებთ 1 overtime ქულას, ხანგრძლივობა შეადგენს 168 საათს ( 1 კვირას), დღეში დამატებით მუშაობის უფლებას სჭირდება 24 ქულა, ანუ პრიმიტიულად რომ ავხსნა, 1 სახლით 1 კვირის განმავლობაში იმუშავებთ ორჯერ.

ამასთანავე სახლი თქვენს ჯამური ენერგიის რაოდენობას ზრდის 50 ერთეულით, ანუ თუ ამ მომენტში გაქვთ 500 ენერგიის შენახვის საშუალება, გააქტიურების შემდეგ მიიღებთ 550-ს.

ხელფასი შეადგენს 150 ლარს + დამატებით 150-ს ორჯერ მუშაობის შემთხვევაში, დასაწყისისთვის ლიმიტი იქნება 300 ლარი, მოთამაშე რომელიც თვეში იმუშავებს მინიმუმ 28 დღეს, თვის ბოლოს მიიღებს გემრიელ პრიზს.


2) კონგრესის კანდიდატები შეირჩევა გამოკითხვის მეშვეობით, თითოელ კანდიდატს მოუწევს რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ დაამტკიცებს რომ მას თამაშის წესები ნორმალურზე კარგად ესმის მაშინ ექნება შანსი მოხვდეს კონგრესში, ნუ ჯერ ხუთეულშიც არ ვართ და ამაზე ლაპარაკი ცოტა ადრეა მაგრამ მაინც რომ გქონდეთ ინფორმაცია.

3) ყოველთვიურად პარტიის წევრებზე გათამაშდება 1 power pack-ი, მაგრამ გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა დაესწროთ სახელმწიფო strike-ებს, თვეში ერთხელ გამოჩენით საქმე არ კეთდება, ეს იქნება ჩვენი პირველი პრიორიტეტი.

4) ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება უძველესი მოთამაშე, საქართველოს George Washington-ი და დამფუძნებელი, Georgian Woolf-ი

5) გვექნება პარტიის ფორუმი (მაგრამ ამ მომენტისთვის ეს საჭიროებას არ წარმოადგენს რადგანაც არ გვყავს წევრების საკმარისი რაოდენობა)

მოკლედ შემოგვიერთდით მეგობრებო, გელით გელით მოგელით, ცუდს არაფერს გავაკეთებთ, პირობას გაძლევთ რომ პარტია იქნება აქტიური და რაც მთავარია სახალისო.

პ.ს ყოველდღიურად 3 ენის ხმარება მიწევს ასე რომ ჩემს გრამატიკულ შეცდომებებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ