[President] ახალი სახელმწიფო უწყება - სენატი

Day 2,778, 14:08 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ახალი სახელმწიფო უწყება, სახელად
ს ე ნ ა ტ ი



ეს იგივეა, რაც "უშიშროების საბჭო". უბრალოდ ვიფიქრე, რომ სენატი უფრო უპრიანი იქნება სახელად.
აქამდე უშიშროების საბჭოს ფუნქციას ასრულებდა მოთამაშეთა ერთი გუნდი.
ეხლა მინდა ეს გუნდი, ოღონდ უკვე შეცვლილი, წარმოგიდგინოთ ოფიციალურად.

რა ფუნქცია ექნება სენატს



იგივე, რაზეც უშიშროების საბჭოს შესახებ გესაუბრეთ.
ნებისმიერი ინიციატივა - სამხედრო საკითხებში, საგარეო პოლიტიკაში, საშინაო მოწყობაში, საერთოდ ყველა მიმართულებით, წამოვა სენატისგან.
თუ იქნება ინიციატივა გარედან, მაინც უნდა გაიაროს სენატი, მიიღოს მოწონება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეცეს კონგრესს იქნება ეს, სამინისტროს თუ სხვა უწყებას.
გულახდილად რომ ვთქვა, სენატი იქნება ქვეყნის ფაქტიური მმართველი.

ჩემი პრეზიდენტობის დროს, კონგრესი მაქსიმალურად იქნება ჩართული ქვეყნის მართვაში. ანუ, თუ საკითხი წამოიჭრა სენატში, დაიმსახურა მოწონება, არ მოხდება რატიფიცირება, თუ ეს საკითხი კენჭისყრაზე არ გადაწყვიტა არჩეულმა კონგრესმაც.
საკითხის წამოჭრა შეუძლიე კონგრესის ნებისმიერ წევრსაც რა თქმა უნდა, მაგრამ ნებისმიერმა საკითხმა მაინც უნდა გაიაროს სენატი და მისგან მიიღოს რეზოლუცია, რათა შემდეგ კონგრესში ეყაროს კენჭი სენატის გადაწყვეტილებას.

ვინ იქნებიან სენატორები



სენატში ემოქალაქეები მოხვდებიან ორი კრიტერიუმით.
1. თუ მათ უკავიათ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თანამდებობა: დიქტატორი, პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თვდაცვის მინისტრი.

2. მეორე კატეგორიაში იქნება "მუდმივი ჯგუფი". მუდმივი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველი წევრი მუდმივად დარჩება სენატში. უბრალოდ ისინი იქნებიან იქ დამოუკიდებლად იმისგან, უკავიათ თუ არა ზეჩამოთვლილი თანამდებობიდან რომელიმე. ესენი არიან ერესპუბლიკის გამოცდილი, აქტიური წევრები, რომლებსაც, ასე რომ ვთქვათ "ჭკუა მოეკითხებათ", ავტორიტეტი გააჩნიათ ესაქართველოში და თავისი მოღვაწეობით შეუძლიათ მისთვის სიკეთის მოტანა.
2.1. ამ შემადგენლობის შეცვლა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმემ თვითონ გადაწყვიტა გასვლა მოუცლელობის ან რამე სხვა მიზეზის გამო.
2.2. სენატის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება დააყენოს საკითხი სენატის რომელიმე წევრის სენატიდან გარიცხვის თაობაზე. თუ ხმები თანაბრად გაიყო, გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი.
2.3. დაუშვებელია სენატიდან პირველი, თანამდებობრივი კატეგორიის სენატორის გარიცხვა, სანამ ის პოსტზე იმყოფება.

3. სენატის თავმჯდომარე ხდება პრეზიდენტი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე.

პირველი კატეგორია გარკვეულია.
ჩამოვთვლი მეორე, მუდმივ წევრებს:
Jimmy Levy
G. N. Soldier
Luka Koberidze
Georgian woolf
Georgian Ghost
Le Saliery
Uncrowned King
Mr. Nickname
Georgian Shield
CharlieArg
Thomas Crown Jr
x neverCG x

როგორც ხედავთ, ახლანდელი თანამდებობრივი კვოტის წარმომადგენლები მეორე, მუდმივ კვოტაშიც იმყოფებიან.
თუმცა, როგორც ვთქვი, ეს კატეგორიები შეიძლება გადაიკვეთოს.
მაგრამ ამავდროულად შეიძლება პირველი კატეგორიის თანამდებობა დაიკავოს ისეთმა მოთამაშემ, რომელიც მეორე კატეგორიაში არ იქნება.

პ.ს.
მცირე დამატება
ეპრეზიდენტს (ნებისმიერს) ისევ რჩება ვეტოს უფლება ხელისუფლების ნებისმიერ რგოლში. იქნება ეს სენატის გადაწყვეტილება, კონგრესის თუ რომელიმე სამინისტროსი.
აგრეთვე ფორსმაჟორულ სიტუაციაში გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება.
თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ის ამით ბოროტად არ ისარგებლებს.
თორემ იმპიჩმენტი კი არ გაუქმებულა ჯერ...

როგორც ახლანდელი დიქტატორი გვპირდება, ის ხელს არ შეუშლის ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას.


ვუსურვოთ წარმატება სენატს

მარად თქვენი

ჯიმი ლევი
ესაქართველოს პრეზიდენტი